IMF-თან ურთიერთობის აღდგენა, ანტიკორუფციული ბიუროს რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლა – სალომე ზურაბიშვილი კოალიციური მთავრობის დღის წესრიგს აჟღერებს

“სანქციებს, რომლებიც მზადდება, ამას დრო უნდა, რადგან იყოს დასაბუთებული, ეს ყველაფერი იქნება, მაგრამ არა წინასაარჩევნოდ”, – ამის შესახებ პრეზიდენტმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, როგორია მისი შთაბეჭდილება და მოლოდინი დასავლელ ლიდერებთან შეხვედრის მერე. რა განვითარება ექნება და რამდენად მოსალოდნელია სანქციები მმართველი ხელისუფლების ლიდერების მიმართ. “ამერიკის მიდგომა ძალიან ნათელია და ეს დოკუმენტებშიც წერია, აგრძელებთ ასე, მიიღებთ იმ […]

ისრაელმა ბეირუთზე საჰაერო დარტყმები განახორციელა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, საჰაერო ძალებმა გუშინ ღამით, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე მორიგი საჰაერო დარტყმები განახორციელა. „ღამის განმავლობაში, საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავებმა დაზვერვის სამმართველოს ზუსტი დაზვერვის ხელმძღვანელობით განახორციელეს წერტილოვანი თავდასხმების სერია მთელ ბეირუთში რამდენიმე საბრძოლო მასალის საწყობისა და სხვა ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. თავდასხმებამდე მრავალი ნაბიჯი გადაიდგა, რათა შემცირებულიყო ზიანის მიყენების შანსი, მათ შორის წინასწარ იქნა გაფრთხილებული […]

ევანგელურ-ლუთერული ეკლესია მოსავლის აღების დღესასწაულს ზეიმობს

დღეს ლუთერები მადლობას უხდიან ღმერთს მოსავლისთვის – საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია მოსავლის აღების დღეს აღნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. „ეს ლუთერების ერთ-ერთი საყვარელი დღესასწაულია, რომელიც მოსავლის აღება-დაბინავებას, ნაყოფიერებასა და ოჯახის კეთილდღეობას უკავშირდება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს, კეთილდღეობასა და წარმატებებს უსურვებს მათ” , – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ეზიდი თემი ჯამაია შიხადის ზეიმობს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ეზიდ თემს დღესასწაულს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, დღეს ეზიდთათვის განკაცებული ღმერთის, შეიხ ადის ხსოვნის პატივსაცემად მომლოცველთა საყოველთაო შეკრების დღეები იწყება. „6-13 ოქტომბერს ეზიდი თემი ჯამაია შიხადის ზეიმობს. 7 დღის განმავლობაში სრულდება ყოველდღიური რიტუალები, მეშვიდე დღეს კი, რიტუალური ანგელოზთა ცეკვა, რომლის დროსაც მომლოცველები, მათი […]

„ხსნის არმია” მადლიერების დღეს აღნიშნავს

საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის „ხსნის არმია” წარმომადგენლობა საქართველოში მადლიერების დღეს აღნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ დღეს მორწმუნეები მადლიერებას გამოხატავენ ღმერთის მიმართ მოსავლის გამო. „ამ დღეს შემოდგომაზე აღნიშნავენ და ტაძრებში შრომის ნაყოფი – ხილი, ბოსტნეული და პური მიაქვთ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის „ხსნის არმია“ წარმომადგენლობას საქართველოში […]

ოკუპირებული სოხუმი და გროზნო “დაძმობილებული” ქალაქები გახდნენ

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო დედაქალაქი სოხუმი და რუსეთის ფედერაციის ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქი გროზნო დაძმობილებული ქალაქები გახდნენ. ინფორმაციას სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციის პრესცენტრი ავრცელებს. ქალაქების დაძმობილების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბესლან ეშბამ და გროზნოს მერმა ხას-მაგომედ კადიროვმა. წყარო: რადიო თავისუფლება

რუსეთს უკრაინასთან ომში საარტილერიო ჭურვების ნახევარს ჩრდ. კორეა აწვდის – The Times

გამოცემა The Times ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთს უკრაინასთან ომისთვის გამოყენებული საარტილერიო ჭურვების დაახლოებით ნახევარს ჩრდილოეთ კორეა აწვდის. როგორც გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, ჩრდილოეთ კორეა რუსეთს ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიონ საარტილერიო ჭურვს უგზავნის. წყაროები ასევე აღნიშნავენ, რომ ამ საბრძოლო მასალის უმეტესობა გაუმართავია, მაგრამ რუსეთს მათი შედარებით მაღალი რაოდენობა “ფრონტზე წარმატებების მიღწევაში” ეხმარება. The Times […]

ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობა” აქტიურად განაგრძობს ახალი ფანტასმაგორიული მწვერვალების დაპყრობას

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ეხმიანება “ქრონიკის” მიერ გავრცელებულ იმ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილმა სტომატოლოგისგან ჯანმრთელობის ცნობა ისე მიიღო, რომ ექიმს არც კი გაუსინჯავს. “ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობა” აქტიურად განაგრძობს ახალი ფანტასმაგორიული მწვერვალების დაპყრობას და ამჟამად ტელეპატიური მედიცინის განვითარებაზე აქტიურად მუშაობს. “პირველი მიღწევა სახეზეა! პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასდა და შესაბამისი ფორმა 100 იც პაციენტის უნახავად და […]

ბენიამინ ნეთანიაჰუ მაკრონის განცხადებაზე – ისრაელზე იარაღის ემბარგოს დაწესების მოთხოვნა სამარცხვინოა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადება ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შესახებ სამარცხვინოა. „ტერორის ღერძი ერთად დგას. მაგრამ ქვეყნები, რომლებიც სავარაუდოდ ეწინააღმდეგებიან ამ [ღერძს] ითხოვენ ისრაელზე იარაღის ემბარგოს დაწესებას. რა სამარცხვინოა“, – განაცხადა ისრაელის პრემიერმა. მისი მტკიცებით, ისრაელი გაიმარჯვებს მათი მხარდაჭერით ან მის გარეშე, მაგრამ მათი სირცხვილი ომის გამარჯვების შემდეგაც დიდხანს გაგრძელდება. ბენიამინ […]

გორში თეატრალური ფესტივალი „როტონდა“ საზეიმოდ გაიხსნა

გორში თეატრალური ფესტივალი „როტონდა“ საზეიმოდ გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ამავე ცნობით, ფესტივალს 5 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით ერისთავის თეატრი მასპინძლობს. „პროექტის ფარგლებში გორს თბილისის სხვადასხვა თეატრი სტუმრობს. მაყურებელს ყველა ჟანრის სპექტაკლის ნახვის შესაძლებლობა ექნება. თეატრალური ფესტივალი “როტონდა” გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით ხორციელდება. გარდა სპექტაკლების ჩვენებისა, მოხდება განუხორციელებელი პიესების საჯარო […]