ინგლისის ბანკში მიიჩნევენ, რომ გლობალური ბაზრები მკვეთრი კორექტირების რისკის წინაშე დაუცველია

გლობალური აქტივების ფასები რჩება ამაღლებული და შესაძლოა მნიშვნელოვანი ვარდნა იყოს გეოპოლიტიკური რისკების მზარდი შეშფოთების ფონზე – მიიჩნევენ ამბობენ ინგლისის ბანკის ანალიტიკოსები. „რამდენიმე აქტივების, განსაკუთრებით აქციების შეფასება, აგვისტოში კლების შემდეგ სწრაფად დაბრუნდა მაღალ დონეზე. ბაზრები რჩება დაუცველი მკვეთრი კორექტირების მიმართ“, – ნათქვამია ბრიტანეთის ცენტრალური ბანკის ფინანსური პოლიტიკის კომიტეტის კვარტალურ ანგარიშში. „გლობალური მოწყვლადობა რჩება მნიშვნელოვანი, ისევე როგორც […]

რუსული მხარის ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე 113 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

საჰაერო თავდაცვის სისტემებმა წუხელ ბელგოროდის, ვორონეჟის, კურსკისა და ბრიანსკის ოლქებში 113 უკრაინული დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს 113 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი: 73 უპილოტო საფრენი აპარატი ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე, 25 უპილოტო საფრენი აპარატი ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე, 14 – კურსკის ოლქის ტერიტორიაზე და ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ბრიანსკის ოლქში“, […]

დღეს თბილისის ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 3 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თელეთის, ქუმსიაშვილის, ბერძნის, დეკაბრისტების, ოპიზრების, საბანაძის, ცურტაველის, გრიშაშვილის, ნიშნიანიძის, წალკის, ლორთქიფანიძის და შატაიძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, გულუას, I ხეივნის და საბატონოს ქუჩების მოსახლეობას. […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, 2 ოქტომბერს, 12:00-დან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებს შეეზღუდება. მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამოა ელექტრო ენერგიის მიწოდება მცხეთისა და სოფელი დიღმის აბონენტებსაც შეუწყდებათ. „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 ოქტომბერს 12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ბარისახო, კორშა, როშკა, მაღაროსკარი, კმოსტი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან […]

არარატ მირზოიანი – ვხედავთ, რომ აზერბაიჯანს არ სურს, ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას

სომხეთი ვერ ხედავს აზერბაიჯანის მხრიდან პოლიტიკურ ნებას სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერისთვის, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა ვარშავაში, უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართული პანელური დისკუსიის დროს განაცხადა. „არსებობს აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების თითქმის საბოლოო პროექტი, მაგრამ არ არის ხელმოწერილი, რადგან აზერბაიჯანი ყოველ ჯერზე ახალ წინაპირობებს აჩენს. ჩვენ ვხედავთ, რომ მათ არ სურთ ხელი […]

ისრაელმა ბეირუთის ცენტრს დაარტყა

ისრაელმა იერიში მიიტანა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის ცენტრზე. თავდაცვის ძალების თანახმად, ავიადარტყმის სამიზნე იყო ჰეზბოლას ერთ-ერთი ობიექტი. BBC-ს, Reuters-ის და CNN-ის წყაროთა ინფორმაციით, ეს ობიექტი ჰეზბოლას სამედიცინო ცენტრია. შენობა მდებარეობს ლიბანის პარლამენტის და გაეროს ოფისის მახლობლად. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის ავიადარტყმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 6 და დაიჭრა 11 ადამიანი. 30 სექტემბრის შემდეგ ეს მეორე […]

ისრაელმა ბეირუთის ცენტრალურ ნაწილს დაარტყა, დაიღუპა ექვსი ადამიანი

ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის ცენტრალური ნაწილი დაბომბა, რის შედეგადაც სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა და 7 დაიჭრა, – ინფორმაციას Reuters-ი ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. ისრაელმა განაცხადა, რომ მან ზუსტი საჰაერო დარტყმა განახორციელა ბეირუთზე. Reuters-ს თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ მასიური აფეთქების ხმა გაიგონეს. უსაფრთხოების სამსახურის წყარომ კი სააგენტოსთან საუბარში განაცხადა, რომ თავდასხმის სამიზნე ბეირუთის […]

კიევზე დრონებით შეტევა იყო, ხარკოვი დაიბომბა

სულ მცირე 10 ადამიანი დაშავდა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე რუსეთის მორიგი შეტევისას. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხარკოვზე დარტყმა იყო 2 ოქტომბერს ღამით და დღეს, 3 ოქტომბერს დილით. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვს მართვადი საავიაციო ბომბებით შეუტიეს. ერთ-ერთი 5-სართულიან სახლს მოხვდა. დილით დარტყმა იყო ელექტროგადამცემ ხაზებზე. გასული ღამის განმავლობაში რუსეთის სამხედრო ძალები უპილოტო საფრენი აპარატებით უტევდნენ […]

„დიდი შვიდეული“ – ახლო აღმოსავლეთში რეგიონული კონფლიქტი არავის ინტერესშია და დიპლომატიური გადაწყვეტა ჯერ კიდევ შესაძლებელია

“დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა მკაცრად დაგმეს ირანის სარაკეტო თავდასხმა ისრაელზე და გამოთქვეს იმედი, რომ ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დიპლომატიური გადაწყვეტილებების მეშვეობით დეესკალაცია მოხდება, – ამის შესახებ აღნიშნულია „დიდი შვიდეულის“ განცხადებაში, რომელიც საგანგებო სატელეფონო კონფერენციის შემდეგ გავრცელდა. „ლიდერებმა მტკიცედ დაგმეს ირანის თავდასხმა ისრაელის წინააღმდეგ. შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშაონ რეგიონულ დონეზე დაძაბულობის შემცირების მიზნით. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რეგიონის […]

ისრაელში, ბათ-იამიზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ქალაქ ბათ-იამიზე ორი დრონის გამოყენებით იერიში განხორციელდა, რის გამოც საჰაერო განგაში გამოცხადდა. თავდაცვის ძალების ცნობით, ერთი დრონი საჰაერო ძალებმა შეაჩერეს, მეორე კი ღია ტერიტორიაზე დაეცა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ისრაელელი ებრაელები როშ-ჰაშანას დღესასწაულს, ებრაულ ახალ წელს აღნიშნავდნენ.