„როგორ წარმოგიდგენიათ, რაჟდენმა ეს გადაწყვეტილება თვითონ მიიღო?“ – გახარია

„საქმე გვაქვს აბსოლუტურად დისფუნქციურ სახელმწიფო ინსტიტუტებთან. მოშლილ სახელმწიფო ინსტიტუტებთან. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ რაჟდენმა ეს გადაწყვეტილება, რომ „გამჭვირვალობისთვის“ და კიდე სხვა ორგანიზაციებისთვის საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტების სტატუსი მიენიჭებინა, თვითონ მიიღო? რა თქმა უნდა, თვითონ არ გადაუწყვეტს, მან ეს დავალება მიიღო“ – განაცხადა რადიო “ფორტუნას” პირდაპირ ეთერში გიორგი გახარიამ. პარტია “გახარია – საქართველოსთვის” ლიდერი გადაცემაში “დღის თემა” […]
„ახლა ფიქრობს – “არც იქინე მიმიღონ, ვერც აქანე გავჩერდე, საით წევიდე, არ ვიცი…”- ხუხაშვილი ივანიშვილზე

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს: მაინც რატომ დააკორექტირა ბოლო ორი დღის განმავლობაში ბიძინამ საკუთარი მესიჯ-ბოქსი გარკვეული შერბილების მიმართულებით? ჩემის აზრით, საქმე იმაში გახლავთ, რომ მას ფსონი დადებული ჰქონდა ამომრჩევლისთვის ტვინის გამორეცხვაზე ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის თემაზე. ის ფიქრობდა, რომ რუსეთი დაეხმარებოდა ამ ნარატივის დანერგვაში, ჩაატარებდა ოპერაციას “გარეჯი საქართველოა-2” გაზრდილი ფსონებით და ამით გააპრავებდა საკუთარ […]
შერმადინის “ტენერიფემ” ჩემპიონთა ლიგა გასვლითი გამარჯვებით დაიწყო

გამარჯვებით დაიწყო ფიბა-ს ჩემპიონთა ლგა გიორგი შერმადინის “ლაგუნა ტენერიფემ”. ესპანური კლუბი ევროტურნირის პირველ მატჩში სტამბოლში “ქარშიაქას” დაუპირისპირდა და 87:76 დაამარცხა. ქართველი ცენტრი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 14:10 წუთი გაატარა. გიორგის თამაშიდან არ შეუტევია, მან 4 ცდიდან 3 საჯარიმო ჩააგდო, რასაც 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაყოლა. პასივში შერმადინს 2 დაკარგვა და ამდენივე ჯარიმა […]
ჯიმ ო’ბრაიენი დღეს ბოდბელ მთავარეპისკოპოსს, მეუფე იაკობსა და „დემოკრატიისა და განვითარების ცენტრის“ აღმასრულებელ დირექტორს, ქეთევან ჩაჩავას შეხვდება

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯიმ ო’ბრაიენი დღეს, სახელმწიფო დეპარტამენტში ბოდბელ მთავარეპისკოპოსს, მეუფე იაკობსა და „დემოკრატიისა და განვითარების ცენტრის“ აღმასრულებელ დირექტორს, ქეთევან ჩაჩავას შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაცია თავად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზეა განთავსებული. შეხვედრა თბილისის დროით 19:30 საათზეა ჩანიშნული.
ჯულიან ასანჟი პოლიტპატიმრად აღიარეს

ჯულიან ასანჟი პოლიტპატიმრად აღიარეს. გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო. რეზოლუციას 88 დეპუტატმა 20-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი. კიდევ 20-მა ევროპელმა კანონმდებელმა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა – ინფორმაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ასანჟის მიმართ გამოყენებული სასჯელი შეუსაბამოა მის ჟურნალისტურ საქმიანობასთან. კომიტეტმა ასევე ღრმა მწუხარება გამოთქვა ჟულიან ასანჟის მიმართ საპატიმროში […]
რუსეთის რეგიონებზე დრონებით მასირებული შეტევა იყო

რუსეთის რამდენიმე რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა იყო. თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 3 ოქტომბერს, დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 113 უკრაინული დრონი, მათ შორის 73 ბელგოროდის ოლქში, 25 – ვორონეჟში, 14 – კურსკის ოლქში და 1 – ბრიანსკში. ხმელეთზე შედეგების შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არაფერს იუწყება. ვორონეჟის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ […]
წილოსანი: ყველა იმპულსი, რომელიც დაეხმარება ტერიტორიულ მთლიანობას, იქნება გამოყენებული

ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ “ყველა იმპულსი, რომელიც შეიძლება პოზიტიურად დაეხმაროს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ყოველთვის იქნება გამოყენებული”. წილოსანი მმართელი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის რიტორიკას ავითარებს და ამბობს, რომ “ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ფანჯარას” ახლა ხედავენ. “რას ლაპარაკობთ, როგორ შეიძლება რომ პოზიტიურად შევაფასოთ, ჩვენ უბრალოდ […]
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

3 ოქტომბერს ქუთაისში +26 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ოზურგეთში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14. ბათუმში დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის. მზიანი დღეა ფოთში. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. […]
რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 3 ოქტომბერს – ვალუტის კურსი

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 3 ოქტომბერს – ეროვნული ბანკის ოფიციალური, განახლებული მონაცემებით: 1 აშშ დოლარი – 2.7327; 1 ევრო – 3.0251; 1 ფუნტი – 3.6296; 1 ლირა კი 0.0798 ლარი ეღირება.
პარლამენტში დღეს 2025 წლის ბიუჯეტის პირველად ვერსიაზე იმსჯელებენ

საკანონმდებლო ორგანოში 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის საკომიტეტო განხილვები იწყება. ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე დეპუტატები დღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ. ბიუჯეტის პარამეტრებს კანონმდებლებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე წარუდგენს. ბიუჯეტის ხარჯვითი წილი 2024 წელთან შედარებით 2 მილიარდ 400 მილიონი ლარითაა გაზრდილი და ჯამურად 31 მილიარდ 200 მილიონ ლარს შეადგენს. დაფინანსება იზრდება […]