“ევროპის თასზე” ქართველმა მოფარიკავეებმა გუნდური მესამე ადგილი მოიპოვეს

ფარიკაობის ფედერაციის დარბაზში კადეტებს შორის ხმლით ფარიკაობაში საერთაშორისო ტურნირი “ევროპის თასი” გუნდური ასპარეზობით დასრულდა. ქართველმა მოფარიკავეებმა გუნდური მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 🇹🇷 🥇თურქეთი 🇹🇷 🥈თურქეთი 2 🇬🇪 🥉საქართველო მეოთხე ადგილი – თურქეთი3, მეხუთე – თურქეთი4, მეექვსე – აზერბაიჯანი, მეშვიდე ადგილი – თურქეთი 5, მერვე – საქართველო2. შეჯიბრის დასკვნით დღეს ერთმანეთს, ხმლით მოფარიკავე გოგონებიც […]

ახალი ელექტრონული საშუალება – საარჩევნო კომპასი საქართველო 2024 ამოქმედდა

საქართელოში ამოქმედდა ახალი ელექტრონული საშუალება – საარჩევნო კომპასი საქართველო 2024, რომელიც მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას პოლიტიკური პარტიების პოზიციებზე და დაეხმარება იმის აღმოჩენაში, თუ რომელი პარტიის ხედვები და პრიორიტეტები დგას ყველაზე ახლოს მასთან. საარჩევნო კომპასი საქართველო არის უპარტიო, ელექტრონული საშუალება – აპლიკაცია ხელმისაწვდომი 4 ოქტომბრიდან გახდა [ბმულზე – geocompass.ge]. ის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიას […]

ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო – სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პირველი სხდომა სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება, ვინაიდან საქმე დაზარალებული პირების პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, ერთ მოწმეს დაკითხავენ. დაკავებული ცოლ-ქმრიდან ბრალს მხოლოდ მარიამ იაშვილი აღიარებს, უჩა აბაშიძე დუმილის უფლებით სარგებლობს. სასამართლო სხდომას […]

“გუშინ კალაძე, დღეს მოჭიდავეები, ასე გვენგრევა თავზე ყველაფერი!” – ლევან ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე როდესაც მმართველი პარტიის გენერალური მდივანი მთელი მთავრობის სახელით მიესალმება განცხადებას, სადაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ, მეზობელ ქვეყნებად არიან მოხსენიებულნი, რა გასაკვირია, რომ მოჭიდავეებმაც პრობლემად აღარ მიიჩნიონ ისეთ ტურნირში მონაწილება, სადაც სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ჩვენს მეზობელ ქვეყნებად და მოასპარეზეებად არიან მიჩნეულნი. გუშინ კალაძე, დღეს მოჭიდავეები, ხვალ უკვე გაეროში მათ გაწევრიანებას შეიძლება […]

ვაგრძელებთ არჩევნების დაკვირვებას – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) განცხადებით, ვინაიდან ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის და მისი აღმასრულებელი დირექტორის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა, საპარლამენტო არჩევნებს ორგანიზაციის სახელით დააკვირდებიან. „ანტიკორუფციულმა ბიურომ 4 ოქტომბერს ოფიციალურად გვაცნობა, რომ მისმა უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა გააუქმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და მისი აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება სპეციალური სტატუსის მინიჭების შესახებ. შესაბამისად, ორგანიზაციას და […]

გერმანიის ელჩი – ევროკავშირში გაწევრიანება ნებაყოფლობითია, არავის აიძულებენ გაწევრიანებას – თუ მისგან პირს შეიბრუნებთ – შეიბრუნებთ, არ იქნებით ევროკავშირის წევრი

ევროკავშირში გაწევრიანება ნებაყოფლობითია, არავის აიძულებენ ევროკავშირში გაწევრიანებას, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვაზე, რა მოხდება, თუკი საქართველო და მომავალი მთავრობა პირს შეიბრუნებს ევროკავშირისგან და გაქვთ თუ არა ინსტრუმენტები იმისთვის, რომ საქართველო ამ კურსისკენ დააბრუნოთ, ელჩმა უპასუხა: „ევროკავშირში გაწევრიანება ნებაყოფლობითია, არავის აიძულებენ ევროკავშირში გაწევრიანებას. საქართველომ განაცხადი შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანებაზე. თუ პირს […]

ბოლივიის ყოფილ პრეზიდენტს, ევო მორალესს მოზარდის გაუპატიურებაში სდებენ ბრალს

ბოლივიის ყოფილ პრეზიდენტს, ევო მორალესს მოზარდის გაუპატიურებაში სდებენ ბრალს. France 24-ის ინფორმაციით, მორალესმა გოგონაზე მაშინ იძალადა, როდესაც არასრულწლოვანი – 15-16 წლის იყო. გამოცემა იტყობინება, რომ გოგონა დაფეხმძიმდა და ბავშვის დაბადების მოწმობაში მამად ევო მორალესი ჩაწერეს. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მორალესმა სოციალურ ქსელში ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ მოქმედი ხელისუფლება მის გაჩუმებას ცდილობს. ევო მორალესი ბოლივიის […]

პეტერ ფიშერი „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებზე – საკითხები, რაც საქართველოს მოქალაქეების წინაშე დგას რთულია და ეს არ არის მხოლოდ ომი თუ მშვიდობა, სწორია თუ არასწორია

ევროკავშირის ლიბერალურ დემოკრატიებში ჩვენ ვცდილობთ თავიდან ავიცილოთ ზედმეტი პოლარიზაცია, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც მან უპასუხა „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერების შესახებ დასმულ შეკითხვას, რომლებზეც უკრაინის განადგურებული კადრების პარალელურად, საქართველოში არსებული მშვიდობიანი მდგომარეობაა ასახული. „ის საკითხები, რაც საქართველოს მოქალაქეების წინაშე დგას, ყველა თქვენგანის წინაშეა, რთულია და ეს არ არის მხოლოდ ომი თუ […]

“აი ეს თუ გინდათ აქ მოხდეს, მიეცით ხმა რუსულ ოცნებას!” – ლიკა ბასილაია

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ლიკა ბასილაია-შავგულიძე: ოკუპირებულ უკრაინულ ქალაქ ლისიჩანსკში რუსებს იძულებით მიჰყავთ რუსულ ჯარში 17 და 18 წლის ბიჭები და გოგოები… აი ეს თუ გინდათ აქ მოხდეს, მიეცით ხმა რუსულ ოცნებას! პ.ს. არ მითხრათ ახლა, რომ ქოცები რუსებს რაიმე სურვილის შესრულებაზე უარს ეტყვიან!

ქართველი მოჭიდავეები მონაწილეობდნენ შეჯიბრში, რომელშიც ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ ქვეყნებად წარდგნენ

პუბლიკას ინფორმაციით, ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მონაწილეობა მიიღეს 1-2 ოქტომბერს ვლადიკავკაზში გამართულ შეჯიბრებაში. ტურნირში ასევე მონაწილეობდნენ მოჭიდავეები რუსეთიდან, ასევე, საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან – აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ტურნირზე დამოუკიდებელ ქვეყნებად იყო წარმოჩენილი. საქართველოს სახელით ტურნირში მონაწილეობდნენ: · მელაძე ა. · ჯიოევი დ. · ელბაქიძე გ. · კობახიძე საბა · ბეშიძე ნ. […]