გიორგი გახარია – სად აქვს კახა კალაძეს იმის კომპეტენცია, რომ ტერიტორიული მთლიანობის თემებზე ისაუბროს? აქ სამარცხვინო არის ის, რომ ის მინისტრი, უწყება, რომელიც პასუხს უნდა სცემდეს, დამალულია, შეშინებულია

კახა კალაძის განცხადებას საგარეო პოლიტიკაზე კომპეტენტურად ვერ შევაფასებ. ადამიანი სულ სხვა სფეროდან არის და ამაში გასაკვირი არც არაფერია. სად აქვს კახა კალაძეს იმის კომპეტენცია, რომ მსგავს თემებზე ისაუბროს? აქ სამარცხვინო არის ის, რომ ის უწყება, სახელმწიფო ინსტიტუტი, მინისტრი, რომელიც პასუხს უნდა სცემდეს, დამალულია, შეშინებულია, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. […]

ბატონ როთს, კიდევ ერთხელ ვუმეორებ, ბარემ ბერლინშია სალომესთან ერთად, დათმოს თავისი ქვეყნის და მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, ჩამოვიდეს, ვინმე მოუძებნის ან გვარამია ან სააკაშვილი ადგილს სიაში და იყაროს კენჭი პირდაპირ

ბატონ როთს, კიდევ ერთხელ ვუმეორებ, ბარემ ბერლინშია სალომესთან ერთად, დათმოს თავისი ქვეყნის და მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, ჩამოვიდეს, ვინმე მოუძებნის ან გვარამია ან სააკაშვილი ადგილს სიაში და იყაროს კენჭი პირდაპირ სირცხვილია ბატონი როთის თითოეული გამოსვლა და თითოეული განცხადება ჩვენი ქვეყნის მიმართ, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ. ის, ბერლინში სალომე ზურაბიშვილის დიასპორასთან შეხვედრას […]

პრეზიდენტი უცხოეთში 60 უბნის გახსნაზე: საარჩევნო უფლების უარყოფა, სისხლის სამართლის საქმეა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უცხოეთში 60 საარჩევნო უბნის გახსნას ეხმაურება. “სირცხვილი არ ჰქვია ამას, კანონის უგულებელყოფა, ადამიანების საარჩევნო უფლების უარყოფა, სისხლის სამართლის საქმეა!”, – წერს პრეზიდენტი Facebook-ზე და ფოტოს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც მოლდოვამ უცხოეთში 228 საარჩევნო უბანი გახსნა, საქართველომ კი მხოლოდ 60. *** 26 სექტემბერს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის კომისია […]

გახარია ივანიშვილს მოუწოდებს, ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე ხალხის კითხვებს პასუხი გასცეს

პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია მოუწოდებს ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეების 3 კითხვაზე გასცეს საჯარო პასუხი. “ჩვენთვის გასაგებია, რომ ივანიშვილს დებატების ეშინია და გაურბის, თუმცა მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საკითხთან დაკავშირებით სცეს მაინც პატივი და განუმარტოს, თუ არ შეუძლია დებატებში, მაშინ მაგალითად 15 […]

ელენე ხოშტარია – „ქართული ოცნება“ ცდილობს „რუსული კანონი“ აამოქმედოს და სრულიად ხელოვნური ბარიერები შექმნას, რომ არჩევნებზე დაკვირვება არ მოხდეს

„ქართული ოცნება“ ცდილობს „რუსული კანონი“ აამოქმედოს და სრულიად ხელოვნური ბარიერები შექმნას, რომ არჩევნებზე დაკვირვება არ მოხდეს, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რითაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ „არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” 26 ოქტომბრის არჩევნებს თავად ორგანიზაციის სახელით ვეღარ დააკვირდება“. მისივე თქმით, კოალიცია ეკა გიგაურს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა […]

დეა მეტრეველი – ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ყაზბეგის რეგიონი მიტოვებულია – ყაზბეგი დიდი ცვლილებების მოლოდინშია და 26 ოქტომბერს ეს ცვლილებები ნამდვილად მოვა

