ადგილწარმოშობის დასახელება „ზეგაანი“ „საქპატენტში“ არის რეგისტრირებული

ადგილწარმოშობის დასახელება „ზეგაანი“ „საქპატენტში“ 2022 წლის 30 აგვისტოს არის რეგისტრირებული. „საქპატენტმა“ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო. ინფორმაციას ადგილწარმოშობის დასახელება „ზეგაანის“ შესახებ „საქპატენტი“ ავრცელებს. ზეგაანის ღვინის განვითარება პირდაპირპროპორციულადაა მიბმული წინანდლის ღვინის ისტორიაზე. ეს ორი სოფელი ერთმანეთისგან მხოლოდ 20 კილომეტრითაა დაშორებული. შესაბამისად, მე-19 საუკუნის ბოლოს, წინანდალში დაწყებული პროცესები – ღვინის ქარხნის აშენება, […]

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ავეჯის სახლი „კომფორტერი“ შოურუმს აფართოებს

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად განარგძობს. ბანკის მხარდაჭერით ავეჯის სახლი „კომფორტერი“ შოურუმს აფართოებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის ჯამური ინვესტიცია 2,7 მილიონი ევროა, რაც სრულად, „საქართველოს ბანკის“ მიერ დაფინანსდა. როგორც კომფორტერის მარკეტინგის მენეჯერმა მარიამ დვალიშვილმა განაცხადა, „კომფორტერში“ მომხმარებელს საშუალება აქვს სრულად მოაწყოს საკუთარი სახლის ინტერიერი. „ჩვენთან წარმოდგენილია 15 000 – მდე […]

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ჰელსინკის გამოფენაზე გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ფინეთში, ჰელსინკის MATKA 2024 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციის ცნობით, ნორდიკულ ქვეყნებს შორის უდიდეს ტურისტულ გამოფენაში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად თბილისის მერია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სამცხე-ჯავახეთისა და სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები და ტურისტული კომპანიები მონაწილეობდნენ. საორგანიზაციო საკითხებში ჩართული იყო ფინეთში საქართველოს საელჩო. „MATKA 2024-ზე, […]

გიორგი ბოტკოველი – ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“ იქნება საზიანო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივნის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“ იქნება საზიანო“. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის პოლიტიკაში იყო და ყოველთვის აკონტროლებდა ხელისუფლებას. „ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება არაფერს ცვლის. ეს მხოლოდ და მხოლოდ რუსული ოცნებისთვის იქნება საზიანო. იმ ხელისუფლებისთვის, რომელსაც აქამდეც მართავდა ივანიშვილი. […]

პაატა მანჯგალაძე „ხალხის ძალაზე“ – ხალხს სჭირდება ცვლილებები, რეფორმები და ესენი გაბოროტებული დედაბერივით წყევლიან ყოველდღე საქართველოს – უნდათ, საზოგადოებაში დაძაბულობა შემოიტანონ

ხალხს სჭირდება ცვლილებები, რეფორმები და ესენი გაბოროტებული დედაბერივით წყევლიან ყოველდღე საქართველოს, – ასე გამოეხმაურა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე, „ხალხის ძალის” მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას. მანჯგალაძის განმარტებით, „ხალხის ძალას” უნდა, რომ საზოგადოებაში დაძაბულობა შემოიტანონ, რაშიც არ აჰყვებიან. „არც მინდა ამ სისულელეზე კომენტარის გაკეთება. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ის ენა არ გამოვიყენო, რომელიც დაძაბულობას გაზრდის. კიდევ ერთხელ […]

2023 წელს ალდაგმა მომხმარებლებს 70 მილიონი ლარი აუნაზღაურა

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ 2023 წელს აჯამებს. როგორც „ალდაგში“ განმარტავენ, გასული წლის მონაცემებით, „ალდაგმა“ მომხმარებლებს 70 მლნ ლარი აუნაზღაურა და 25 ათასამდე ზარალი დაარეგულირა. ანაზღაურება როგორც MSME, ისე კორპორატიულ და საცალო შემთხვევებს მოიცავს. განსაკუთრებით დიდი თანხა, 14 მილიონი ლარი ანაზღაურდა მხოლოდ აგროდაზღვევის სეგმენტში. „ალდაგი“ აქტიურად ვითარდება არასიცოცხლის დაზღვევის ყველა სეგმენტში, ნერგავს ინოვაციებს და წლიდან წლამდე აფართოებს […]

ზუგდიდში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა გელა შედანიამ ანა წითლიძეს უჩივლა

ზუგდიდში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტმა გელა შედანიამ პარლამენტის დეპუტატს ანა წითლიძეს უჩივლა. მან სარჩელი ზუგდიდის პოლიციაში შეიტანა. შედანიას განცხადებით, წითლიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც მას ცილს სწამებს. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს. „ყველამ კარგად წავიკითხეთ, თუ რა შეურაცხმყოფელი პოსტები დამიწერა ქალბატონმა წითლიძემ, რომელმაც ცილი დამწამა, თითქოს მე რაღაცების ქურდი ვარ. მივმართავ […]

სახელმწიფოს მიერ ნაჩუქარი მიწის ნაკვეთი, 140 000 დოლარად შეძენილი ფართი, ბინა ვაკეში | რა ქონებას ფლობს მოსამართლე ევა გოცირიძე

სახელმწიფოს მიერ ნაჩუქარი მიწის ნაკვეთი, 140 000 აშშ დოლარად შეძენილი კომერციული ფართი, ბინა ჭავჭავაძეზე – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ევა გოცირიძის საკუთრებაში არსებული ქონების არასრული ჩამონათვალია. მან დეკლარაცია 16 იანვარს განაახლა. დოკუმენტის მიხედვით, მის საკუთრებაშია: · 2016 წელს, 8 000 ლარად შეძენილი ბინა, რომელიც თბილისში, ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარეობს. · 2014 წელს თბილისში, სანზონაში 71,86 […]

“თბილისში სამ ოჯახს უსახლკაროდ დარჩენა ემუქრება” |SJC -ის ინფორმაციით, ხვალ და ზეგ კიდევ ორი ოჯახის გამოსახლება იგეგმება

მიმდინარე კვირას, თბილისში, ერთდროულად სამ ოჯახს უსახლკაროდ დარჩენა ემუქრება. 23, 24 და 26 იანვარს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ხატიაშვილების, კაკიაშვილებისა და ბალახაძეების ოჯახების გამოსახლება იგეგმება – ინფორმაციას ამის შესახებ “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ავრცელებს. “ხატიაშვილების ოჯახის (კეკელიძის ქ. 1) გამოსახლება 2019 წლიდან დღემდე, უკვე მეხუთედ ჩაინიშნა; კაკიაშვილების ოჯახს (ც. დადიანის ქ. 259) – დედასა და ორ […]

„ჩვენი ქვეყნის პრობლემა ცხოველის სახლში ყოლა კი არა, მიუსაფარი ცხოველებია“ – მაია ბუწაშვილი

ჩვენი ქვეყნის პრობლემა ცხოველის სახლში ყოლა კი არა, ის მიუსაფარი ცხოველებია, რომლებიც მრავლად არიან ქუჩებში და ისინი აქ სწორედ ადამიანების უპასუხისმგებლობის გამო მოხვდნენ, ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი წერს. მისი თქმით, ძაღლის ან კატის ყოლა ამცირებს სოციალური იზოლაციის განცდას, დეპრესიის რისკს და უკეთეს მენტალურ ჯანმრთელობასთანაა დაკავშირებული და მშობლებს ურჩევს, რომ შვილებს უარი არ უთხრან შინაური […]