უკრაინაში ომი გრძელდება – აღმოსავლეთ და სამხრეთ ოლქებში საჰაერო განგაშია ჩართული

უკრაინაში ომი გრძელდება – ამ წუთებში საჰაერო განგაშია ჩართული აღმოსავლეთ და სამხრეთ ოლქებში. აფეთქებები დაფიქსირდა ხარკოვში. მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები, სულ დაფიქსირდა 186 აფეთქება. სამხრეთიდან ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებით, მოიერიშე დრონები დაფიქსირდა. საჰაერო თავდაცვამ, გასული დღე ღამის განმავლობაში, 8 “შაჰედის” ტიპის დრონის ჩამოგდება შეძლო. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა, ოკუპანტების 47 […]
აითაჯ შახმაროვას კლასელებმა სასამართლოზე დაადასტურეს, რომ გოგოს დაოჯახება არ სურდა

14 წლის აითაჯ შახმაროვას საქმეზე გუშინ გამართულ სასამართლო პროცესზე, გარდაცვლილის სამი თანაკლასელი გამოიკითხა. ადვოკატის ინფორმაციით, გამოკითხულმა მოწმეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ აითაჯს დაოჯახების სურვილი არ ჰქონდა. არასრულწლოვანების გამოკითხვის პროცესი დახურულ რეჟიმში ჩატარდა.
კახეთის გზატკეცილზე დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა

ავარია კახეთის გზატკეცილზე – დღეს დილით, ჯორჯ ბუშის ქუჩაზე, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებული ქალი, უგონო მდგომარეობაში, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
“ჰუსიტების” ლიდერი – აშშ-სა და ბრიტანეთის თავდასხმები იემენელ ხალხს უფრო გააძლიერებს

“ჰუსიტების” ლიდერი, მოჰამედ ალი ალ-ჰუთი მათ სამიზნეებზე აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს მიერ განხორციელებულ ერთობლივ ავიაიერიშებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს იემენელ ხალხს მხოლოდ გააძლიერებს. „ამერიკელებმა და ბრიტანელებმა უნდა გაიგონ, რომ ჩვენ რეაგირების დროში ვცხოვრობთ და რომ ჩვენმა ხალხმა დანებება არ იცის. თქვენი დარტყმები მხოლოდ უფრო გააძლიერებს იემენელ ხალხს და უფრო მტკიცეს გახდის თქვენთან დაპირისპირებაში, რადგან […]
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში ჩასული რუსი იმიგრანტების ნაწილი ქვეყანას ტოვებს

მასალა მომზადებულია “რადიო თავისუფლების” სტატიის მიხედვით. რუსეთის ათობით ათას მოქალაქეთაგან, რომლებიც კრემლის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისა და სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოში ჩავიდა, ბევრი ამბობს, რომ იქ მათ სრულად კომფორტული საცხოვრებელი გარემო ვერ დახვდათ. მათი ნაწილი დისტანციურად მუშაობდა, ნაწილი ადგილობრვ გარემოსთან შეჩვევას ცდილობდა. ზოგიერთი მათგანი ნელი ინტერნეტის, ზოგი კი მაღალი ფასების გამო წუხდა. თუმცა […]
აშშ-მა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ ობიექტებს კიდევ ერთხელ დაარტყეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში, დაჯგუფება „ჰუსიტების“ ობიექტებზე ერთობლივი საჰაერო თავდასხმების ახალი სერია განახორციელეს. პენტაგონის ინფორმაციით, ოპერაციის ფარგლებში რვა სამიზნე დაარტყეს, მათ შორის მიწისქვეშა საცავსა და „ჰუსიტების“ სარაკეტო და სათვალთვალო შესაძლებლობებს. შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია განაცხადეს, რომ ცდილობდნენ დაიცვან ვაჭრობის თავისუფალი ნაკადი. ”ჩვენი მიზანია დაძაბულობის განმუხტვა და […]
ჯონ კირბი – მომდევნო რამდენიმე თვე უკრაინისთვის კრიტიკული იქნება

თეთრ სახლში აცხადებენ, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში გადამწყვეტი იქნება მისი თავდაცვისთვის, ამიტომ კონგრესმა სწრაფად უნდა იმოქმედოს უკრაინის მხარდაჭერისთვის. „მომდევნო რამდენიმე თვე უკრაინისთვის კრიტიკული იქნება“, – განაცხადა თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ. მისი თქმით, რუსები აგრძელებენ უკრაინაზე თავდასხმას დრონებითა და რაკეტებით. ამიტომ, უკრაინის სარდლობას უკვე უწევს რთული გადაწყვეტილებების […]
გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე რუსეთმა გამორიცხა კიევის და დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ნებისმიერი სამშვიდობო გეგმა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს 22 იანვარს უთანხმოება ჰქონდა უკრაინის მომხრეებთან გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე, რომელზეც მოსკოვმა გამორიცხა კიევისა და დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ნებისმიერი სამშვიდობო გეგმა. ლავროვის განცხადებით, უკრაინის ძალებმა ვერ შეძლეს რუსეთის დამარცხება ან დასუსტება. მისი თქმით, მოსკოვი მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის, მაგრამ უკრაინის და მისი დასავლელი “ბატონების” მიერ წარმოდგენილი გეგმები “გამოყენებულია მხოლოდ […]
აშშ-მა და ბრიტანეთმა კვლავ განახორციელეს დარტყმები ჰუთების ობიექტებზე იემენში

აშშ-ის და ბრიტანეთის არმიებმა 22 იანვარს დაბომბეს მრავალი ობიექტი, რომელსაც იემენში იყენებდნენ ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთი მეამბოხეები. ბოლო ხანებში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ორი მოკავშირე კოორდინირებულ, საპასუხო დარტყმებს ახორციელებს მეამბოხეთა სარაკეტო დანადგარებზე. ანონიმურობის დაცვის პირობით ოფიციალური პირები ამბობენ, რომ აშშ-მა და ბრიტანეთმა გამოიყენეს საბრძოლო ხომალდებიდან და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ტიპის რაკეტები, ჰუთების სარაკეტო […]
დე ლაურენტისი: მსაჯებმა ისევ სამარცხვინოდ გამოიჩინეს თავი

იტალიის სუპერთასის ფინალში “ნაპოლი”, რომელიც მე-60 წუთზე ჯოვანი სიმეონეს გაძევების გამო რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, “ინტერთან” 0:1 დამარცხდა. ამ შეხვედრაში ნეაპოლურ გუნდში ხვიჩა კვარაცხელიამ 70-ე წუთამდე ითამაშა. ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე გუნდის მწვრთნელი ვალტერ მაცარი არ მივიდა, კომენტარი კი კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გააკეთა. “სატრანსფერო ფანჯარაში დიდი ცვლილებები მიმდინარეობს, ჩვენ უკვე სამი ფეხბურთელი დავიმატეთ, კიდევ ორთან […]