6 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი მხოლოდ დაფიქრება გჭირდებათ, რათა იპოვოთ სწორი გზა. აირჩიეთ მიმართულება და მთელი გონება მიმართეთ არსებული გაუგებრობებისა და პრობლემების მოსაგვარებლად. შეგიძლიათ გარისკოთ კიდეც. კურო თქვენი ძალისხმევით წარმატებით გაართმევთ თავი პირად პრობლემებს, შეძლებთ ფულთან დაკავშირებული საქმეების სარგებლიანად მოგვარებას. სიფრთხილით მოეკიდეთ ჰიგიენის თემას, რათა თავიდან აიცილოთ ინფექციური დაავადებები. ტყუპები დიდ მოწონებას დაიმსახურებთ საწინააღმდეგო სქესის ადამიანისგან. სასიამოვნო ნაცნობობა შესაძლოა, […]
ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. „გარდაიცვალა ემიგრანტი ამერიკაში ლევანი უხურგუნაშვილი იშვიათი წესიერების და კეთილშობილების ადამიანი. ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული…“, – წერია გავრცელებულ პოსტში.
რამდენად იყიდით დოლარს და ევროს 6 ოქტომბერს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7354 ლარი გახდა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0177 ლარია.
1852 წლის 6 ოქტომბერს (ახ.სტ.) დაიბადა ღირსი მამა მღვდელმონაზონი ალექსი (შუშანია)

წმიდა ალექსი (შუშანია) დაიბადა 1852 წლის 6 ოქტომბერს(23 სექტემბერს) სენაკის მაზრის სოფელ ნოქალაქევში, ღრმად მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკში ალექსი სკოლაში შეიყვანეს. აქ მან დიდი ნიჭიერება გამოიჩინა, მაგრამ მალე მძიმედ დაავადდა, სწავლა ვეღარ გააგრძელა და მამამ ოზურგეთში წაიყვანა, სადაც თავად ვაჭრობდა. ალექსის 1868 წელს გარდაეცვალა მამა. სიკვდილის წინ მან დალოცა შვილი და ანდერძად დაუბარა, […]
“ერთბაშად სუბსიდირებიდან გამოსვლა ძალიან რთულია” – რატი კოჭლამაზაშვილი გამოსავლის გზებზე

ყურძნის სუბსიდირების გაფართოებული მასშტაბი, სახელმწიფოს მიერ შესყიდული ჭარბი ყურძენი და ფასი, რომელსაც ბაზარს ისევ სახელმწიფო უსაზღვრავს – საქართველო ყურძნის წარმოების სექტორში მანკიერი წრიდან ვერ გამოდის. გამოწვევები, რომელიც ყურძნისა და ღვინის წარმოებას უკავშირდება წლიდან წლამდე უცვლელია. ეკონომისტები ამბობენ, რომ დანერგილი სქემა ამახინჯებს საბაზრო პრინციპებს და ფერმერი არა ხარისხიან ყურძნის მოყვანაზე, არამედ დიდი რაოდენობით მოსავლის მიღებაზეა ორიენტირებული, […]
„ნავთობის და გაზის კორპორაციას“ მოგება გაუნახევრდა

2023 წელს „ნავთობის და გაზის კორპორაციას“ მოგება გაუნახევრდა. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, გასულ წელს ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაციის წმინდა მოგებამ 50 მლნ ლარი შეადგინა, 2022 წელს არსებული 109 მლნ ლარის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ წმინდა მოგება ბოლო სამი წლის მინიმუმზეა. „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ წმინდა მოგება · 2021 წელი – 138 მლნ ლარი · 2022 წელი – […]
მუცლადღება პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი

მუცლადღება პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი. ჰეროდე მეფის ზეობისას ჰურიასტანში ცხოვრობდნენ მღვდელმსახური ზაქარია და ცოლი მისი ელისაბედი. „ვიდოდეს ყოველთა მცნებათა სიმართლისა უფლისათა უბიწონი“, მაგრამ, ღვთის ნებით, მხცოვანებას ისე მიაღწიეს, რომ შვილი არ მისცემიათ. მწუხარებით გულდამძიმებულნი, მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს წყალობის თვალით გადმოეხედა მათთვის. და აი, ერთხელ, „მღდელობასა მას მისსა, წესსა მას დღითი-დღედისა მისისასა წინაშე […]
ტექნიკური ნოკაუტით პირველივე რაუნდში – რომან დოლიძემ კევინ ჰოლანდი დაამარცხა! [VIDEO]

6 ოქტომბერს UFC 307-ზე, რომან დოლიძემ (14-3) ამერიკელი კევინ ჰოლანდი (26-12) ტექნიკური ნოკაუტით დამაარცხა. ხსენებული დაპირისპირება საშუალო წონაში (84 კგ) გაიმართა. რომანმა მეტოქე, მიწაზე ნაადრევ ეტაპზე გადაიყვანა და რაუნდის ბოლოს დამაზიანებელი დარტყმები მიაყენა, რის შემდეგაც მოწინააღმდეგემ ნეკნები დაიზიანა და ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო. შეგახსენებთ, დოლიძისთვის ეს UFC-ში რიგით მე-11 დაპირისპირება იყო, გამარჯვება კი მე-8. რვა […]
ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე

“ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს. ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?” – ასე პასუხობს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური კითხვას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფრო ზვიად ხარაზიშვილისა და მის მოადგილისთვის, მილერი ლაგაზაურისთვის დაწესებულ სანქციებზე. ვახტანგ გომელაური ტვ „პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში არ აკონკრეტებს რომელ ბანკში იღებენ ხელფასს ხარაზიშვილი და ლაგაზაური. „ძალიან კარგად ვუხდით […]
პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შერჩეული ჰყავს, რომელსაც პოლიტიკური წარსული არ აქვს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ტვ „პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტს პრემიერობის კანდიდატის ვინაობა არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ მის მიერ შერჩეულ კანდიდატთან დაკავშირებით განხილვებს ოპოზიციურ პარტიებთან აპირებს, რომელთა წარმომადგენლებთანაც შეხვედრებს ორშაბათიდან იწყებს. კითხვაზე – მზად ხართ იყოთ ქვეყნის პრემიერი? გაქვთ ამაზე ნაფიქრი? -ზურაბიშვილი […]