უკრაინის საელჩო – მოძმე ქართველებთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის უკრაინელებმაც იბრძოლეს – მემორიალზე ამოტვიფრულია უკრაინელების სახელებიც – გმირები არ კვდებიან, სანამ მათი ხსოვნა ცოცხალია! უკრაინას ახსოვს!

მოძმე ქართველ ხალხთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის უკრაინელებმაც იბრძოლეს. მემორიალის მარმარილოს ფილებზე ამოტვიფრულია იმ უკრაინელების სახელები, რომლებიც სამუდამოდ დარჩნენ ქართულ მიწაზე და ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე შესწირეს მის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ უკრაინის საელჩოს მიერ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. საელჩოს ცნობით, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა და უკრაინის […]

„თბილისი ენერჯი“ Microsoft 365-ის გამოყენებით მუშაობის ეფექტურობასა და მონაცემთა უსაფრთხოებას ზრდის

„თბილისი ენერჯი“ Microsoft 365-ის გამოყენებით მუშაობის ეფექტურობასა და მონაცემთა უსაფრთხოებას ზრდის. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. მათი ცნობით, დღევანდელი სამუშაო გარემო კომპანიებისთვის სწრაფ და ეფექტურ კომუნიკაციას მოითხოვს, რაც „თბილისი ენერჯის“ საქმიანობის წარმატების ერთ-ერთი გასაღებია. „დღევანდელი სამუშაო გარემო კომპანიებისთვის სწრაფ და ეფექტურ კომუნიკაციას მოითხოვს, რაც „თბილისი ენერჯის“ საქმიანობის წარმატების ერთ-ერთი გასაღებია. სწორედ ამიტომ, კომპანიის თანამშრომლებმა […]

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო – ლიბანში, მიმდინარე კვირაში, 700-მდე ადამიანი დაიღუპა

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, მიმდინარე კვირაში ლიბანში 700-მდე ადამიანი დაიღუპა. ამასთან, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, ოქტომბრის შემდეგ ლიბანში იძულებით 200 000-ზე მეტი ადამიანი გადაადგილდა. შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა და სხვა მოკავშირეებმა ისრაელი-ჰეზბოლას კონფლიქტის მხარეებს ცეცხლის 21-დღიანი შეწყვეტისა და ყოვლისმომცველი ომის თავიდან აცილებისკენ მოუწოდეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი ჰეზბოლას […]

ლილე ლიპარტელიანი – იმედს ვიტოვებ, რომ 26 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილი, თავისი ელიტით წავა ხელისუფლებიდან და თბილისის განადგურების გეგმა შეუსრულებელი დარჩება

იმედს ვიტოვებ, რომ 26 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილი, თავისი ელიტით წავა ხელისუფლებიდან და თბილისის განადგურების გეგმა შეუსრულებელი დარჩება, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში ფრაქცია ენმ-ის წევრმა ლილე ლიპარტელიანმა, იპოდრომის განაშენიანებასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესის გადადებასთან დაკავშირებით განაცხადა. ლილე ლიპარტელიანი, რომელიც იპოდრომის განაშენიანების პროექტთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილი საჩივრის ერთ-ერთი მოსარჩელეა, აცხადებს, რომ იპოდრომის პროექტი არა განაშენიანების, […]

მარიამ ქვრივიშვილი – მშვიდობამ და სტაბილურობამ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარების, ზრდის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა მისცა

მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა თემატური პანელი სახელწოდებით – „ხიდების აგება ტურიზმის მეშვეობით“. დისკუსიაში მონაწილეობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა მიიღო, მან მშვიდობის ჩამოყალიბების პროცესში ტურიზმის როლთან დაკავშირებით შეკითხვაზე გასცა პასუხი. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ ძალიან კარგად იცის […]

შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, ჟიული შარტავა ხსოვნას პატივი მიაგო. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ეროვნული გმირის საფლავზე ასევე იმყოფებოდნენ: პარლამენტის წევრები, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და უმაღლესი […]

„ქართული ღვინის ფესტივალზე“ სომელიეები საუკეთესო ღვინოებს გამოავლენენ

12 სექტემბერს თბილისში სიონის ქუჩა „ქართული ღვინის ფესტივალს“ განსაკუთრებული აქტივობებით უმასპინძლებს. მათ შორის იქნება ღვინის დეგუსტაცია 4 გამორჩეული სომელიეს მიერ და ფესტივალზე წარმოდგენილ ღვინოებს შორის საუკეთესოების გამოვლენა. სომელიეები წარმოდგენილ ღვინოებს დააგემოვნებენ, მათ შესახებ იმსჯელებენ და შეაფასებენ. 17:00 საათზე კი მთავარ სცენაზე გამოვლენ და გამოავლენენ რამდენიმე საუკეთესო ღვინოსა და მწარმოებელს, რომელთაც სპეციალური სერტიფიკატებს გადაეცემათ. ღონისძიებაზე მისულ […]

“თუ ისინი დარჩნენ, ომს შემოიტანენ და სიკვდილს!” – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე აფხაზეთის დაბრუნების გეგმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გეგმა არის აღმშენებლობასა და ევროკავშირში სწრაფ ინტეგრაციაში და არ არის უთავმოყვარეოდ ბოდიშების მოხდაში. სააკაშვილის განცხადებით, ასეთი სამარცხვინო ხელისუფლება საქართველოს არასდროს ჰყოლია. საქართველოს ხელისუფლებას ყველაზე მზაკვრული გეგმები აქვს, მაგრამ მათ გეგმებს აღსრულება არ უწერია, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს აფხაზეთის დაბრუნების […]

Responsible Statecraft – „შეიძლება თუ არა აშშ-ს დადანაშაულება საქართველოს არჩევნებში „ჩარევაში“?

ნებისმიერ შემთხვევაში, საკანონმდებლო ნაკლი ძნელად ამართლებს დახმარების შეწყვეტას და ვიზების შეზღუდვას და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ დისკუსიების შეჩერებას, როგორც ეს გააკეთეს აშშ-მა და ევროკავშირმა. იგივე კრიტიკა შეიძლება ვაშინგტონში, ბრიუსელში და ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის დედაქალაქებში უამრავი კანონის მიმართ, – ამის შესახებ Cato-ს ინსტიტუტის უფროსი თანამშრომელი და პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ყოფილი სპეციალური თანაშემწე დუგ ბენდოუ Responsible Statecraft-ში […]

გამაღიზიანებელი ბანერები საერთაშორისო ტურიზმს ხელს არ უწყობს – შოთა ბურჯანაძე

“რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი, შოთა ბურჯანაძე გამაღიზიანებელი ბანერი თუ პოლიტიკოსის განცხადება ქვეყანაში საერთაშორისო ტურიზმის განვითარებას ხელს არ უწყობს. ამის შესახებ სტუმარმასპინძლობის დარგის წარმომადგენელმა “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო ბანერების შეფასებისას, მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში დღეს ბევრი უცხოელი ტურისტი, მათ შორის მაღალი რანგის სტუმრები იმყოფებიან, რაც ქვეყნისთვის ახალი ეტაპია. “ძალიან ბევრი სტუმარია ქვეყანაში, რაც, […]