„თბილისი ენერჯი“ Microsoft 365-ის გამოყენებით მუშაობის ეფექტურობასა და მონაცემთა უსაფრთხოებას ზრდის

„თბილისი ენერჯი“ Microsoft 365-ის გამოყენებით მუშაობის ეფექტურობასა და მონაცემთა უსაფრთხოებას ზრდის.
ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
მათი ცნობით, დღევანდელი სამუშაო გარემო კომპანიებისთვის სწრაფ და ეფექტურ კომუნიკაციას მოითხოვს, რაც „თბილისი ენერჯის“ საქმიანობის წარმატების ერთ-ერთი გასაღებია.
„დღევანდელი სამუშაო გარემო კომპანიებისთვის სწრაფ და ეფექტურ კომუნიკაციას მოითხოვს, რაც „თბილისი ენერჯის“ საქმიანობის წარმატების ერთ-ერთი გასაღებია. სწორედ ამიტომ, კომპანიის თანამშრომლებმა Microsoft 365 პროდუქტების – Teams, Outlook და OneDrive-ის ტრენინგი გაიარეს. Teams-ის გამოყენება საშუალებას მოგვცემს მარტივად გავმართოთ ჯგუფური შეხვედრები და ვიმუშაოთ ერთად.
Outlook კი დაგვეხმარება ორგანიზებულად ვმართოთ დრო და კომუნიკაცია.
OneDrive უზრუნველყოფს მონაცემების უსაფრთხო შენახვას და მართვას, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი კომპანიისთვის.
აღნიშნული პროდუქტები აუცილებელია კომპანიაში სამუშაო კულტურის უფრო მაღალ საფეხურზე გადასასვლელად, ასევე ინფორმაციული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით.
„თბილისი ენერჯის“ მიზანია, სამუშაო პროცესი უფრო უსაფრთხო და დაცული გავხადოთ, რაც მოგვცემს უკეთესი შედეგების მიღწევის საშუალებას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა