რობინ დანიგანი – ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ქვეყნებში სამართლიანი არჩევნები ჩატარდება და მოვლენ ხელისუფლებები, რომლებიც ხალხის ნებასა და სურვილს ასახავენ – ვიმედოვნებ, ქართველ ამომრჩეველს ეცოდინება, რას აძლევს ხმას

ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ქვეყნებში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება, რომელიც შედეგად მოიტანს ხელისუფლებას, რომელიც ხალხის ნებასა და სურვილს ასახავს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რობინ დანიგანმა “საარჩევნო კომპასი საქართველო 2024“-ის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ელჩმა აღნიშნა, ძალიან კრიტიკულია, ამომრჩეველს ხმის მიცემისას ესმოდეს, ვის აძლევენ ხმას და რის გაკეთებას აპირებს მათთვის მათი წარმომადგენელი […]
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დაკვირვებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება. აღნიშნულის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ ინფორმაციას „ფეისბუქზე“ ავრცელებს. „ანტიკორუფციულმა ბიურომ 4 ოქტომბერს ოფიციალურად გვაცნობა, რომ მისმა უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა გააუქმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა” და მისი აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება სპეციალური სტატუსის მინიჭების შესახებ. შესაბამისად, ორგანიზაციას და მის დირექტორს მოხსნილი აქვთ სტატუსი, რაც ხელს უშლიდა […]
ლევან დავითაშვილი – კომპანია Gebrüder Weiss-ის საქართველოში საქმიანობის გაფართოება ნიშნავს, რომ ქვეყანა ეტაპობრივად მართლაც გლობალურ სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ჰაბად ყალიბდება

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ავსტრიული ლოგისტიკური კომპანია Gebrüder Weiss-ის (გებრუდერ ვაისი) თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის ახალი ტერმინალის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგის განვითარების და ზოგადად საქართველოს, როგორც საერთაშორისო სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბად ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, […]
ირაკლი ფავლენიშვილი – აშშ საქართველოში დემოკრატიას რომ უჭერს მხარს, მათ შორის, საელჩოს „ქარდებითაც“ და განცხადებებითაც, ბუნებრივია, რადგან ის თავისუფლებისა და დემოკრატიის ყველაზე დიდი ქომაგია მსოფლიოში

აშშ საქართველოში დემოკრატიას რომ უჭერს მხარს, მათ შორის, საელჩოს „ქარდებითაც“ და განცხადებებითაც, ბუნებრივია, რადგან ის თავისუფლებისა და დემოკრატიის ყველაზე დიდი ქომაგია მსოფლიოში, -ასე გამოეხმაურა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი აშშ-ის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში ბოლო დროს გამოქვეყნებულ პოსტებსა და „ქარდებს“. ამასთან, მისივე თქმით, „ქარდების“ გამოქვეყნება ბუნებრივია. „აშშ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და, […]
თიბისის მხარდაჭერით, პრაღაში Ska Juice Bar-ის ორი ფილიალი გაიხსნა

თიბისის მხარდაჭერით, Ska Juice Bar-ის საზღვრები გაფართოვდა და მისი უახლესი ფილიალი უკვე პრაღაში გაიხსნა. ხოლო მიმდინარე თვეში ამავე ქალაქში მეორე ფილიალსაც გახსნიან. ოთხი წლის თავზე კი სწორედ ამ მიზნების განხორციელების დრო დადგა. როგორც გიორგი განმარტავს, მოცემულ ეტაპზე გარკვეულწილად ამოწურეს ადგილობრივი ბაზარი — „ისეთი კონცეფცია არ გვაქვს, რომელიც მასობრივ პროდუქციაზე კონცენტრირებული. ამიტომაც, თბილისში ჩვენი ობიექტების რაოდენობა […]
ლავროვი ოკუპირებულ ცხინვალზე: 2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალთან დაკავშირებით “2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება”. ამის შესახებ მან ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან ახსარ ჯიეოვთან შეხვედრისას თქვა. “გავაგრძელებთ ჩვენი მეგობრების დახმარებას უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, სოციალურ-ეკონომიკური სფეროს განვითარებაში, სახელმწიფოს განმტკიცებაში, როგორც ეს გათვალისწინებული ორმხრივი შეთანხმებებით. ჩვენთვის გზა მხოლოდ წინ მიდის – 2008 წლის […]
რა საკითხები განიხილა ოთარ შამუგიამ საუდის არაბეთის დელეგაციასთან შეხვედრაზე?

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საუდის არაბეთის სამეფოს გაერთიანებული პალატების ფედერაციის თავმჯდომარეს, ჰასან ალ-ჰუვაიზის და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს აგრარულ დარგში ინვესტირების შესაძლებლობები და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნებს შორის ეფექტიანი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა არსებობს, რასაც გაფართოების დიდი პოტენციალი […]
რა ეტაპზეა საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობის შეფასება?

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის თქმით, სოფლის მეურნეობის სექტორში საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობის შეფასება წლის ბოლომდე გამოქვეყნდება, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება მსჯელობა, ღირს თუ არა შეღავათების გაუქმება. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ პარლამენტში, BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. საქმე ისაა, რომ საგადასახადო შეღავათების გამო 2023 წელს ბიუჯეტმა თითქმის 6 მილიარდი ლარი ვერ მიიღო. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ეს მაჩვენებელი […]
რა მიზეზით ჭიანურდება ანაკლიის პორტის ინვესტორთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესი?

ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსორციუმის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საკითხების დაზუსტება, – ამის შესახებ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს წერილშია აღნიშნული, რომელიც დეპუტატ რომან გოცირიძის კითხვის საპასუხო გამოქვეყნდა. დეპუტატის კითხვაზე, თუ რა მიზეზით ჭიანურდება კონსორციუმთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესი, როდესაც ინვესტორი რამდენიმე თვის წინ შეირჩა, მასთან ხელშეკრულება კი ჯერაც არ არის გაფორმებული, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში […]
ლავროვი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთზე: 2008 წლის გადაწყვეტილებები გადასინჯვას არ ექვემდებარება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ახსარ ჯიოევთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება“. „ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მეგობრების დახმარებას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფაში, სოციალურ-ეკონომიკური სფეროსა და სხვა სფეროების განვითარებაში, სახელმწიფოს გამტკიცებაში, როგორც ეს ორმხრივი შეთანხმებებითაა გათვალისწინებული. ჩვენთვის ერთადერთი გზა არის წინ – 2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ […]