იაპონიის პარლამენტმა შიგერუ იშიბა იაპონიის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაამტკიცა

იაპონიის პარლამენტმა ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, შიგერუ იშიბა იაპონიის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაამტკიცა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შიგერუ იშიბა დღეს მინისტრთა ახალ კაბინეტს წარადგენს, მოგვიანებით კი იმპერატორი ოფიციალურად დანიშნავს მას და მის კაბინეტს ტოკიოს საიმპერატორო სასახლეში გამართულ ცერემონიაზე. შიგერუ იშიბამ გუშინ განაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომხრეა. „მნიშვნელოვანია, ახალმა მთავრობამ რაც შეიძლება მალე მოისმინოს […]

‘ეს არასწორი იქნება’ – ლამპარდმა რონალდო და მესი შეადარა

ლონდონის “ჩელსის” ლეგენდა ფრენკ ლამპარდა ერთმანეთს კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი შეადარა. ინგლისელის აზრით, ამ ორ მოთამაშეს შორის საუკეთესოს გამოყოფა არასწორი იქნება. “მესის ან რონალდოს გულშემატკივარი ვარ თუ არა? არ მომწონს ეს დავები. ორივეს წინააღმდეგ მითამაშია, განსაკუთრებით ბევრჯერ კრიშტიანოსთან დაპირისპირებაში მიმიღია მონაწილეობა, როცა ის “მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობდა. ინდივიდუალიზმისა და ტალანტის გათვალისწინებით, მესი ისტორიაში საუკეთესოა, თუმცა […]

ზატულინის თქმით, რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანას არ განიხილავს

დუმის დეპუტატის, კონსტანტინ ზატულინის განცხადებით, მოსკოვი ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანას არ განიხილავს. ზატულინის თქმით, რომელიც დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა, ლავროვის სიტყვები სხვაგვარად არ უნდა გავიგოთ. “დაახლოება გულისხმობა განა ჯარების გაყვანას? აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ჩვენ გვაქვს შეთანხმებები უსაფრთხოების, თავდაცვის საკითხებში და ა.შ. არავინ არ განიხილავს ამ საკითხს. ლავროვმა თქვა ის, […]

თამარ კორძაია – ივანიშვილი ყოველთვის ძალაუფლების მსურველი იყო და მისთვის არაფერი წმინდა არ არსებობს – ბეწვის ხიდზე იმიტომ გადის ქვეყანა, რომ მან ყველაფერი გააკეთა, რათა დასავლელ პარტნიორებს საქართველოსთვის ზურგი შეექციათ

ის ყოველთვის ძალაუფლების მსურველი იყო და ძალაუფლების შენარჩუნების გზაზე, მისთვის არაფერი წმინდა არ არსებობს – ბეწვის ხიდზე იმიტომ გადის ქვეყანა, რომ ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რათა დასავლელ პარტნიორებს საქართველოსთვის ზურგი შეექციათ,- ასე გამოეხმაურა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის “ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია, „ქართული ოცნების“ 12-წლიან მმართველობასა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს. მისი შეფასებით, […]

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ავიაკომპანია Sky Express-ი იწყებს

საქართველოს საავიაციო ბაზარზე კიდევ ერთი ავიაკომპანია იწყებს ოპერირებას. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, მიმდინარე წლის 27 ოქტომბრიდან, ბერძნული Sky Express-ი რეგულარულ რეისებს ათენი – თბილისი – ათენის საჰაერო ხაზზე შეასრულებს. ავიარეისები კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს […]

მომავალ წელს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის 150 მლნ ლარია გამოყოფილი, თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობისათვის საჭირო კვლევების დასაფინანსებლად – 20 მლნ ლარი

2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის 150,0 მლნ ლარია გამოყოფილი – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობისთვის კი 70,0 მლნ ლარი. გარდა ამისა, დოკუმენტის თანახმად, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა, 2025 წლის ბიუჯეტში 20 მლნ ლარია გამოყოფილი თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობისათვის საჭირო კვლევების დასაფინანსებლად. „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების […]

2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, 11 სამინისტროდან 10-ში ბიუჯეტის ზრდაა დაგეგმილი, ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 200,7 მლნ ლარით მცირდება

2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიით, 11 სამინისტროდან 10-ში ბიუჯეტის ზრდაა დაგეგმილი, ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 200,7 მლნ ლარით მცირდება. ყველაზე მეტი თანხა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვისაა გამოყოფილი. უწყებას დაფინანსება 870.9 მლნ ლარით ეზრდება და 8 700,0 მლნ ლარით განესაზღვრა. პროექტის პირველადი ვერსიით განათლების, მეცნიერებისა […]

ლევან სანიკიძე – დაკავებიდან სამი წლის შემდეგ აღარავის ეპარება ეჭვი, რომ მიხეილ სააკაშვილი არა მხოლოდ პოლიტიკური პატიმარი, არამედ ივანიშვილისა და პუტინის პირადი ტყვეა – მისი თავისუფლების გზა ჩვენი ქვეყნის თავისუფლების გზაზე გადის

დაკავებიდან სამი წლის შემდეგ აღარავის ეპარება ეჭვი, რომ მიხეილ სააკაშვილი არა მხოლოდ პოლიტიკური პატიმარი, არამედ ივანიშვილისა და პუტინის პირადი ტყვეა, ის ისჯება იმისთვის, რაც არ დაუთმო რუსეთს 2008 წელს, ისჯება იმ წარმატებისთვის, რასაც ქართველ ხალხთან ერთად 2003-12 წლებში მიაღწია და მისი თავისუფლების გზა ჩვენი ქვეყნის თავისუფლების გზაზე გადის, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა […]

2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში ინიცირებულია

2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში ინიცირებულია. პარლამენტის ბიურომ ბიუჯეტის განხილვის განრიგი დაამტკიცა და ფინანსური დოკუმენტი განსახილველად კომიტეტებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს გადასცა. 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის თანახმად, 2025 წელს დაფინანსება მხოლოდ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უმცირდება, სხვა სამინისტროების ასიგნებები კი იზრდება. ყველაზე მეტად ჯანდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი დაფინანსება იზრდება. 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის […]

ლევან სანიკიძე – ივანიშვილის განცხადება, რომ 12 წლის მანძილზე არაფერი გაფუჭებულა, არის წარმოუდგენელი სითავხედე

ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ანაკლიის პორტის, ქალაქ ლაზიკის მშენებლობა შეჩერდა. ვხედავთ, რა მდგომარეობაშია ქართული ქრისტიანობის მთავარი სიმბოლო – გელათი. მის დროს აფეთქდა ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საყდრისი და რაც მთავარია, ამ კაცის ხელისუფლებაში ყოფნის დროს უარი ეთქვა ჩვენი წინაპრების არჩევანს – ევროპისკენ სვლას. ამიტომ ივანიშვილის განცხადება, რომ 12 წლის მანძილზე არაფერი გაფუჭებულა, არის წარმოუდგენელი […]