ვერ ვიჯერებ, რომ ეს შევძელით… – მცხეთაში სოსო პავლიაშვილის დაფინანსებით აგებული ტაძარი აკურთხეს

წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლ კაციამ 28 სექტემბერს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სოფელ ლისთან, ღვთისმშობლის შობის ახალი ტაძარი აკურთხა, ამის შესახებ „პატრიარქის უწყებანი“ წერს. საქართველოში რუსეთის დიასპორის ინფორმაციით, ტაძარი რუსეთში მოღვაწე მომღერლისა და კომპოზიტორის, სოსო პავლიაშვილის ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით აშენდა. დიასპორის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულია პავლიაშვილის კომენტარი: „უსაზღვროდ ბედნიერი ვარ. ვერ ვიჯერებ, რომ ეს შევძელით. ღმერთი ყოველთვის გვეხმარება, ეს […]
სალომე ზურაბიშვილი: საბჭოთა კავშირის განცხადებებს ჰგავს „ოცნების“ მტკიცება, რომ ევროპისკენ მიჰყავთ ქვეყანა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მტკიცება, თითოს ის ევროპისკენ მიდის, ტყუილია და საბჭოთა კავშირის განცხადებებს ჰგავს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ტვ პირველთან, ნოდარ მელაძესთან ინტერვიუში ისაუბრა. „ის, რაც გვესმის დღეს საარჩევნოდ, რომ „ოცნება“ და მმართველი გუნდი თითქოს მიდის ევროპისკენ, არის ტყუილი. ისეთივე ტყუილია, როგორიც იყო თავის დროზე, როცა საბჭოთა კავშირი ირწმუნებოდა, რომ დემოკრატიული […]
“დაუჯერებელ გრძნობას განვიცდი! მესამე გოლის აღნიშვნისას…” – დავითაშვილის პირველი კომენტარი ჰეთ-თრიქის შემდეგ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-7 ტურში ზურიკო დავითაშვილის ჰეთ-თრიქით “სენტ ეტიენმა” საკუთარ მოედანზე “სოშო” 3:1 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა თავისი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო თამაშის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა. “ეს შაბათი ჩემთვის და მთლიანად გუნდისთვის ძალიან კარგი გამოდგა. ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ და თავად მე ჰეთ-თრიქი შევასრულე, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ. ასევე მინდა გამოვყო ფანების მხრიდან შექმნილი […]
უნგრეთში სახელმწიფო პროპაგანდას აპროტესტებენ

უნგრეთის დედაქალაქში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა სახელმწიფო პროპაგანდა და მედიის თავისუფლების შეზღუდვა. აქცია შაბათს, სახელმწიფო ტელე-რადიო არხის მედიაკორპოტაციის (MTVA) შენობასთან გაიმართა. „პროპაგანდის ფაბრიკა“ – ასე უწოდებენ პროტესტის მონაწილეები MTVA-ს და უნგრეთის მედიისთვის გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებას მოითხოვდნენ. პროტესტის ორგანიზატორია პეტერ მადიარის ოპოზიციური პარტია TISZA-ს ლიდერი, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ყოფილი მოკავშირე და ამჟამად – ყველაზე […]
ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე საბა ქარდავამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე გუშინ ხუთი ქართველი გამოვიდა – გაგა გაგაძე, ლუკა ექვთიმიშვილი (100კგ), თამაზ ბიგანაშვილი, საბა ქარდავა (+100კგ) და ნინო პაპიძე (+78). ჩვენი ძიუდოისტებიდან ფინალურ ბლოკში მხოლოდ საბა ქარდავა ვიხილეთ – საბა ქარდავამ არსენ კაჟაევი დამატებით დროში იპონით დაამარცხა და ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდულ […]
უკრაინელებმა 14 ოლქში რუსების 56 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა, საზენიტო ბრძოლის შედეგად, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 56 დრონი ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უკრაინის სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივად 25 დრონი დაიკარგა. „უკრაინის საჰაერო სივრცეში კიდევ ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი იმყოფება, საბრძოლო სამუშაოები გრძელდება“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში. მათი ინფორმაციით, დრონები ჩამოაგდეს ნიკოლაევის, ოდესის, კიევის, ჩერკასის, კიროვოგრადის, […]
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ფაროსანას საწინააღმდეგოდ ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრი აჭარაში მასშტაბურ ღონისძიებებს ატარებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მავნებლის მოზამთრეობის ფაზაში გადასვლამდე, თერმული ნისლით განმეორებითი წამლობა მიმდინარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის შვიდ ადმინისტრაციულ ერთეულში – ჩაისუბანში, ბობოყვათში, ხუცუბანში, დაგვაში, გვარაში, ხალასა და საჩინოში. მობილიზებულია 31 ერთეული სპეცტექნიკა. „ტერიტორიების დამუშავების პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაძე, სურსათის ეროვნული […]
ტურისტულ მომსახურებაზე მოთხოვნის ზრდის პარალელურად ფასები მატულობს

ტურისტულ მომსახურებაზე მოთხოვნის ზრდის პარალელურად ფასები კატასტროფულად მატულობს. ამ პროცესს ხშირად რეალური საფუძველი არ აქვს და გაძვირება ინერციით ხდება. სფეროს სპეციალისტები მიმდინარე პროცესს არაერთგვაროვნად აფასებენ. ნაწილი მიიჩნევს, რომ გაზრდილი ფასი და მომსახურების შედარებით დაბალი ხარისხი ტურიზმს დააზარალებს. ნაწილი კი თვლის, რომ ნაკლები, მაგრამ მაღალბიუჯეტიანი ტურისტების მოზიდვა ქვეყნისთვის პრიორიტეტი უნდა გახდეს. რაც არ უნდა დიდი იყოს […]
გერმანელებმა აირჩიეს მერი, რომელიც ბიულეტენში არ იყო

ბავარიის გერმანიის ქალაქ რეტინგენში ამომრჩევლებმა ახალი მერი აირჩიეს, თუმცა ის ოფიციალური კანდიდატი არ იყო. ხალხმა მისი სახელი ბიულეტენებზე ხელით დაწერა. საქმე ისაა, რომ საკრებულომ მერის თანამდებობაზე მხოლოდ ერთი კანდიდატი წარადგინა, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა ამით უკმაყოფილო იყო და მოქალაქეებმა გადაწყვიტეს დამოუკიდებლად შეეტანათ სასურველი კანდიდატები ბიულეტენში. შედეგად, შტეფენ რომსტეკმა, რომელიც უკვე მერი იყო 2014 წლიდან 2020 წლამდე(გადადგა), […]
საპატიო თბილისელის წოდება 25 მოქალაქეს მიენიჭა

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საპატიო თბილისელის წოდება 25 მოქალაქეს მიანიჭა. კახა კალაძემ შეკრებილ სტუმრებს თბილისობა მიულოცა. „კიდევ ერთი წელი შეემატა ჩვენს ჭაღარა და ამავე დროს, უბერებელ დედაქალაქს, ჩვენს მრავალჭირნახულ და მაინც სიცოცხლით, სიყვარულით, ხალისით, სილაღით და ფერადოვნებით სავსე თბილისს. შეუძლებელია, უყურებდა მეტეხს, ნარიყალას, აბანოთუბანს, ხარფუხს და […]