რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, დაშავდა 10 ადამიანი – ნანგრევების ქვეშ, შესაძლოა, ადამიანები იყვნენ მოყოლილი

რუსულმა ძალებმა ხარკოვს მართვადი ავიაბომბებით დაარტყეს, დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის 3 წლის ბავშვი, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვის განცხადებით, განხორციელდა იმ საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებთა ევაკუაცია, რომელსაც მართვადმა ავიაბომბმა დაარტყა და ასევე მიმდებარე კორპუსების მცხოვრებლების, რომელთა ბინები აფეთქების შედეგად დაზიანდა. ამასთან, ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა აღნიშნა, რომ დანგრეული კორპუსის […]
ჩემპიონთა ლიგა. II ტური: კიტეიშვილის “შტურმი” დამარცხდა – “რეალმაც” წააგო და “ბაიერნმაც” [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში, მეორე სათამაშო დღეს დარჩენილი 4 მატჩი გაიმართა. „შტურმი“ საკუთარ მოედანზე „ბრიუგესთან“ 0:1 დამარცხდა. მასპინძელთა გუნდში ოთარ კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა. „შტურმი“ უქულოდაა და მომდევნო შეხვედრას ტურნირზე 22 ოქტომბერს სახლში „სპორტინგთან“ ჩაატარებს. „ასტონ ვილამ“ „ბაიერნს“ 1:0 სძლია, „ლილმა“ კი ამავე ანგარიშით „რეალს“ მოუგო. „იუვენტუსი“ მეკარე დი გრეგორიუს გაძევების გამო 59-ე წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში […]
გიორგი მარგველაშვილი – ახლა მთავარია გამარჯვება და გადარჩენა იმ კატასტროფული გეგმიდან, რომელიც „ოცნებამ” საქართველოს ანექსირებისთვის შეიმუშავა – არ მაქვს ნათელი პოზიცია რა თანამდებობაზე მექნება პრეტენზია, დღეს ვარ მხოლოდ ბრძოლის ჟინზე

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” უამრავ წევრთან ვმუშაობდი მანამდეც, ყველა იყო ჩემი გუნდის წევრი და ჩემი გუნდი არ იყო ის გუნდი, რომელმაც საქართველოს ის უბედურება მოუტანა, რასაც “ქართული ოცნების” პოლიტიკა ჰქვია, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი მარგველაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა. მან ასევე ისაუბრა გაერთიანებაში თავის როლზე, თუმცა, აღნიშნა, […]
ხათუნა ლაგაზიძე – ხელისუფლებას მოუწია ჩვენი სიმართლის აღიარება – თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გავიმარჯვეთ, გაიმარჯვა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ და ხალხმა

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ და ჩვენი სახით გაიმარჯვა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ და ქართველმა ხალხმა, – ამის შესახებ „აირჩიე ევროპის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ხათუნა ლაგაზიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელისუფლებას მესამე სექტორის სიმართლის აღიარება მოუწია. „მოგესალმებით გამარჯვებულების სახელით. ჩვენ, „აირჩიე ევროპა“ ვიყავით სახელმწიფო რეპრესიების პირველი სამიზნე. 6 სექტემბერს დაიწყო ეს […]
როგორი შეფასება მიიღო კიტეიშვილმა ბრიუგესთან“ მატჩში?

