იაგო ხვიჩია – „ქართულმა ოცნებამ“ ბევრი იშრომა და იღვაწა იმისთვის, რომ სანქციები გამოემუშავებინა – „ოცნების“ გაუარესებული ქცევის დინამიკის გათვალისწინებით, სანქციებზე საუბარი ოდესღაც სერიოზულად დაიწყებოდა

„ქართულმა ოცნებამ“ ბევრი იშრომა და იღვაწა იმისთვის, რომ სანქციები გამოემუშავებინა – „ქართული ოცნების“ გაუარესებული ქცევის დინამიკის გათვალისწინებით, სანქციებზე საუბარი ოდესღაც სერიოზულად დაიწყებოდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ. ხვიჩიას თქმით, ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებზე ღია საუბარი არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს. „ამ სანქციებს „ქართული ოცნება“ საკუთარი მესიჯბოქსით უპირისპირდება. ამბობს, რომ ოპოზიციას ეხმარებიან… სინამდვილეში, მათი […]
ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით დანის წვერზე გვატარეს და უწყვეტი მშვიდობით და ეკონომიკური წინსვლით მოგვიყვანეს აქამდე

2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე რა პირობებშიც მოუწია მუშაობა მმართველ პარტიას, მხოლოდ სამშობლოზე შეყვარებულ, ერთი იდეის ქვეშ გაერთიანებულ გუნდს თუ შეეძლო. მათ ეს შეძლეს, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით დანის წვერზე გვატარეს და უწყვეტი მშვიდობით და ეკონომიკური წინსვლით მოგვიყვანეს აქამდე – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, 26 ოქტომბერს საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას, ამიტომ ყველა […]
მე სამი პრიორიტეტული მიმართულებით ვიმუშავებ – NATO-ს ახალი გენერალური მდივანი

იენს სტოლტენბერგმა NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობა მარკ რუტეს ოფიციალურად გადააბარა. „მე სამი პრიორიტეტული საკითხის მიმართულებით ვიმუშავებ. პირველი, ეს ძლიერი NATO-ს შენარჩუნებაა და იმის უზრუნველყოფა, რომ ჩვენი თავდაცვა ეფექტური და საიმედო დარჩეს. ეს მეტ ინვესტიციას მოითხოვს, რადგან მეტის გასაკეთებლად მეტი უნდა დავხარჯოთ. ჩემი მეორე პრიორიტეტი უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება და მისი NATO-სთან დაახლოებაა, რადგან ძლიერი და დამოუკიდებელი […]
ომბუდსმენი: არჩევნებში მონაწილეობა საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება საზღვარგარეთ მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა და სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია მის უზრუნველსაყოფად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ომბუდსმენი აღნიშნავს იმასაც, რომ მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დადგენილი პროცედურების დაცვა და რეგისტრაციის დროულად გავლა. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დადგენილი პროცედურების გავლის მიუხედავად, თუ თქვენი მონაცემები საარჩევნო […]
ლევან სანიკიძე – დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს დავასრულებთ ამ 12 წლიან სამარცხვინო ისტორიას, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა ჰქვია და ვერცერთი ხელისუფლება ვერასდროს გაბედავს საუბარს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობაზე

დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად 25 დღეში, 26 ოქტომბერს დავასრულებთ ამ 12 წლიან სამარცხვინო ისტორიას, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა ჰქვია და საქართველოში ვერცერთი ხელისუფლება ვერასდროს ვერ გაბედავს საუბარს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობაზე, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიის პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა. მისივე შეფასებით, „ხალხს, რომელსაც ივანიშვილის იმედი ჰქონდა და სჯეროდა „ქართული […]
“დაპირებებიდან ყველაზე ხმაურიანი იყო ის 100 ქარხანა, მთელი ღამე არ მაძინებდა” – ბორის ჩელე ყურუა

“იმ ქარხნების გუგუნი მთელი ღამე არ მაძინებდა” – ასე ეხმაურება კოალიცია “ცვლილებებისთვის” წევრი, ბორის ჩელე ყურუა “ოცნების” და ივანიშვილის 12 წლის წინ გაცემულ შეუსრულებელ დაპირებებს. 12 წლის წინ გაცემული დაპირებებიდან ყველაზე ხმაურიანი იყო ის 100 ქარხანა, რომელიც უნდა აეშენებინა და მთელი ღამე არ მაძინებდა გუშინ ამ ქარხნების გუგუნი. ყველაზე ხმაურიანი დაპირება ეს იყო. ის ხალხი, […]
“დაასანქცირეთ ივანიშვილი“ – EPP-ს რეზოლუცია დამტკიცებულია

„დაასანქცირეთ ოლიგარქი ივანიშვილი და ყველა, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას“ – არჩევნებამდე 25 დღით ადრე “ქართული ოცნების” წინააღმდეგ კიდევ ერთი უმწვავესი რეზოლუცია დამტკიცებულია. დოკუმენტის ინიციატორი ევროპარლამენტში ყველაზე მსხვილი პოლიტიკური გაერთიანება “ევროპის სახალხო პარტიაა“. ხაზს უსვამს იმ შესაძლებლობებს, რომლებზეც საქართველო მიიღებს წვდომას გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნისთანავე, მათ შორის ევროკავშირის სტრუქტურულ ფონდებზე, სამართლებრივი სისტემის, ფინანსური ინსტიტუტების, ინფრასტრუქტურისა და […]
“დიახ, ყველა მტყუანია და მე ვარ მართალი” – რაჟდენ კუპრაშვილი

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ TI-თან მიმართებით მისი გადაწყვეტილება რეპრესიული არ არის და ის უსაფუძვლო კრიტიკის მსხვერპლია. ჟურნალისტმა ანტიკორუფციული სამსახურის შეფს, საერთაშორისო გამოხმაურებები შეახსენა და ჰკითხა, “ამ შემთხვევაში, ყველა მტყუანია და თქვენ მართალი?” – რაზეც, კუპრაშვილმა უპასუხა – “დიახ, ყველა მტყუანია და მე ვარ მართალი”. “ის, რომ ამ გადაწყვეტილებას ვეძახით რეპრესიულს, ცოტა გასაკვირია. მოვისმინე ქალბატონი […]
ირაკლი კობახიძე ჩინეთს სახალხო რესპუბლიკის 75 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთს სახალხო რესპუბლიკის 75 წლის იუბილეს ულოცავს. მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ში ხაზს უსვამს საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა ამყარებს. „გულწრფელად გილოცავთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 75 წლის იუბილეს. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელსაც ამყარებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა, ხალხთა შორის ძლიერ კავშირებთან ერთად, […]
Galt & Taggart-მა ინფლაციის პროგნოზი 1.8%-მდე შეამცირა და ელის, რომ წელს რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე შენარჩუნდება

Galt & Taggart-მა მიმდინარე წლის ინფლაციის პროგნოზი შეამცირა, ხოლო რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად შენარჩუნებას ელის. ამის შესახებ ყოველთვიურ ეკონომიკურ მიმოხილვაშია ნათქვამი. წელს Galt & Taggart-ი 1.8%-იან საშუალოწლიურ ინფლაციას პროგნოზირებს, რაც 0.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია აქამდე არსებულ 2%-იან პროგნოზთან შედარებით. „2024 წლის აგვისტოში წლიური ინფლაცია 1%-მდე შენელდა, წინა თვეში დაფიქსირებული 1.8%-ის შემდეგ. ინფლაციის შენელება ძირითადად განაპირობა ადგილობრივი […]