გიგი გიგიაძე – ლავროვის განცხადების მოწონება ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“, შესაძლოა, კონფლიქტების რუსული პერსპექტივიდან აღქმას განიხილავდეს

სერგეი ლავროვის განცხადება ზუსტად იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რაც წლებია რუსეთს საქართველოს მიმართ აქვს, რომ ვითომ საქართველოს ტერიტორიაზე სამი სახელმწიფოა – ლავროვის მიერ გაკეთებული განცხადების მოწონება იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ შესაძლებელია ამ კონფლიქტების რუსული პერსპექტივიდან აღქმას განიხილავდეს, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მკვლევარმა გიგი გიგიაძემ განუცხადა. გიგიაძის […]

ჯაბა სამუშია ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის „1+4“ სტუდენტებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის „1+4“ სტუდენტებს შეხვდა და სწავლის დაწყება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, წელს თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 500-დე სტუდენტი ისწავლის. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, საქართველოში ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს […]

ლევან სანიკიძე – აშშ-ის საელჩოს განცხადება ნამდვილად საგანგაშო უნდა იყოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის, რადგან ოფიციალურად დასდეს ბრალი ცრუ ნარატივების გავრცელებაში, „მეორე ფრონტის“ გახსნასთან დაკავშირებით

აშშ-ის საელჩოს განცხადება ნამდვილად საგანგაშო უნდა იყოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის, რადგან ოფიციალურად დასდეს ბრალი ცრუ ნარატივების გავრცელებაში, „მეორე ფრონტის“ გახსნასთან დაკავშირებით. ჩვენმა ამომრჩეველმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სურთ თუ არა ხელისუფლებაში დარჩეს სანქცირებული, ამ ქვეყნის მოღალატე ხელისუფლება, რომელიც ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას აპირებს,- ასე გამოეხმაურა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიის პრესსპიკერი, ლევან სანიკიძე, აშშ-ის საელჩოს განცხადებას. […]

საპენსიო სესხთან დაკავშირებული პრეტენზიით ეროვნულ ბანკში 2023 წელს 1870, მიმდინარე წელს კი 779 განაცხადი შევიდა

საპენსიო სესხებთან და „ოვერდრაფტთან“ დაკავშირებული პრეტენზიით ეროვნულ ბანკში ბოლო 4 წლის განმავლობაში 3 490 განცხადება შევიდა. ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტარ ანა ნაცვლიშვილის კითხვის საპასუხოდ ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა. ბანკსა და მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის პირობების, საპროცენტო შენატანების, საპროცენტო განაკვეთის ოდენობისა ან/და სესხის/კრედიტის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით 2020 წლის 01 სექტემბრიდან 2024 წლის 01 სექტემბრამდე პერიოდში სულ დაფიქსირდა 2,776 […]

ისრაელის ცენტრალურმა გაზეთმა Haaretz-ი დათო მაღრაძის პოემა “ბარაქიანი მიწა” გამოაქვეყნა

დათო მაღრაძის პოემა “ბარაქიანი მიწა”, რომელიც ნიკოდმა და გალი-დანა ზინგერებმა ივრითზე თარგმნეს, ამჯერად ისრაელის საუკეთესო კულტურული პლატფორმის – გაზეთი Haaretz-ის ყურადღების ცენტრში მოექცა. ისრაელის ცენტრალურმა გაზეთმა Haaretz-ი დათო მაღრაძის პოემა “ბარაქიანი მიწა” გამოაქვეყნა.

თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის საიუბილეო სეზონი დაიხურა

თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის საიუბილეო სეზონი დაიხურა. საიუბილეო ფესტივალის დახურვის ღონისძიება თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. მსმენელის წინაშე წარდგნენ ელისო ვირსალაძე და ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი არიელ ცუკერმანის დირიჟორობით. კონცერტზე შესრულდა რიმსკი-კორსაკოვის სიმფონიური სუიტა „შეჰერეზადე“ (თხზ. 35) და შუმანის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის (ლა მინორი, თხზ. 54). მუსიკის საერთაშორისო […]

TI აცხადებს, რომ ორგანიზაცია არჩევნებს ვეღარ დააკვირდება, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების გამო

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ (TI) განცხადებით გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას. მან ძალაში დატოვა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის გადაწყვეტილება, რომელმაც ორგანიზაცია და მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური „განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად“ ცნო. „გადაწყვეტილების შეჩერებაზე ჩვენი შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის ფონზე, სასამართლო აგრძელებს საქმის წარმოებას ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე“, – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და განმარტავს, რომ […]

საია წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ ძალადობის შემთხვევებზე ანგარიშს მორიგ აქვეყნებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც ბოლო ათწლეულებია წინასაარჩევნო პერიოდს აკვირდება, აქვეყნებს მორიგ ანგარიშს, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების წინა პერიოდს შეეხება. ორგანიზაციის შეფასებით, მათ მიერ იდენტიფცირებული ცხრა შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ცხრა შემთხვებიდან ექვსი ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ იყო, ორი – მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“, ერთი კი პლატფორმა „აირჩიე ევროპის“ წინააღმდეგ. […]

პუტინმა აფხაზეთს “გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე” მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ასლან ბჟანიას აფხაზეთის [დე ფაქტო] “გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე” მიულოცა. “რუსულ-აფხაზური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპების საფუძველზე. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ შევძლებთ უზრუნველვყოთ ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოება სხვადასხვა სფეროში,” – ნათქვამია მილოცვაში. რუსეთის პრეზიდენტის მილოცვაში ნათქვამია, რომ მოსკოვი გააგრძელებს აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებისა და ხალხის “აქტიურ დახმარებას სახელმწიფო […]