დანიაში ქართული კულტურის დღეები წარმატებით დასრულდა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დანიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გამართული ქართული კულტურის დღეები 3 ოქტომბერს დასრულდა. ღონისძიებების მიმდინარეობისას საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და დანიის კინოინსტიტუტის სინემათეკის პარტნიორობით გაიმართა ქართული ფილმების ჩვენება და კულტურული პროგრამა დასრულდა ნანა მჭედლიძის ფილმის – „პირველი მერცხლის“ ჩვენებით. ქართული კულტურის დღეებმა ევროპელი სტუმრების […]

“შეკითხვები ხვიჩას ფიზიკურ მომზადებასთან გვქონდა”… – ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

“ერთა ლიგაზე” უკრაინასა და ალბანეთთან ჩასატარებელი მატჩების წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს. ვილი სანიოლი: “ზაფხულის შემდეგ ახალი გამოწვევისადმი ფეხბურთელების მიდგომა ძალიან მაინტერესებდა. მოლოდინი გადაჭარბებით განხორციელდა. სექტემბერი ჩვენი განვითარების გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯი იყო. ჩვენი პროგრესი გრძელდება. მიქაუტაძე მართლაც რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ყველაფერი ისევ მასზეა […]

LVMH „ფორმულა 1“-ის პარტნიორი გახდა

ფუფუნების საქონლის ფრანგული მწარმოებელი LVMH Moet Hennessy Louis Vuitton SE–მ ათწლიანი პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა Liberty Media-სთან – „ფორმულა 1“-ის რბოლების ორგანიზატორთან. მხარეთა ერთობლივი პრესრელიზის თანახმად, შეთანხმება მომავალი სეზონის დასაწყისში დაიწყებს მოქმედებას და მოიცავს LVMH ბრენდების ყოფნას სარბოლო ღონისძიებებზე, შეზღუდული თემატური კოლექციების და ექსკლუზიური კონტენტის შექმნას. გარიგების ფინანსური პირობები და სხვა დეტალები არ ხმაურდება. ახალი ინფორმაცია […]

თიბისის მხარდაჭერით, პრაღაში Ska Juice Bar-ის ორი ფილიალი გაიხსნა

თიბისის მხარდაჭერით, Ska Juice Bar-ის საზღვრები გაფართოვდა და მისი უახლესი ფილიალი უკვე პრაღაში გაიხსნა. ხოლო მიმდინარე თვეში ამავე ქალაქში მეორე ფილიალსაც გახსნიან. „დაარსების პირველივე დღიდან ვიცოდით, რომ საქართველოს ფარგლებს გავცდებოდით და ცენტრალურ თუ აღმოსავლურ ევროპის ბაზრებზე გავიდოდით“, — აღნიშნავს გიორგი ტალახაძე, Ska Juice Bar-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. ოთხი წლის თავზე კი სწორედ ამ მიზნების […]

ევროკავშირი შესაძლოა, მოკვდეს, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტის ზღვარზე ვიმყოფებით – საფრანგეთის პრეზიდენტი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ეგზისტენციალურ კრიზისის წინაშე დგას, რადგან ის ეკონომიკური თვალსაზრისით და ინვესტიციების მოცულობით აშშ-ს და ჩინეთს ჩამორჩება. სტატიას Politico ავრცელებს. ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ 27 ქვეყნისგან შემდგარი ბლოკი მოწყვლად მდგომარეობაშია ზედმეტი რეგულაციების, არასაკმარისი ინვესტიციებისა და შიდა განხეთქილებების გამო. „ევროკავშირი შესაძლოა მოკვდეს, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტის ზღვარზე ვიმყოფებით. ჩვენი წინა მოდელი […]

აშშ-ს ელჩი – ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გუნდს ამერიკის საელჩოში, ჩვენ ვართ ერთი გუნდი, საელჩოში გვაქვს ერთი მისია და ვმუშაობთ ერთად – უკიდურესად ამაყი ვარ მათ მიერ ჩატარებული სამუშაოთი

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გუნდს ამერიკის საელჩოში, ჩვენს ადგილობრივ თანამშრომლებს საქართველოში და ამერიკელ თანამშრომლებს, რომლებიც ძალიან მჭიდროდ მუშაობენ ერთად. ჩვენ ვართ ერთი გუნდი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გვაქვს ერთი მისია და ვმუშაობთ შეუფერხებლად, ერთად და უკიდურესად ამაყი ვარ მათ მიერ ჩატარებული სამუშაოთი, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რობინ დანიგანმა „საარჩევნო კომპასი […]

მოვუწოდებ ამერიკის საელჩოს, დაიბრუნოს ფეისბუქ გვერდის მართვის ფუნქცია „ნაცმოძრაობისგან“ – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ეხმიანება აშშ-ის საელჩოს მიერ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ მორიგ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ „დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ“. მდინარაძე მოუწოდებს საელჩოს, დაიბრუნოს საკუთარი ფეისბუქ-გვერდის მართვის ფუნქცია „ნაციონალური მოძრაობისგან“, რომელმაც ზემოთ აღნიშნული განცხადებით იერიში მოლდოვაზე, უკრაინაზე და იმ ევროპულ დემოკრატიებზე მიიტანა, სადაც ათეულობით პარტიაა აკრძალული. „მოვუწოდებ ამერიკის საელჩოს, დაიბრუნოს გვერდის მართვის ფუნქცია ნაცმოძრაობისგან, […]

ჰერჩინსკი: ევროკავშირი არის გლობალური მშვიდობის პარტია

საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებებს ბრიუსელზე „გლობალური ომის პარტიის“ გავლენების შესახებ, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი გამოეხმაურა. დიპლომატმა საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია გაიხსენა. „ევროკავშირი არის გლობალური მშვიდობის პარტია. ჩვენ ვიცით, სად არის გლობალური ომის პარტია, ის არის მოსკოვში. რუსეთია, ვინც საქართველოში შეიჭრა 2008 წელს, რუსეთია, ვინც შეიჭრა აღმოსავლეთ უკრაინაში და მოახდინა ყირიმის ანექსია […]

TI: უკანონო გადაწყვეტილების უკან წაღების შემდეგ, ვაგრძელებთ არჩევნების დაკვირვებას

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს განცხადებით, ანტიკორუფციულმა ბიურომ მათ წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა, რომელიც ორგანიზაციისა და მისი აღმასრულებელი დირექტორისთვის, ეკა გიგაურისთვის, სპეციალური სტატუსის მინიჭებას გულისხმობდა. “ანტიკორუფციულმა ბიურომ 4 ოქტომბერს ოფიციალურად გვაცნობა, რომ მისმა უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა გააუქმა საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა და მისი აღმსარულებელი დირექტორის ეკა გიგაურის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება სპეციალური სტატუსის მინიჭების შესახებ. შესაბამისად, ორგანიზაციას […]

“ვის ტვინში იხარშება მსგავსი სიბოროტე” – ზურა ხაჩიძე

“ვის ტვინში იხარშება მსგავსი სიბოროტე” – ზურა ხაჩიძე გუშინდელი ღამიდან არ გაჩერებულა ტელეფონი და ძალიან ბევრი ადამიანი შეწუხდა ჩემზე გავრცელებული არასწორი ინფორმაციით. მადლობა ღმერთს კარგად ვარ და მტრის ჯინაზე კარგად ვიქნები.უბრალოდ ვერ ვხდები ესეთი რამე რატო უნდა მოგინდეს ადამიანს ან ვის ტვინში იხარშება მსგავსი სიბოროტე. მადლობა ყველას სიყვარულისთვის და გვერდში დგომისთვის.