სამწუხაროდ, დღეს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ყაზბეგის რეგიონი მიტოვებულია – ყაზბეგი დიდი ცვლილებების მოლოდინშია და 26 ოქტომბერს ეს ცვლილებები ნამდვილად მოვა, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეა მეტრეველმა ყაზბეგის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, სტეფანწმინდაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პარტიის ცნობით, პოლიტიკოსმა ადგილობრივ მოსახლეობას გააცნო კოალიციის პროგრამა – „ილიას გზა“ და სამოქმედო გეგმა, რომლის შესრულებას […]

“ტოიოტა კავკასიამ” ავჭალის საწყობის ტერიტორია მზის პანელებით აღჭურვა

სექტემბერი ნულოვანი ემისიის თვეა. ეს თარიღი 2008 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანია შეგვახსენოს ის ეკოლოგიური გამოწვევები, რომლებსაც ნახშირორჟანგის გამოყოფა იწვევს. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ავტომწარმოებელი – „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“, გარემოსდაცვითი მიმართულებით გამოკვეთილი ლიდერია. “ტოიოტამ” ურთულესი გამოწვევები დაისახა მიზნად, რომელთა შესრულებას 2050 წლამდე გეგმავს. “ტოიოტა” დაუღალავად მუშაობს 21-ე საუკუნის ინოვაციური, მძლავრი და ეკონომიური სამოდელო ხაზის შექმნაზე, რომელსაც […]

თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „არტისტერიუმი 17” გაიხსნა

მზიურის პარკში მდებარე თანამედროვე ხელოვნების სივრცე „კუბი კონტექსტში“ ფესტივალი „არტისტერიუმი 17“ გაიხსნა. არტისტერიუმის თემა წელს სახელოვნებო განათლებაა, რომელიც კუბში პროექტის – „განათლების ხელოვნება: მულტიმედიური ვორქშოფები“, სახით ხორციელდება. განსხვავებული ასაკისა და ჯგუფების მონაწილეები სახელოვნებო განათლების თემაზე მულტიმედიური მეთოდებით, არაფორმალურ გარემოში იმუშავებენ. დაგეგმილი ვორქშოფების მიმართულებებია: სახვითი ხელოვნება, პერფორმანსი, ვიდეო, ხმა, ინსტალაცია, ტექსტი, მდგრადი ხელოვნების პრაქტიკა. შექმნილი ნამუშევრების […]

სექტემბერში გერმანიაში უმუშევართა რიცხვი მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა

სექტემბერში გერმანიაში უმუშევრობის დონემ 6% შეადგინა, იტყობინება გერმანიის დასაქმების ფედერალური სააგენტო. უმუშევრობა ამ დონეზე რჩება ანუ ყველაზე მაღალი 2021 წლის მაისის შემდეგ – ზედიზედ მეოთხე თვე. ამ თვეში გერმანიაში უმუშევართა რაოდენობა 17 ათასით გაიზარდა. ანალიტიკოსებმა ამ მაჩვენებლის საშუალოდ 13,5 ათასით ზრდას იწინასწარმეტყველეს, იტყობინება Bloomberg. Trading Economics-ის რესპონდენტები 12 ათასით ზრდას და უმუშევრობას იმავე დონეზე ვარაუდობდნენ. […]

ირანის საგარეო უწყება – ისრაელი დაუსჯელი არ დარჩება – ჩვენ ცარიელ დაპირებებს არ გავცემთ

ჩვენ არ გავცემთ ცარიელ დაპირებებს. პრაქტიკაში ვაჩვენეთ, რომ მტკიცედ ვუპირისპირდებით აგრესორებს, რომელთა მიზანი ირანის ეროვნული უსაფრთხოების დარღვევაა და ჩვენი პასუხი მათთვის სამწუხარო იქნება, – ამის შესახებ ირანის ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ნასერ ქანაანმა განაცხადა. მისი თქმით, ირანი ისრაელის არცერთ აგრესიულ ქმედებას უპასუხოდ არ დატოვებს. „ირანი უპასუხოდ არ დატოვებს სიონისტური რეჟიმის არცერთ აგრესიულ ქმედებას, რომლის […]