გვსურს საზოგადოებისთვის თვალსაჩინო გავხადოთ, თუ რომელი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები არიან უშუალოდ დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან და რომელი – ვითომ ნეიტრალურის სტატუსის მქონე

გვსურს საზოგადოებისთვის თვალსაჩინო გავხადოთ, თუ რომელი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები არიან უშუალოდ დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან და რომელი – ვითომ ნეიტრალურის სტატუსის მქონე გვსურს საზოგადოებისთვის თვალსაჩინო გავხადოთ, თუ რომელი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები არიან უშუალოდ დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან და რომელი – ვითომ ნეიტრალურის სტატუსის მქონე, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე. […]

გივი მიქანაძე – ცესკოში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით დარეგისტრირებული 49 ადგილობრივი ორგანიზაციიდან 26 წარმოადგენს მხარეს და არის მიკერძოებული – მათი ნაწილი პირდაპირ არის დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან

ცესკოში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით დარეგისტრირებული 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 26 წარმოადგენს მხარეს და არის მიკერძოებული – მათი ნაწილი პირდაპირ არის დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან, ნაწილი კი ოპოზიციის სასარგებლო საქმიანობას ეწევა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, იდენტიფიცირებულია რამდენიმე მიკერძოებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია: „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი“; „საქართველოს მომავლის აკადემია“; „საარჩევნო […]

ზურაბ პოლოლიკაშვილი – ჩვენ ერთად შეგვიძლიათ შევქმნათ ისეთი ტურისტული სექტორი, რომელიც არამხოლოდ რეაგირებს კონფლიქტებზე, არამედ ხელს უშლის და აგვარებს მათ

მშვიდობის გარეშე ტურიზმი არ არსებობს და ამავდროულად, ტურიზმს შეუძლია მშვიდობის დამყარება. მშვიდობაა, რაც ასე გვჭირდება, თან ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, – ამის შესახებ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა, მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. როგორც გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური […]

რუსეთში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, საქალაქო დუმის დეპუტატი და ბიზნესმენი დაიღუპა

ვერტმფრენის ბორტზე, რომელიც არხანგელსკის ოლქში ჩამოვარდა, ქალაქის დუმის დეპუტატი სერგეი სმეტანინი და ბიზნესმენი ალექსეი სემენოვი იმყოფებოდნენ, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. არხანგელსკის ოლქში R44 ტიპის ვერტმფრენის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ გუშინ მიიღო. ბორტზე ორი ადამიანი იმყოფებოდა. ჩამოვარდნილი ვერტმფრენი დღეს დილით აღმოაჩინეს. ბორტზე მყოფი ორივე ადამიანი დაიღუპა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს – ილიაუნი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ 26 სექტემბერს მიიღო. ილიაუნის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს. უნივერსიტეტი საბჭოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას სააპელაციო კომისიაში აპირებს. „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა ქართველი და უცხოელი ექსპერტების შემადგენლობით […]

ჩვენთვის შთაგონების წყაროდ იქცა საქართველოს პროგრესი ტურიზმის სფეროში – უზბეკეთის ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატური ცვლილებების მინისტრი

ტურიზმის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა უზბეკეთის ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატური ცვლილებების მინისტრი აზიზ აბდუჰაკიმოვი. მან გულთბილი მიღებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ზურაბ პოლოლიკაშვილს. „ჩვენ შევიკრიბეთ, რომ აღვნიშნოთ მსოფლიო ტურიზმის დღე და ვაღიაროთ, რამდენად ლამაზია ჩვენი დედამიწა. თუმცა, ამავდროულად, უნდა გავაცნობიეროთ, რომ მნიშვნელოვანია […]

„ერთად შეგვიძლია შევქმნათ ისეთი ტურისტული სექტორი, რომელიც არამხოლოდ რეაგირებს კონფლიქტებზე, არამედ ხელს უშლის და აგვარებს მათ“ – ზურაბ პოლოლიკაშვილი

„მშვიდობის გარეშე ტურიზმი არ არსებობს და ამავდროულად, ტურიზმს შეუძლია მშვიდობის დამყარება. მშვიდობაა, რაც ასე გვჭირდება, თან ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე“,- ამის შესახებ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ტურიზმი არ არის მხოლოდ ეკონომიკური ზრდა, ეს მშვიდობის […]

გურჯაანის ღვინის ფესტივალი წელს 424 მონაწილეს გააერთიანებს ღვინობისთვის მთავარი მოვლენა 12 ოქტომბერს გაიმართება

ყველაზე ხალხმრავალი ფესტივალის 8 წლიანიისტორია გრძელდება. წელს გურჯაანის ღვინის ფესტივალი 424 მონაწილესა და 30 000 -ზე მეტ სტუმარს გააერთიანებს. კახეთის მთავარი მოვლენა 12 ოქტომბერს, ტრადიციულად მეღვინეობის ქალაქ გურჯაანში, ახტალას პარკში გაიმართება. სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა დასხვა სასმელებს სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვისშექმნილი კულინარიული სივრცე, მოწვეული შეფები დაადგილზე შექმნილი ავთენტური კერძები დაამშვენებს. შემოდგომის ფერებით აჭრელებულ […]

თიბისი ბიზნესის განათლების მორიგი სესია ბრენდის სტრატეგიას დაეთმობა

თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს. ბიზნეს განათლების ფარგლებში, 2, 4 და 7 ოქტომბერს 19:00 საათზე, ბრენდის სტრატეგი და კონსულტანტი, შოთა ჩინჩალაძე გაუძღვება კურსს ბრენდის სტრატეგია და მართვის პრინციპები. ბრენდის სტრატეგიისა და მართვის პრინციპების მასტერკლასის მიზანია ანტრეპრენერებს საკუთარი ბრენდების სწორად გააზრებასა და დიდი ნაბიჯების […]

იაგო ხვიჩია – პრეზიდენტს ამნისტიის შესახებ კანონზე ხელი მაშინვე უნდა მოეწერა, მაგრამ ის მაჭანკლობით იყო დაკავებული

პრეზიდენტს ამნისტიის შესახებ კანონზე ხელი მაშინვე უნდა მოეწერა, როგორც კი პარლამენტიდან გაიგზავნა, მაგრამ როგორც იცით, პრეზიდენტი მაჭანკლობით იყო დაკავებული, რაც ცუდად დასრულდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტი ამნისტიას არ ეთანხმება და კანონს ხელი ფაქტობრივად, ძალით მოაწერა. „პრეზიდენტთან კითხვა მაქვს, ამდენი ხანი რას აკეთებდა? როგორ შეიძლებოდა, “ლელო”-გახარიების შეხვედრების შუაში […]