კონსტანტინ ზატულინი – რუსეთი აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ჯარების გაყვანას არ განიხილავს – ლავროვის სიტყვები არ უნდა გავიგოთ, როგორც მათი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებით რუსეთის დაინტერესება – ეს კითხვა დიდი ხანია გაქრა

რუსეთი არ განიხილავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის დაბრუნების ვარიანტს, მოსკოვი შეასრულებს უსაფრთხოების ყველა შეთანხმებას, ის რეგიონებიდან ჯარები არ გაიყვანს, – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა. „განა დაახლოება რუსული ჯარების გაყვანას გულისხმობს? ჩვენ გვაქვს შეთანხმებები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან უსაფრთხოების საკითხებზე, სამხედრო საკითხებზე და ა.შ. არავინ […]

ახალქალაქში რეკრუტებმა ფიცი დადეს

უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის დაარსების დღესთან დაკავშირებით, ახალქალაქში რეკრუტთა საწვრთნელი I და IV ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა ფიცი დადეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ჯარისკაცები თავდაცვის ძალების წვევამდელთა ეროვნულ, ასევე პროფესიულ საკონტრაქტო-სამხედრო სამსახურს შეუერთდებიან. „საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, რეკრუტებისთვის […]

გაერო-ს ქალთა ორგანიზაციამ პოლიტიკაში ქალების მონაწილეობაზე ცნობიერების ამაღლების კამპანია – „ცვლილებებს ქალების ხმა აქვს“, დაიწყო

გაერო-ს ქალთა ორგანიზაციამ პოლიტიკაში ქალების მონაწილეობაზე ცნობიერების ამაღლების კამპანია – ცვლილებებს ქალების ხმა აქვს, დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობა ავრცელებს. მათივე ცნობით, პოლიტიკასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ქალების სრულფასოვანი მონაწილეობა საქართველოში, როგორც მთელ მსოფლიოში, მნიშვნელოვანი პრობლემაა. „მიუხედავად იმისა, რომ ქალები საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს – 52%-ს წარმოადგენენ და ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ საზოგადოებრივ […]

ომბუდსმენი – ხანდაზმულ პირთა მხარდაჭერის სისტემას მრავალი ხარვეზი აქვს – არ არსებობს ხანდაზმულთა დაწესებულების საქმიანობისათვის დადგენილი სამართლებრივი სტანდარტები და ისინი არ ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს

ხანდაზმულ პირთა მხარდაჭერის სისტემას მრავალი ხარვეზი აქვს… არ არსებობს ხანდაზმულთა დაწესებულების საქმიანობისათვის დადგენილი სამართლებრივი სტანდარტები და ისინი არ ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ხანდაზმულ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს აღნიშნულზე პასუხისმგებელ უწყებებს დროულად შექმნან ხანდაზმულთა დაწესებულების ფუნქციონირებისთვის ერთიანი სახელმწიფო ზრუნვის სტანდარტები. „გაერო ხანდაზმულთა […]

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 1 თვეში უკანონო ნადირობის 215 ფაქტია გამოვლენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან ერთ თვეში (24 აგვისტო-24 სექტემბერი), უკანონო ნადირობის 215 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას დეპარტამენტი ავრცელებს. „უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი – 64 ფაქტი დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში; 57 სამართალდარღვევაა გამოვლენილი იმერეთში, 28 – შიდა ქართლში, 16 – გურიაში, 14 – მცხეთა-მთიანეთში, 12 – კახეთში, […]

ჰოლივუდური სკანდალი გრძელდება – P Diddy-ს დაჭერის შემდეგ პროკურატურაში რამდენიმე სარჩელი შევიდა

ნარკოტიკების მოხმარება, ტრეფიკინგი, ძალადობა, შანტაჟი – ბოლო რამდენიმე დღეა ცნობილი ამერიკელი რეპერის, შონ კომბსის იგივე, ფი დიდის საქმე მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. რეპერი ამჟამად დაკავებულია. რა გახდა დაკავების მიზეზი – ამის შესახებ სოციალურ ქსელებში ბევრს წერენ, თუმცა ვრცელდება დეზინფორმაციაც. რაც დანამდვილებით ვიცით, არის ის, რომ „დიდის“ წინააღმდეგ საქმე ორი მიმართულებითაა აღძრული, როგორც სამოქალაქო, ასევე სისხლის სამართლის. […]

საქართველოდან ფრენებს ბერძნული Sky Express იწყებს

საქართველოს საავიაციო ბაზარზე კიდევ ერთი ავიაკომპანია იწყებს ოპერირებას. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განცხადებით, მიმდინარე წლის 27 ოქტომბრიდან, ბერძნული Sky Express-ი რეგულარულ რეისებს ათენი – თბილისი – ათენის საჰაერო ხაზზე შეასრულებს. ავიარეისები კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული […]

იაპონიის პარლამენტმა შიგერუ იშიბა იაპონიის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაამტკიცა

იაპონიის პარლამენტმა ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, შიგერუ იშიბა იაპონიის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაამტკიცა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შიგერუ იშიბა დღეს მინისტრთა ახალ კაბინეტს წარადგენს, მოგვიანებით კი იმპერატორი ოფიციალურად დანიშნავს მას და მის კაბინეტს ტოკიოს საიმპერატორო სასახლეში გამართულ ცერემონიაზე. შიგერუ იშიბამ გუშინ განაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომხრეა. „მნიშვნელოვანია, ახალმა მთავრობამ რაც შეიძლება მალე მოისმინოს […]

„საქსტატი“ – 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 12.6 პროცენტით გაიზარდა და 204.6 მილიარდი ლარი შეადგინა

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 12.6 პროცენტით გაიზარდა და 204.6 მილიარდი ლარი შეადგინა. როგორც „საქსტატში“ განმარტავენ, ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2023 წელს მისი მოცულობა 77.9 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 8.5 პროცენტით მეტია. „2023 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 66.8 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე […]

საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის მინისტრი – საქართველოს აქვს არაჩვეულებრივი ბუნება, კლიმატური პირობები, მთები და კარგი ტურისტული პოტენციალი

მსოფლიო ტურიზმის დღის საქართველოში ჩატარებას ღონისძიების მონაწილე საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის მინისტრი და გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე აჰმედ ალ ხატეები აფასებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. აჰმედ ალ ხატეების განმარტებით, ქვეყანაში ყველაზე გასაოცარი ქართველი ხალხია. „წლევანდელი მსოფლიო ტურიზმის დღის თემატიკა ტურიზმი და მშვიდობაა. ჩვენ ყველას გვჭირდება მშვიდობა, რათა ტურისტებს ვუბიძგოთ იმოგზაურონ, […]