„თეგეტამ“ ამიერკავკასიაში სპეციალური დანიშნულებისა და სატვირთო ტექნიკის პირველ მასშტაბურ გამოფენას უმასპინძლა

„თეგეტა ჰოლდინგმა“ სპეციალური დანიშნულებისა და სატვირთო ტექნიკა წარადგინა. ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური გამოფენა „თეგეტას“ წეროვანის ავტოპარკში გაიმართა. მომხმარებელს საშუალება ჰქონდა, დაეთვალიერებინა გერმანული, ამერიკული, იტალიური, ინგლისური და სხვა ქვეყნებში წარმოებული ისეთი ბრენდების ტექნიკა, როგორებიცაა: JCB, MAN, Renault, Fendt, Valtra, Goldoni, Zetor, Liebherr, XCMG, Temsa, HELI, Clark, Cummins, Bomag, Zoomlion ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეგოთ თუ რა ტიპის […]
როგორ უნდა მისცეთ ხმა 2024 წლის პარლამენტის არჩევნებში? – ის, რაც ყველა ამომრჩეველმა უნდა იცოდეს

2024 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა თითქმის 90% საკუთარ არჩევანს ვერიფიკაციისა ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით გააკეთებს. გახსენით ფოტო და იხილეთ სპეცპროექტი:
ისრაელი ლიბანის 30-მდე სოფლის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს – „ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ ცნობები ისრაელის ძალების ლიბანში შესვლის შესახებ სიცრუეა

ისრაელის სამხედრო პრესსპიკერმა, ავიჩაი ადრეიმ სამხრეთ ლიბანის 30-მდე სასაზღვრო სოფლის მაცხოვრებლებს ევაკუაციისკენ და მდინარე ავალის ჩრდილოეთით გადასვლისკენ მოუწოდა. „ისრაელის თავდაცვის ძალებს არ სურს ზიანი მოგაყენოთ და თქვენივე უსაფრთხოებისთვის სასწრაფოდ უნდა მოახდინოთ თქვენი სახლების ევაკუირება“, – განაცხადა ისრაელის სამხედრო პრესსპიკერმა და დასძინა, რომ ისრაელი მოსახლეობას შეატყობინებს, როდის შეძლებენ სახლებში დაბრუნებას. ამასთან, „ჰეზბოლა“ უარყოფს ინფორმაციას, რომ ისრაელის […]
ბადრი ბასიშვილი – ოჯახის 10 წევრიდან დღეს 9 ემიგრაციაშია, ასეთი ოჯახები უამრავია, რაც იმას მოწმობს, რომ “ოცნებამ” ხალხი მიატოვა

ოჯახის 10 წევრიდან დღეს 9 ემიგრაციაშია, ასეთი ოჯახები უამრავია, რაც იმას მოწმობს, რომ “ოცნებამ” ხალხი მიატოვა, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ბადრი ბასიშვილმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთში ადგილობრივებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ქართველი ხალხი „ქართულმა ოცნებამ“ მიატოვა და მაგალითად ნოდარ გოდელაშვილის ოჯახი მოიყვანა. ბადრი ბასიშვილის ინფორმაციით, ნოდარ გოდელაშვილის ოჯახის, ყველა წევრი ემიგრაციაშია. „ასიათასობით […]
მარიამ ლაშხი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის წევრს, სტივენ გეთინს შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი მარიამ ლაშხი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის წევრს, სტივენ გეთინს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული თანამშრომლობა და საპარლამენტო დონეზე ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილეს. „მარიამ ლაშხი სტუმარს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების […]
თბილისის მერმა ისნის რაიონში ახალაშენებული საბავშვო ბაღი დაათვალიერა

თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად, ისნის რაიონში ახალაშენებული საბავშვო ბაღი დაათვალიერა. N124 ბაგა-ბაღი ვაზისუბნის დასახლებაში, აშოტ კურაპალატის ქუჩაზე აშენდა და აღსაზრდელების პირველი ნაკადი 16 სექტემბერს მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ბაღი 9-ჯგუფიანია და 290 აღსაზრდელზეა გათვლილი, ადაპტირებულია შშმ პირთათვის, აქვს კეთილმოწყობილი ეზო გამწვანებითა და სათამაშო მოედნებით; […]
თერჯოლის საკრებულოში გახარიას პარტიის წევრი ივა ჩუბინიძე – მოდი, დავიწყოთ ბოდიშით! ვტოვებ პარტია „საქართველოსთვის“ რიგებს და ვხდები საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა, გიორგი გახარიას თანაგუნდელმა ივა ჩუბინიძემ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დატოვა. ამის თაობაზე მან „ფეისბუქზე“ დაწერა და განმარტა, რომ საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი წევრის სტატუსით განაგრძობს. „1-ელი ოქტომბერი მნიშვნელოვანი თარიღია უახლეს ისტორიაში, კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობა“ გავისტუმრეთ პოლიტიკურ სანაგვეზე და მეც ძალიან დიდი წვლილი მიმიძღვის ამ პროცესში. მოდი, დავიწყოთ ბოდიშით! მინდა გაცნობოთ, რომ ვტოვებ პარტია […]
თინა ბოკუჩავა – 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და დაიბრუნებს ევროპულ მომავალს, გავხსნით მოლაპარაკებებს და მოვიპოვებთ წვდომას გაწევრიანების პროცესისთვის განსაზღვრულ მილიარდობით ევროს ფონდებზე

26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და დაიბრუნებს მის ევროპულ მომავალს, გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირთან და მოვიპოვებთ წვდომას გაწევრიანების პროცესისთვის განსაზღვრულ მილიარდობით ევროს ფონდებზე, რაც ხელს შეუწყობს ქართველი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ, ევროპის სახალხო პარტიის ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი შეფასებით, საქართველო ისტორიულ გზაჯვარედინზე იმყოფება. მისი განცხადებით, ერთ მხარეს […]
12 წელი გავიდა, რაც ერისკაცის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან არჩევნებში გავიმარჯვეთ და გადარჩა საქართველო!

2011 წელს, ერისკაცმა პოლიტიკაში მოსვლის განცხადება გააკეთა, საკუთარი და ოჯახის წევრების უსაფრთხოება სასწორზე დადო, დაუპირისპირდა ბოროტებას, გააერთიანა საზოგადოება და ერთ წელიწადში, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვებით გადაარჩინა საქართველო და ქართველი ხალხი,- წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი დღესაც იბრძვის მის გუნდთან ერთად, საქართველოს გადასარჩენად და ჩვენი მომავალი თაობებისთვის […]
გახარიას პარტიას კიდევ ერთი წევრი ტოვებს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ლევან ჭანტურიძე, პარტიას “გახარია – საქართველოსთვის” ტოვებს და მუშაობას საკრებულოს დამოუკიდებელ წევრად განაგრძობს. ამის შესახებ ჭანტურიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი განცხადებით, საკრებულოში მისი დამოუკიდებლობა უფრო ეფექტიანი იქნება რაიონის კეთილდღეობისთვის. “როგორ იცით, ამჟამად ვარ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, პარტია გახარია-საქართველოსთვის. მინდა გაცნობოთ, რომ ვტოვებ პარტია საქართველოსთვის და ვხდები დამოუკიდებელი საკრებულოს წევრი. მადლობა […]