მსხვერპლი მოჰყვა ხერსონის ცენტრზე რუსეთის ჯარების მორიგ შეტევას

სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა უკრაინის ქალაქ ხერსონის ცენტრზე დღეს, 1 ოქტომბერს განხორციელებული შეტევის შედეგად. საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საარტილერიო შეტევა განახორციელეს ხერსონის ბაზრის რაიონში. პროკურატურის ცნობითვე, დაიღუპა სამი ქალი და ოთხი მამაკაცი. დაჭრილია კიდევ სამი ადამიანი. რუსეთის არმიის ქვედანაყოფებმა ქალაქი ხერსონი უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე, 2022 წლის მარტის დასაწყისში დაიკავეს. იმავე წლის […]

342 ლარი – საქართველოს საფონდო ბირჟის დღიური ბრუნვა სექტემბერში

საქართველოში საფონდო ბირჟა მიმდინარე წელს, ტრადიციულად, უმნიშვნელოდ ფუნქციონირებს, თვიდან თვემდე არც გარიგებების მოცულობა და რაოდენობა იცვლება მნიშვნელოვნად. მიმდინარე წლის სექტემბერში საფონდო ბირჟაზე მხოლოდ 6 გარიგება დაიდო, რომელთა ღირებულებამ 10 279.26 ლარი შეადგინა. ყველა მათგანი „ლიბერთი ბანკს“ უკავშირდება. აგვისტოში კი ბირჟაზე მხოლოდ ოთხი, 9875 ლარის ღირებულების გარიგება დაიდო. რაც შეეხება წინა თვეებს, ივლისში საფონდო ბირჟაზე მხოლოდ […]

თბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა

თბილისის ანძა ვარდისფრად განათდა, რაც ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „მნიშვნელოვანია, რომ ბოლო რამდენიმე წელია, მსოფლიო აქციას ჩვენი დედაქალაქიც უერთდება. კიბოს პრევენციისა და ამ პრობლემისადმი სოლიდარობის ნიშნად, თბილისის ანძა შესაბამის ფერებში ნათდება. ასევე, იმართება სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც კიბოს სკრინინგის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენაა მიმართული. ეს არის კიდევ ერთი საშუალება, […]

2025 წელს პენსია იზრდება – ვის რამდენი ემატება

2025 წელს პენსია იზრდება – ამის შესახებ ვკითხულობთ მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ 2025 წლის ბიუჯეტის პირველად ვერსიაში. პროექტის მიხედვით, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 540 ლარს გაუტოლდება. 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 335 ლარის […]

ზვიად ძიძიგური – დღეს ვდგავართ იქ, სადაც ვიდექით 12 წლის წინ – გამოსავალი ერთია: არც ბიძინა და არც მიშა

12 წლის წინ „ქართული ოცნება“ არ მოსულა იმისათვის, რომ ხალხის ზურგს უკან აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიასთან დაკავშირებით გაურკვეველი მანიპულაციები დაეწყო, რომელიც სერიოზულ ეჭვს ბადებს, რომ შეიძლება საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმები აღიაროს – დღეს ვდგავართ იქ, სადაც ვიდექით 12 წლის წინ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ზვიად ძიძიგურმა პარტიის […]

თამარ კორძაია – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დევნა, სრული იზოლაციისკენ კიდევ ერთი ნაბიჯია – თუ ივანიშვილს გაუვა, ეს ქვეყანაში თავისუფალი ხმის ჩახშობა იქნება

ივანიშვილის პარტიის დავალებით რაჟდენ კუპრაშვილის მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დევნა, სრული იზოლაციისკენ კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც კორუფციასა და ნეპოტიზმში ამხელს პირადად ივანიშვილს და „ოცნების“ ჩინოვნიკებს. თუ ივანიშვილს ეს გაუვა, ეს ქვეყანაში სრული იზოლაციისკენ სვლა და თავისუფალი ხმის ჩახშობა იქნება, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა. მისი თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა […]

კვარაცხელია: “ვაგრძელებთ სვლას ჩვენი მიზნებისკენ”

იტალიის ჩემპიონატის მე-6 ტურში “ნაპოლის” (2:0 “მონცასთან”) გამარჯვებასა და ხვიჩა კვარაცხელიას (გოლი გაიტანა) თამაშს სერია “ა” ასე გამოეხმაურა – “ქართველი ვარსკვლავი.” ხვიჩა კვლავ გამორჩეული იყო. მის შეჩერებას ან თამაშის წესების დარღვევით ახერხებდნენ, ან მჭიდრო მეურვეობის პირობებში. მსაჯი ჯარიმას გაუგებარ ვითარებაში არ აფიქსირებდა. “კვარამ” უხეშობისთვის გაფრთხილებაც მიიღო, თუმცა საქმე განზრახ მოქმედებასთან არ გვქონია; ამ პერიოდში, მოწინააღმდეგეების […]

‘მე ორი მაქვს, შენ არაფერი’ – რა უთხრა ვინისიუსმა კოკეს

მადრიდული დერბი ისეთ მოვლენების ფონზე გაიმართა, როგორსაც ამ მატჩისგან მუდმივად ველით და ამ არასაფეხბურთო ეპიზოდებს შორის ვინისიუს ჟუნიორისა და კოკეს შელაპარაკებაც შედის. მოგეხსენებათ, “ატლეტიკოსა” და “რეალის” დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა. შეხვედრა 15 წუთით შეწყდა კიდეც, რისი მიზეზიც “როხიბლანკოს” ფანების მოქმედებები გახლდათ – “ატლეტიკოს” გულშემატკივრება ტიბო კურტუას სხვადასხვა საგანი ესროლეს. DAZN-მა, კი კოკესა და ვინისუსის მომენტი […]

შალვა პაპუაშვილი – საზოგადოებამ და უცხოელმა პარტნიორებმა ნდობა უნდა გამოუცხადონ ჩვენს სასამართლოს, როცა საქმე ენმ-ს აკრძალვას შეეხება – 37 ევროპული დემოკრატიიდან 20-მა ქვეყანამ 50 პარტიაზე მეტი აკრძალა 1945-2015 წლებში

ჩვენ ამომრჩეველს დავპირდით, რომ 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური პარტიის აკრძალვის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავთ, – აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ “X“-ზე წერს. პაპუაშვილის განმარტებით, დემოკრატიულ ქვეყნებში არსებული ანალოგიების მიუხედავად, მათი „ეს განზრახვა უცხოელმა პარტნიორებმა ფართოდ გააკრიტიკეს“. პარლამენტის თავმჯდომარე უცხოელ პარტნიორებს მოუწოდებს, „ქართულ მართლმსაჯულებასთან დამოკიდებულებაში ფრთხილად მოიქცნენ, […]

აშშ-ს საელჩო – ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ “კრედიტ სუისთან” დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა ამერიკის – რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს?

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებულ საკითხს ეხმაურება. როგორც საელჩო სოციალურ ქსელში წერს, ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია, თუმცა ქართველი მოსახლეობის წინაშე რეალობას სხვაგვარად წარმოაჩენს. „ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ “კრედიტ სუისთან” დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა […]