2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ 12 წელი გავიდა, რაც საქართველოში დემოკრატიული არჩევნების გზით მოხდა ხელისუფლების ცვლილება!

2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ 12 წელი გავიდა, რაც საქართველოში დემოკრატიული არჩევნების გზით მოხდა ხელისუფლების ცვლილება! ჩვენს ისტორიაში ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის დაწერაში ცხადია განუზომელი როლი ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილსა და ქართველი ხალხს,– წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი. მისივე თქმით, სულ ცოტა დრო რჩება 26 ოქტომბრამდე, ასევე ისტორიულ თარიღამდე, დღემდე როდესაც ყველას უნდა დავანახოთ მტერსაც და […]
სტრასბურგის სასამართლომ, ქართული ოპოზიციაც და უცხოელი მტერ-მოყვარეებიც სიყალბეში ამხილა და ვითომც არაფერი, სააკაშვილიც უცებ განიკურნა დემენციისგან და უცხოელებმაც სასაუბრო თემა შეცვალეს – არც “ბოდიში”, არც “ეს როგორ დაგვემართა”, როგორც ჩანს, ასეთი მეგობრობაც არსებობს

სტრასბურგის სასამართლომ, ქართული ოპოზიციაც და უცხოელი მტერ-მოყვარეებიც სიყალბეში ამხილა და ვითომც არაფერი, სააკაშვილიც უცებ განიკურნა დემენციისგან და უცხოელებმაც სასაუბრო თემა შეცვალეს – არც “ბოდიში”, არც “ეს როგორ დაგვემართა”, როგორც ჩანს, ასეთი მეგობრობაც არსებობს მას შემდეგ რაც ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურებმა ჩაშალეს ქვეყანაში არეულობის შექმნის გეგმა, რომლის ნაწილიც სააკაშვილის შემოპარება იყო, დაიწყო ყოველგვარ მორალურ და სამართლიან ზღვარს […]
ნინო წილოსანი აშშ-ის საელჩოს გამოეხმაურა: „ქურდს ქუდი ეწვისო“

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი „ქართული ოცნებიდან“ ნინო წილოსანი 1 ოქტომბერს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა აშშ-ის საელჩოს, რომელმაც განმარტა, რომ აშშ დაკავშირებული არ არის Credit Suisse-სა და ბიძინა ივანიშვილს შორის დავასთან. წილოსანი გაკვირვებულია, საელჩომ „ქართული ოცნების“ განცხადებების ადრესატად საკუთარი თავი რატომ მიიჩნია. დეპუტატმა აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობის მდგომარეობა ანდაზით შეაფასა. „მართალი გითხრათ, არ მახსენდება, სადმე თუ კონკრეტულად ყოფილიყო […]
დიდი დაბრუნება – რონალდოს დამ, ამჯერად კასანოს დასცინა [PHOTO]

საკმაოდ ხნის შემდეგ, კრიშტიანო რონალდოს და ელმა რონალდომ სხვა ფეხბურთელზე მიიტანა იერიში და ამჯერად ანტონიო კასანო გააკრიტიკა. იტალიელმა ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა: “რონალდომ ფეხბურთის თამაში არ იცის. შეიძლება 3000 გოლი გაიტანოს, მაგრამ არ მადარდებს.” “რომას”, “ინტერის”, “მილანისა” და იტალიის ნაკრების ყოფილ შემტევს ელმა რონალდომ ინსტაგრამზე უპასუხა. “ამ უბედურს არ ვიცნობ და მასთან არანაირი საქმე არ […]
ვტოვებ პარტია “საქართველოსთვის” რიგებს – ივა ჩუბინიძე

მოდი დავიწყოთ ბოდიშით! მინდა გაცნობოთ, რომ ვტოვებ პარტია “საქართველოსთვის” რიგებს და ვხდები თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დამოუკიდებელი წევრი, – წერს გახარიას პარტიის ყოფილი წევრი ივა ჩუბინიძე სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, 1 ოქტომბერი მნიშვნელოვანი თარიღია უახლეს ისტორიაში, რადგან ამ დღეს “ნაციონალური მოძრაობა” გაისტუმრეს პოლიტიკურ სანაგვეზე. მანვე აღნიშნა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება დიდი ევროპული ოჯახის ნაწილი მშვიდობით, ღირსებით […]
2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვებიდან 12 წელი გავიდა. წინ, ახალი გამარჯვებები გველოდება, რისთვისაც 26 ოქტომბრის არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს!

2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვებიდან 12 წელი გავიდა. წინ, ახალი გამარჯვებები გველოდება, რისთვისაც 26 ოქტომბრის არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს! 2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვებიდან 12 წელი გავიდა. წინ, ახალი გამარჯვებები გველოდება, რისთვისაც 26 ოქტომბრის არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს,- წერს „ქართული ოცნების” დეპუტატი და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე, სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, […]
მიხეილ სარჯველაძემ ხანდაზმულთა პანსიონატში მყოფ ბენეფიციარებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცა

1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა. ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძესთან და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან ერთად ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში იმყოფებოდა, სადაც ბენეფიციარებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „მინისტრი ხანდაზმულთა საჭიროებებს და პანსიონატში მოქმედ სამედიცინო სერვისების ხარისხს გაეცნო. მისი განცხადებით, ხანდაზმულთა უფლებების დაცვა […]
მთავრობის ადმინისტრაციაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია „სისხლის დონაციის ბანკის“ მიერ ორგანიზებულ სისხლის ჩაბარების აქციას შეუერთდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. გაღებული სისხლით შეივსება „სისხლის დონაციის ბანკის“ სარეზერვო მარაგი. „მოხარული ვართ, რომ მთავრობის ადმინისტრაცია შეუერთდა სისხლის ბანკის მიერ ორგანიზებულ სისხლის ჩაბარების აქციას. ამით კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ზრუნვას ჩვენი მოქალაქეების მიმართ. მისასალმებელია, რომ ამ აქციას ბევრი თანამშრომელი შეუერთდა და არის […]
თბილისის მერმა ისნის რაიონში ახალაშენებული საბავშვო ბაღი დაათვალიერა

თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად, ისნის რაიონში ახალაშენებული საბავშვო ბაღი დაათვალიერა. N124 ბაგა-ბაღი ვაზისუბნის დასახლებაში, აშოტ კურაპალატის ქუჩაზე აშენდა და აღსაზრდელების პირველი ნაკადი 16 სექტემბერს მიიღო. „ისნის რაიონში კიდევ ერთი ახალი ბაღი ავაშენეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ბაღი 290 ბავშვზეა გათვლილი. ამჟამად 150 ადგილია შევსებული და რეგისტრაცია ეტაპობრივად გრძელდება. […]
გიორგი კახიანი – არჩევნების შემდეგ ძალიან მალე დავუბრუნდებით მდგომარეობას, რაშიც აქამდე ვიყავით და იქნება წინსვლა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე

26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, რაც საერთაშორისო საზოგადოება დარწმუნდება, რომ ქვეყანაში ყველაზე დიდი მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“ აქვს, ურთიერთობები ჩვეულებრივ გაგრძელდება – არჩევნების შემდეგ, ძალიან მალე დავუბრუნდებით მდგომარეობას, რაშიც აქამდე ვიყავით და იქნება წინსვლა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, – ეს განცხადება პარლამენტში, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა გააკეთა. კახიანი დარწმუნებულია, რომ დასავლელი პარტნიორების მხრიდან სანქციებზე გახშირებული საუბარი და მათი […]