გია ვოლსკი – უნდა ვიცოდეთ ერთი რამ – რევოლუციური სცენარი არსებობს და სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერია, რომელიც მის ქარტიაში გაერთიანდა

უნდა ვიცოდეთ ერთი რამ – რევოლუციური სცენარი არსებობს და სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერია, რომელიც მის ქარტიაში გაერთიანდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გერმანიაში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, რასაც პრეზიდენტი აკეთებს, კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. „სულ რომ არ გაკეთდეს პრეზიდენტის მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადება, ყველა ხედავს, რომ კონსტიტუციასთან შეუსაბამოა რასაც […]

ბერლინში სალომე ზურაბიშვილისა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ხვდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრა ამ წუთებში ბერლინში მიმდინარეობს.

იოავ გალანტი სახმელეთო ჯარებს – ჩვენი მისიის შესასრულებლად გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, მათ შორის თქვენც

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ქვეყნის ჩრდილოეთში მყოფ ჯარებს განუცხადა, რომ თავდაცვის ძალების მისია ლიბანის მხრიდან სარაკეტო დარტყმების გამო ჩრდილოეთიდან იძულებით გადაადგილებული ისრაელელების თავიანთ სახლებში დაბრუნებაა. „ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ყველა შესაძლებლობას, მათ შორის თქვენც“, – მიმართა გალატნმა ჯარისკაცებს. დასავლური მედიის შეფასებით, იოავ გალანტმა, როგორც ჩანს, მიანიშნა, რომ ისრაელი ლიბანში სახმელეთო შეჭრას გეგმავს. „ეს არის ის, […]

Associated Press – გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ საერთაშორისო ლიდერები გლობალური მშვიდობის სტიმულირებისთვის თბილისში შეკრიბა

2024 წლის 27 სექტემბერს საქართველომ მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას, თემატიკით: „ტურიზმი და მშვიდობა“, პირველად უმასპინძლა. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ღონისძიების შესახებ მსოფლიო პრესა წერს. „თბილისში გამართული გლობალური ღონისძიების შესახებ გავლენიანი ამერიკული გამოცემის Associated Press-ის ჟურნალისტი, კლაუდია საფონტი, წერს: „საქართველომ დღის სინათლეზე გამოიტანა ტურიზმისა და მშვიდობის საკითხი, მასშტაბურმა ღონისძიებამ სხვადასხვა დარგის […]

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 23 გიორგი საყურაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ მირიან თოხაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, საბურთალოზე, კონსერვატორიის სტუდენტის, 23 გიორგი საყურაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ მირიან თოხაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. ბრალდების მხარე ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს, დაცვის მხარე კი სავარაუდოდ, აღნიშნულს სასამართლოს მიანდობს. ბრალდებული ამ ეტაპისთვის დუმილის უფლებით სარგებლობს. ცნობისთვის, მირიან თოხაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე […]

საია წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობისა და კამპანიაში ხელშეშლის ფაქტებზე ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განაგრძობს საარჩევნო პროცესზე დაკვირვებას და აქვეყნებს მორიგ ანგარიშს და აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებასთან ერთად მოიმატა ძალადობის, სიტყვიერი დაპირისპირებისა და კამპანიაში ხელისშეშლის ფაქტებმა. ორგანიზაციამ მონიტორინგის ფარგლებში 9 ინციდენტი შეაფასა, რომლიდანაც განცხადების თანახმად, 4 სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებულ ფიზიკურ ძალადობას წარმოადგენს, 2 – სხვისი ნივთის სავარაუდო დაზიანებას, 3 – კამპანიაში/აქტივიზმში სავარაუდო ხელშეშლას. იდენტიფიცირებული […]

პრეზიდენტის ძმა ემიგრანტებს: მზად ვარ, დაგეხმაროთ

საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომოს ხელმძღვანელი, ოთარ ზურაბიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ემიგრანტებს მოუწოდებს, არ დაიჯერონ იმ ადამიანების, ვინც ეტყვის, რომ არჩევნებზე წასვლა რისკის შემცველია. ვიცით, რომ ყველანაირი შეზღუდვები იქნება გამოყენებული. მაგალითად, რეგისტრაცია თქვენ თვითონ უნდა გააკეთოთ და არავინ მოგიწოდებთ და დაგეხმარებათ, არასამთავრობო ორგანიზაციის გარდა. ბვერი თქვენთაგანი იძულებეული იქნება გადაადგილდეს, ვინაიდან, ძალიან ცოტა საარჩევნო უბანია გახსნილი. ასევე […]

“აგერ, ჩვენი ჩანჩურა რაჟდენი ეძგერა ახლა….”– ელისაშვილი ანტიკორუფციულის ხელმძღვანელზე

“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს “ჩანჩურად” მოიხსენიებს და ამბობს: “რაღა ღონეს აღარ მიმართავენ ხოლმე, რომ იქნებ ვინმეს რამე აუკრძალონ. აგერ, ჩვენი ჩანჩურა რაჟდენი ეძგერა ახლა არასამთავრობო ორგანიზაციებს და ვითომ იმათ აუკრძალავს, რომ ვერ დააკვირდნენ… თავს აწონებს, მოკლედ… უნდა, რომ დაუმტკიცოს ხელისუფლებას, რომ რაღაცას აკეთებს. რაჟდენი არის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი და ერთი […]

გია ვოლსკი – ლავროვი განცხადებას იმ ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს, რაც რუსეთს გააჩნია, რბილი ძალით შეინარჩუნოს გარკვეული პოზიციები სამხრეთ კავკასიაში – ყველა შემთხვევაში პირველი ნაბიჯები გადასადგმელია და ეს განცხადება ნეგატიურად არ უნდა განვიხილოთ

ლავროვი განცხადებას იმ ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს, რაც რუსეთის ფედერაციას გააჩნია – რბილი ძალით შეინარჩუნოს გარკვეული პოზიციები სამხრეთ კავკასიაში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადების შეფასებისას განუცხადა. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ყველა შემთხვევაში პირველი ნაბიჯები გადასადგმელია და ლავროვის ეს განცხადება ნეგატიურად არ უნდა განვიხილოთ, ვინაიდან ურთულესი პრობლემების […]

გიორგი გახარია – მოვუწოდებთ „ოცნებას“ და ივანიშვილს, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არ უნდა წყდებოდეს კულუარულად, ბნელ ოთახებში, გაურკვეველი ადამიანების მონაწილეობით

რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის შეუცვლელი პოზიციის ფონზე, [„ქართული ოცნება“] როგორ აპირებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას? – როგორ აპირებს არაღიარების პოლიტიკის დაცვას? – რა ტიპის საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ითხოვს მმართველი გუნდი საკონსტიტუციო უმრავლესობას? – ამ კითხვებზე მაინც უნდა გასცეს ივანიშვილმა პასუხი საზოგადოებას,- ამის შესახებ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ისეთი თემა, როგორიცაა საქართველოს […]