სამცხე-ჯავახეთში ეტაპობრივად დასრულებული პროექტების შედეგად 55 500-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს უწყვეტი წყალმომარაგებით – ირაკლი ქარსელაძე

,,აქტიური ტემპით მიმდინარეობს წყალმომარაგების მასშტაბური პროექტები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. 300 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები ხორციელდება 24 დასახლებაში: ახალციხეში, ნინოწმინდაში, ბორჯომში, ბაკურიანში, ადიგენში, ვალეში და მათ შორის, მუნიციპალიტეტების სოფლებში“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერებისას განაცხადა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დაკვეთით 12 პროექტი მიმდინარეობს, რომელთა ჯამური […]
ოცნების მტკიცებით, არჩევნებზე დასაკვირვებლად რეგისტრირებული 49 NGO-დან 26 “მხარეა”

ქართულ ოცნებაში “საჯარო წყაროზე და მათ მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით” ამტკიცებენ, რომ არჩევნებზე დაკვირვების მიზნით დარეგისტრირებული 49 არასამთავრობო ორგანიზაციიდან – 19 “პირდაპირ არის კავშირში ოპოზიციურ პარტიებთან”, 7 კი “ვითომ ნეიტრალური სადამკვირვებლო ორგანიზაციაა”. ამაზე პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გივი მიქანაძემ ისაუბრა. ის ირწმუნება, რომ დარეგისტრირებული 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან “26 წარმოადგენს მხარეს და არის მიკერძოებული”. […]
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის – „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა

Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ ბიზნესლიგის ახალი სეზონის გახსნითი თამაშის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა. სეზონის გახსნითი თამაში პარასკევს, 20 სექტემბერს 19:30-ზე Courtyard by Marriott Tbilisi-ს ბოლრუმში გაიმართა. „რა? სად? როდის“ ბიზნეს ლიგის 2024/25 წლების სეზონი შედგება 10 თამაშისგან (ტურისგან), რომელიც ყოველ თვე, პარასკევს საღამოს სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტის” ბოლრუმში გამართება. 20 სექტემბრის თამაშს წარუძღვა გიორგი მოსიძე. […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიეცა – უნივერსიტეტი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. როგორც ილიაუნის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ავტორიზაციის ექსპერტთა უმაღლესი შეფასებების შეცვლა და უნივერსიტეტისთვის ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიცემა მათთვის მიუღებელია. „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა ქართველი და უცხოელი ექსპერტების შემადგენლობით შეაფასა 2024 წლის ივნისში. ექსპერტთა დასკვნით, ილიას უნივერსიტეტმა უკლებლივ ყველა სტანდარტის მიხედვით […]
მამუკა მდინარაძე – ისე არიან ერთმანეთში გადაზელილი „ნაცები“, მათი სხვა პარტიები, „ენჯეოები“, ადგილობრივი და საერთაშორისო „დამკვირვებლები“, თავს და ბოლოს ვერ გაარკვევ

ისე არიან ერთმანეთში გადაზელილი „ნაცები“, მათი სხვა პარტიები, „ენჯეოები“, ადგილობრივი და საერთაშორისო “დამკვირვებლები”, თავს და ბოლოს ვერ გაარკვევ, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე თანაგუნდელის გივი მიქანაძის განცხადებას, რომლის ინფორმაციით, ცესკოში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით დარეგისტრირებული 49 ადგილობრივი ორგანიზაციიდან 26 წარმოადგენს მხარეს და არის მიკერძოებული, მათი ნაწილი კი პირდაპირ არის დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან. “წაშლილი […]
ვარლამ ებანოიძე – როგორც ფინტექ-მეგობრული რეგულატორი, სებ-ი ხელს უწყობს ღრუბლოვან ტექნოლოგიებს, რისი მნიშვნელოვანი მაგალითიც ღია ბანკინგის პროექტია

ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვარლამ ებანოიძემ მონაწილეობა ახლად შექმნილი კომპანიის Data Center Solutions-ის პრეზენტაციაში მიიღო. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, DCS-ის სერვისები ხელს შეუწყობს ადგილობრივ კომპანიებს ციფრული ეკონომიკის წარმატებით ათვისებასა და განვითარებაში. როგორც ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ვარლამ ებანოიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, „ღრუბლოვან ტექნოლოგიებს“ […]
რონალდო ამ ადამიანს მასზე უკეთეს ფეხბურთელად თვლიდა, მაგრამ ის ჯერ ციხეში მოხვდა, შემდეგ კი პორნოფილმების მსახიობი გახდა… – ფაბიო პაიმის უცნაური ამბავი

რონალდო ამ ადამიანს მასზე უკეთეს ფეხბურთელად თვლიდა, მაგრამ ის ჯერ ციხეში მოხვდა, შემდეგ კი პორნოფილმების მსახიობი გახდა… – ფაბიო პაიმის უცნაური ამბავი პორტუგალიელი ფაბიო პაიმი 2003 წელს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლებოდა. ის “სპორტინგის” აკადემიაში კრიშტიანო რონალდოსთან ერთად იზრდებოდა და “ალ ნასრის” ამჟამინდელი შემტევი პაიმზე ამბობდა, რომ ის მასზე უკეთესი ფეხბურთელი იყო და საზოგადოება […]
გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი და მათი საფლავები ყვავილებით შეამკეს

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი და მათი საფლავები ყვავილებით შეამკეს გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა ქეთევან მოისწრაფეშვილმა და ზაზა შოშიტაიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი და მათი საფლავები ყვავილებით შეამკეს. სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშა დაეშვა […]
ისე არიან ერთმანეთში გადაზელილი ნაცები, მათი სხვა პარტიები, ენჯეოები, ადგილობრივი და საერთაშორისო “დამკვირვებლები”, თავს და ბოლოს ვერ გაარკვევ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე პარლამენტის წევრის, გივი მიქანაძის ბრიფინგს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, სადაც საუბარია იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან. “წაშლილი ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის” – არჩევნების დისკრედიტაციისთვის გამოგონილი, ეს სასაცილო წინადადება ალბათ გახსოვთ… უყურეთ გივი მიქანაძის ბრიფინგს და ნახავთ, რა არის სინამდვილეში წაშლილი ზღვარი! […]
სინგაპურის სასამართლოს ბოლო განაჩენი ივანიშვილის დავაზე, რომელიც საქართველოში არ გავრცელებულა

სინგაპურის სააპელაციო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილისა და აწ უკვე გაკოტრებული შვეიცარიული ბანკის, „კრედიტ სუისის“ დავაზე საქართველოს ექსპრემიერის სასარგებლოდ განაჩენი გამოიტანა. საქმე ეხება ივანიშვილის კუთვნილი ფულის ბანკირ პიერ ლესკადრონის მიერ მითვისებას. განაჩენი სასამართლომ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში გამოიტანა, თუმცა „ნეტგაზეთმა“ მას მხოლოდ ახლა მიაკვლია ივანიშვილის უცხოელი ადვოკატების ვებგვერდზე. აღსანიშნავია, რომ განაჩენის შესახებ არაფერი უთქვამთ ივანიშვილის […]