პრეზიდენტი: ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში, კეკელიძის ქუჩის პირველ ნომერში ოჯახის გამოსახლების პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია: „ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია! ადამიანის უფლებები თუ ევროპული ღირებულებები სხვა კი არაფერია“ — დაწერა სალომე ზურაბიშვილმა პირად ფეისბუკ გვერდზე. გამოსახლების პროცედურა თბილისში კეკელიძის ქუჩის 1 ნომერში აღსრულების პოლიციამ დღეს, […]
კეკელიძეზე მოქალაქეებსა და აღსრულების პოლიციას შორის დაპირისპირებაა – დაკავებულია 4 პირი

კეკელიძის ქუჩაზე აღსრულების ბიუროს მიერ ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლება იყო დაგეგმილი. ბინის დაკარგვის მიზეზი გადაუხდელი სესხი გახდა. მოქალაქეები გამოსახლების შესაჩერებლად შეიკრიბნენ და აღსრულების პოლიციის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ. კეკელიძის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია. ამ დროისთვის დაკავებულია 4 ადამიანი.
სალომე ზურაბიშვილი: “ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია!”

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, მიმდინარე გამოსახლების პროცესთან დაკავშირებით ფეისბუკში პოსტს აქვეყნებს. პრეზიდენტი სოციალური ქსელის პირად გვერდზე ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებებზე. “ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია! ადამიანის უფლებები თუ ევროპული ღირებულებები სხვა კი არაფერია!” – წერს პრეზიდენტი. აღსრულების პოლიცია თბილისის ცენტრში, კეკელიძის N1-ში, დილით, 11:00 საათისთვის გამოჩნდა. მათთან ერთად კეკელიძის ქუჩაზე […]
რუსი ოკუპანტები დნეპროპეტროვსკის ოლქს დაესხნენ თავს | არის მსხვერპლი

დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. როგორც ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი ლისაკი ამბობს, დაშავდა მინიმუმ ერთი მოქალაქე. “პავლოგრადში ამ წუთებში ერთი ადამიანი დაიღუპა. ექიმები ამ დროისთვის ყველა საჭირო დახმარებას უწევენ კიდევ ერთ კაცს. ის ცოცხალია”, – ამბობს ლისაკი.
კეკელიძეზე ოჯახს ასახლებენ | აღსრულების ბიუროს თანამშრომლებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირებაა

ხმაური და დაპირისპირებაა თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, სადაც აღსრულების ეროვნული ბიურო ხატიაშვილების ოჯახს ასახლებს. კორპუსის შესასვლელი რკინის კარი პოლიციამ სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით გახსნა. აღსრულების პოლიციის კორდონი კართან დამცავი ფარებით დგას. დაპირისპირებაა ოჯახის მხარდასაჭერად მისულ მოქალაქეებს, აქტივისტებსა და ბიუროს წარმომადგენლებს შორის. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.
კეკელიძის ქუჩაზე ირაკლი კაკაბაძე და კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლება მიმდინარეობს ირაკლი კაკაბაძე და გიორგი ღვინჯილია დააკავეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულია ანა დოლიძის პარტიის წევრიც. დაკავებულების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. კეკელიძეზე ხმაური და დაპირისპირებაა. იხილეთ ასევე: · ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია! | ზურაბიშვილი
ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია! | ზურაბიშვილი

“ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია! ადამიანის უფლებები თუ ევროპული ღირებულებები სხვა კი არაფერია!”
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ჰელსინკის გამოფენაზე გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაცია, ფინეთში, ჰელსინკის MATKA 2024 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ნორდიკულ ქვეყნებს შორის უდიდეს ტურისტულ გამოფენაში, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, თბილისის მერია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სამცხე-ჯავახეთისა და სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები და ტურისტული კომპანიები მონაწილეობდნენ. საორგანიზაციო საკითხებში ჩართული იყო ფინეთში საქართველოს საელჩო. MATKA 2024-ზე, საქართველოს სტენდთან, გამოფენის სტუმრები საქართველოს […]
რა თქმა უნდა, როზნერთან თანამშრომლობას “ლელოს” “ნაციონალური მოძრაობა” ურჩევდა – გიორგი ცაგარეიშვილი

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ცაგარეიშვილის შეფასებით, ჯერემი როზნერთან თანამშრომლობას “ლელოს” ნაციონალური მოძრაობა” ურჩევდა, რადგან მათ “საკუთარი გონება და გამბედაობა არ აქვთ”. ცაგარეიშვილის განცხადებით, “ლელო” ისევ “ნაციონალური მოძრაობის” გაკვალულ გზაზე აპირებს სიარულს. “რა თქმა უნდა, “ნაციონალური მოძრაობის” რჩევით დაიწყებდნენ თანამშრომლობას, რადგან თავისი ჭკუა, გონება და გამბედაობა ამ ადამიანებს, როგორც ჩანს, არ აქვთ. ისევ […]
ჯერემი როზნერი ერთ-ერთია იმ წამყვანი კონსულტანტებიდან, ვისთანაც ვთანამშრომლობთ – გრიგოლ გეგელია

“ნაციონალური მოძრაობის” ლობისტი “ლელოს” პიარ-კონსულტანტი ხდება. “ლელოში” ადასტურებენ, რომ ჯერემი როზნერთან და მის ლობისტურ კომპანიასთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ. ”ლელო საქართველოსთვის” საერთაშორისო მდივნის გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ისინი ჯერემი როზნერთან ნამდვილად თანამშრომლობენ და, ამ მეთოდით, ისინი გამარჯვებისკენ მიმავალ გზას ადგებიან. “ჩვენ ნამდვილად ვთანამშრომლობთ ჯერემი როზნერთან, ის ერთ-ერთია იმ წამყვანი კონსულტანტებიდან ვისთანაც ვთანამშრომლობთ. შედეგად, ჩვენ ძალიან საინტერესო ზრდასა […]