„საქსტატი“ არაკომერციული ორგანიზაციების გამოკვლევის შედეგებს აქვეყნებს

„საქსტატი“ არაკომერციული ორგანიზაციების გამოკვლევის შედეგებს აქვეყნებს. „საქსტატის“ ინფორმაციით, დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2023 წელს არაკომერციული ორგანიზაციების ბრუნვის მოცულობამ დამხმარე კომერციული საქმიანობიდან 254.2 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით შემცირებულია 2 პროცენტით. ბრუნვის მოცულობაში ყველაზე დიდი წილი მოდის განათლების (38.3 პროცენტი), ხელოვნების, გართობისა და დასვენების (22.9 პროცენტი), ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების (16.2 პროცენტი), სხვა სახის მომსახურების […]
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. „სამხრეთ ლიბანში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, „ჰეზბოლას“ მებრძოლები თავდასხმებისთვის მშვიდობიან მოსახლეობას ადამიანურ ფარად იყენებენ”, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი, ავიჩაი ადრეი. ამასთან, „ჰეზბოლას“ ცნობით, დაჯგუფებამ მეტულაში, ისრაელის ჯარისკაცების მიმართულებით რაკეტები გაუშვა. შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ მცირე მასშტაბის სამხედრო ოპერაციის დაწყება […]
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბორჯომსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტში 186.5 მილიონ ლარამდე ღირებულების პროექტებს ახორციელებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ბორჯომსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის დასახლებებში 6 პროექტს ახორციელებს, რომელთა ჯამური ღირებულება 186.5 მილიონ ლარამდეა. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. „პროექტები, ეტაპობრივად, 2025-2026 წლებში დასრულდება და შედეგად, 44 ათასამდე ბენეფიციარი ახალი ინფრასტრუქტურითა და 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს. 2023 წელს დაბა ბაკურიანში 5 მილიონი ლარის ღირებულების წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის […]
კახა ოქრიაშვილი – 26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მყარ ნიადაგზე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა ევროპისკენ

დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „ბატონმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ თურმე, 2012 წლიდან „ბეწვის ხიდზე უწევთ სიარული“. მარტო დადიან ამ ბეწვის ხიდზე თუ ეს ქვეყანაც დაჰყავთ, ამ განცხადებიდან გაურკვეველია. ან 2012 წლიდან რატომ დადიან, როცა ამ ქვეყანას 3 000-წლიანი სახელმწიფოებრიობის გამოცდილება და ისტორია აქვს, მაგრამ ივანიშვილისთვის წელთაღრიცხვა 2012 წლიდან იწყება. დიახ, […]
მიხეილ სარჯველაძემ ხანდაზმულთა პანსიონატში მყოფ ბენეფიციარებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცა

1-ელი ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა. ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძესთან და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან ერთად ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში იმყოფებოდა, სადაც ბენეფიციარებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრი ხანდაზმულთა საჭიროებებს და პანსიონატში მოქმედ სამედიცინო სერვისების ხარისხს გაეცნო. მისივე განცხადებით, ხანდაზმულთა უფლებების დაცვა და […]
თბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა

თბილისის ანძა ვარდისფრად განათდა, რაც ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, თბილისის სატელევიზიო ანძა ძუძუს კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლების ფერში ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მხარდაჭერით განათდა. „მნიშვნელოვანია, რომ ბოლო რამდენიმე წელია, მსოფლიო აქციას ჩვენი დედაქალაქიც უერთდება. კიბოს პრევენციისა და ამ პრობლემისადმი სოლიდარობის ნიშნად, […]
ოთარ შამუგია – ინვესტიცია განსაკუთრებით მისასალმებელია სოფლის მეურნეობის გადამმუშავებელ სექტორში

ქობულეთში, ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელი ახალი საწარმოს გახსნის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია პირველ ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად დაესწრო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ ასეთი მასშტაბის პროექტების განხორციელება უმნიშვნელოვანესია აგრარული დარგის განვითარებისთვის. „ქობულეთში ციტრუსის გადამმუშავებელი ახალი საწარმო სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე […]
„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერები პაატა დავითაია და ნიკოლოზ ვაშაკიძე ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობენ

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია და პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ვაშაკიძე ვარშავისუსაფრთხოების ფორუმში იღებენ მონაწილეობას, სადაც ისინი ფორუმის ორგანიზატორების მოწვევით იმყოფებიან. პარტია „ევროპელი დემოკრატების“ ინფორმაციით, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმი არის წამყვანი ევროპული პლატფორმა, რომელიც 2014 წლიდან ტრადიციულად ყოველ წელს იმართება. „ფორუმში აშშ-ს და ევროპის სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკოსები, სამხედრო, უსაფრთხოებისა და საგარეო უწყებების მაღალი დონის წარმომადგენლები […]
„პრევენციული მედიცინა ჩვენთან საკმაოდ სუსტია“ – ანდრია ურუშაძე გარდაცვალების მთავარ მიზეზებზე

2023 წლის მდგომარეობით, საქართველოში გარდაცვალების მიზეზებს შორის სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები (40%) და სიმსივნეები (11.6%) დომინირებს. ამის შესახებ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ბუნებრივი მოძრაობის სტატისტიკის 2023 წლის ანგარიშშია აღნიშნული. გარდაცვლილთა რაოდენობის პროცენტული განაწილება გარდაცვალების მიზეზების ძირითადი კლასების მიხედვით განსხვავებულია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის: ⏺ 5 წლამდე ასაკში გარდაცვალების 3 ძირითად მიზეზს წარმოადგენს პერინატალურ პერიოდში განვითარებული ზოგიერთი მდგომარეობა, […]
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალგაზრდული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ბაზისბანკის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პორტალ ფინედუს ორგანიზებით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო კონკურსის ფინალური ღონისძიება გაიმართა. კონკურსი 12 აგვისტოდან მიმდინარეობდა, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლებისა და სამეწარმეო უნარ-ჩვევების ამაღლებას. კონკურსის პირობების შესაბამისად, 18-29 წლის ახალგაზრდებს მოკლე საგანმანათლებლო შინაარსის ვიდეოები უნდა შეექმნათ, რომელიც შეეხებოდა ახალგაზრდებში მეწარმეობის პოპულარიზაციის, ბიზნესის დაწყების ან […]