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „შტურმი“ საკუთარ მოედანზე „ბრიუგესთან“ 0:1 დამარცხდა, უქულოდაა და მომდევნო შეხვედრას ტურნირზე 22 ოქტომბერს სახლში „სპორტინგთან“ ჩაატარებს. მასპინძელთა გუნდში ოთარ კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა. მისი გარჯა ანალიტიკურმა სიტებმა შეაფასეს: sofascore 6.9, flashscore 6.6, whoscored 6.3. გრაცული გუნდი ავსტრიის ბუნდესლიგაში 8 ტურის შემდეგ 16 ქულით ლიდერია და 6 ოქტომბერს “ზალცბურგს” უმასპინძლებს.
ჩემპიონთა ლიგა. II ტური: კიტეიშვილის “შტურმი” დამარცხდა – “რეალმაც” წააგო და “ბაიერნმაც”

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში, მეორე სათამაშო დღეს დარჩენილი 4 მატჩი გაიმართა. „შტურმი“ საკუთარ მოედანზე „ბრიუგესთან“ 0:1 დამარცხდა. მასპინძელთა გუნდში ოთარ კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა.. „შტურმი“ უქულოდაა და მომდევნო შეხვედრას ტურნირზე 22 ოქტომბერს სახლში „სპორტინგთან“ ჩაატარებს. „ასტონ ვილამ“ „ბაიერნს“ 1:0 სძლია, „ლილმა“ კი ამავე ანგარიშით „რეალს“ მოუგო. „იუვენტუსი“ მეკარე დი გრეგორიუს გაძევების გამო 59-ე წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში […]
რას ამბობს ცესკოს თავმჯდომარე უცხოეთში უბნების გახსნასთან დაკავშირებულ პრობლემებზე

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ირწმუნება, რომ უცხოეთში დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას “კანონმდებლობა არ ითვალისწინებს” და პრობლემებზე საუბრისას “საზოგადოების შეცდომაში შეყვანაზე” მიუთითებს. ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ ფორმულას ეთერში ისაუბრა. კალანდარიშვილი ამტკიცებს, რომ “შესაბამისად დაინტერესებული პირები ემოციური პედალირებით ცდილობენ სხვა საკითხების გადაფარვას” და ამას “საფუძველს მოკლებულს” უწოდებს. “სამწუხაროდ, ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც უცხოეთში იმყოფებიან, რიგ შემთხვევაში, პირდაპირ ვიტყვი, […]
“უოტფორდმა” 0:3 წააგო – ჩაკვეტაძე თავის გუნდში საუკეთესო იყო

ჩემპიოშიფის მერვე ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე „პრესტონთან“ 0:3 დამარცხდა. სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა და თავის გუნდში საუკეთესო იყო – შეფასებები: sofascore 7.6, whoscored 7.1, flashscore 7.1. „უოტფორდი“ 13 ქულით მერვე ადგილზეა და 5 ოქტომბერს „მიდლსბროს“ უმასპინძლებს. პრესტონი – უოტფორდი 3:0 გოლები: 1:0 ოსმაჯიჩი (53), 2:0 ოსმანჯიჩი (65), 3:0 მაკენი (74)
დღეს საქართველოში სტაბილურობის და მშვიდობის შენარჩუნება არა მხოლოდ ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოებისთვის

დღეს საქართველოში სტაბილურობის და მშვიდობის შენარჩუნება არა მხოლოდ ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოებისთვის, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა დუბლინში, ევროპის საპარლამენტო ასამბლეის შემოდგომის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. „კონფლიქტი, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, საქართველოს ორი რეგიონის რუსეთის მიერ ოკუპაცია, ეს არის ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ჩემი ქვეყანა უკვე 3 ათწლეულია დგას. […]
აუცილებელია, რომ იმ რეჟიმს დაერქვას თავისი სახელი. ყველა ელოდება ამ პროცესს და ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დანაპირები „ქართული ოცნების“

აუცილებელია, რომ იმ რეჟიმს დაერქვას თავისი სახელი. ყველა ელოდება ამ პროცესს, – განაცხადა ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“- ში. მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს და ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ამ დანაპირების აღსრულებას უამრავი ადამიანი ელოდება, რომელიც ამ რეჟიმის მსხვერპლი გახდა. „აუცილებელია, რომ იმ რეჟიმს დაერქვას თავისი სახელი. ის რაც ბიძინა ივანიშვილმა დაჰპირდა საზოგადოებას, […]