თბილისის სხვადასხვა დასახლებაში, გზებზე ტექნიკური მარილი დაიყარა

დედაქალაქის რამდენიმე დასახლებაში მოსული ნალექის გამო, გზებზე ტექნიკური მარილი დაიყარა. თბილისის მერიის ცნობით, საგზაო მოძრაობის მხრივ მნიშვნელოვანი შეფერხება არ ყოფილა. ტექნიკური მარილი დაიყარა კოჯორში, შინდისში, წავკისში, როგორც ცენტრალურ, ისე შიდა ქუჩებზე, ასევე, ტაბახმელაში, კიკეთში, პანტიანის გზაზე, წყნეთი-ბეთანიის ცენტრალურ გზაზე, სოფელ დიდგორში და სოფელ თელოვანაში. შპს „თბილსერვის ჯგუფი“, საჭიროების მიხედვით, ტექნიკური მარილის დაყრას სხვა დასახლებებშიც უზრუნველყოფს. […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ავეჯის სახლი „კომფორტერი“ შოურუმს აფართოებს

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ავეჯის სახლი „კომფორტერი“ არსებულ შოურუმს აფართოებს. პროექტის ჯამური ინვესტიცია 2,7 მილიონი ევროა, რაც სრულად, საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსდა. „კომფორტერში მომხმარებელს საშუალება აქვს სრულად მოაწყოს საკუთარი სახლის ინტერიერი. ჩვენთან წარმოდგენილია 15 000-მდე პროდუქცია, რითაც მომხმარებლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, ერთ სივრცეში შეიძინონ როგორც რბილი, ასევე საოფისე და ეზოს […]
საკრებულოს ოპოზიციის ნაწილი ანტიკორუფციული კომისიის შექმნას ითხოვს, უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ საკრებულოში უკვე არსებობს კომისია, რომლის მთავარი ფუნქციაც დარღვევების შესწავლა და მათზე რეაგირებაა

საკრებულოს ოპოზიციის ნაწილი ანტიკორუფციული კომისიის შექმნას ითხოვს და ამის მიზეზად კორუფციულ რისკებს ასახელებს. თბილისის საკრებულოს ფრაქციის ”თბილისი საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ, რისკებისგან დასაცავად, ყველაზე ეფექტიანი გზა თბილისის საკრებულოში ანტიკორუფციული კომისიის შექმნაა. “წერეთლის გამზირის საქმემ კიდევ ერთხელ აჩვენა და ყველასთვის თვალსაჩინო გახადა, რომ კორუფცია მთავარ გამოწვევად რჩება. რისკებისგან დასაცავად, ყველაზე ეფექტიანი გზა თბილისის […]
საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინაშე, 2008 წელს, “ნაციონალურმა მოძრაობამ” უპატიებელი შეცდომები და უამრავი დანაშაული ჩაიდინა – ალუდა ღუდუშაური

“ხალხის ძალის” განცხადების შემდეგ, კომენტარს აკეთებს მმართველი გუნდის ერთ-ერთი წევრი – პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინაშე, 2008 წელს, “ნაციონალურმა მოძრაობამ” უპატიებელი შეცდომები და უამრავი დანაშაული ჩაიდინა. “უდიდესი ძალისხმევის შედეგად, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი შეძლო ჩვენმა ხელისუფლებამ და თითოეულმა იმ ადამიანმა, ვინც […]
“ლელო” “ნაციონალურ მოძრაობასთან” არის წილნაყარი – ეს ერთი ფესვის სხვა განშტოებაა – ალუდა ღუდუშაური

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, “ლელო” “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი შტოა. ღუდუშაურის თქმით, “ლელოში” გამბედაობა უნდა მოიკრიბონ და აღიარონ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” იდეოლოგიის გამტარებლები არიან. “ლელო” რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან” არის წილნაყარი და ეს ერთი ფესვის სხვა განშტოებაა, ამაზე საუბარი, უბრალოდ, წარმოუდგენელია. ვისურვებდი, რომ მათ სიმართლე უთხრან ხალხს. […]
“მთავარი პრობლემა დაკავშირებულია სიებთან” – ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა საარჩევნო უბნებზე არსებულ ზოგიერთ პრობლემას მოაგვარებს

პარტია “გირჩი-მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე, ელექტრონულ სარჩევნო სისტემაზე გადასვლას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა საარჩევნო უბნებზე არსებულ გარკვეულ პრობლემას მოაგვარებს. ჯაფარიძის განცხადებით, მთავარ პრობლემას სიები წარმოქმნის, ხოლო ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი საშუალება ცესკოს მხრიდან საზღვარგარეთ მყოფი ადამიანების აღრიცხვაა. “ნებისმიერ შემთხვევაში, ელექტრონულ ხმებზე გადასვლა და ამ სისტემის შემოღება კარგია, რადგან, რა […]
უამინდობა საქართველოში – დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე პრობლემებია

უამინდობა საქართველოში – ქვეყნის მასშტაბით ამინდი უარესდება – აღმოსავლეთ საქართველოში თოვს, ზოგან ძლიერი ნისლია. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე პრობლემებია. მუნიციპალური ტრანსპორტი დილიდან არ მუშაობს თელავში. თელავი-გომბორი-ვაზიანის საავტომობილო გზაზე კი ნაწილობრივი შეზღუდვებია დაწესებული. ამ მიმართულებით გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისთვის. შეზღუდულია ელექტროენერგიის მიწოდებაც. […]
ტერ შტეგენმა მოედანზე დაბრუნების თარიღი დაასახელა

“ბარსელონას” მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მოედანზე დაბრუნების თარიღი დაასახელა. როგორც იცით, გერმანელი კიპერი ზურგის ტრავმის გამო ნოემბრის დასაწყისიდან უქმობს. “თავს კარგად ვგრძნობ. ვფიქრობ, 2 კვირაში მზად უნდა ვიყო და თამაში შემეძლება”, – უთხრა Sport-ს გამოცდილმა კარის დარაჯმა. თუ ყველაფერი მართლაც ასე მოხდა, ტერ შტეგენს 11 თებერვალს ლა ლიგაში “გრანადას” წინააღმდეგ თამაში შეეძლება.
2023 წელს ალდაგმა მომხმარებლებს 70 მილიონი ლარი აუნაზღაურა

სადაზღვევო კომპანია “ალდაგი” 2023 წელს აჯამებს. გასული წლის მონაცემებით, ალდაგმა მომხმარებლებს 70 მლნ ლარი აუნაზღაურა და 25 ათასამდე ზარალი დაარეგულირა. ანაზღაურება როგორც MSME, ისე კორპორაციულ და საცალო შემთხვევებს მოიცავს. განსაკუთრებით დიდი თანხა, 14 მილიონი ლარი ანაზღაურდა მხოლოდ აგროდაზღვევის სეგმენტში.
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ავეჯის სახლი „კომფორტერი“ შოურუმს აფართოებს

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად განარგძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ავეჯის სახლი „კომფორტერი“ არსებულ შოურუმს აფართოებს.