გივი მიქანაძე დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში, გარეტ უორდს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. „გივი მიქანაძემ ელჩს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და დაგეგმილი რეფორმები […]

უკრაინის ხერსონის რეგიონში, რუსული საარტილერიო დაბომბვისას არის მსხვერპლი

ხერსონის გუბერნატორმა განაცხადა, რომ სამშაბათს, უკრაინის ამ სამხრეთ რეგიონში რუსულ საარტილერიო დაბომბვაში ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. ოლექსანდრ პროკუდინმა „ტელეგრამზე“ გამოაქვეყნა, რომ თვდასხმის სამიზნე სოფელი ანტონივკა იყო. მან დაამატა, რომ ოთხი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. რეგიონის პროკურორებმა „ტელეგრამზე“ გამოაქვეყნეს, რომ სოფელზე თავდასხმისას რუსულმა ჯარმა არტილერია გამოიყენა და 56 წლის მამაკაცი დაიღუპა. ხერსონი და მიმდებარე რეგიონი […]

უკრაინის უშიშროებამ, მოლდაველ კოლეგებთან ერთად, რუსეთის “შეიარაღებული აგრესიის იდეოლოგი” დააკავა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) განაცხადა, რომ მოლდოვის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, დააკავა ეკონომისტი დიმიტრი ჩისტილინი. ჩისტილინი, რომელსაც უკრაინისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის სერგეი გლაზიევის თანაშემწე იყო. 2016-2024 წლებში ჩისტილინმა მოამზადა რამდენიმე “ანალიტიკური მასალა “კრემლისთვის, რომელშიც მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში და ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში “ინტეგრაციას”; ამას […]

მედიის ცნობით, შოლცი უკრაინაზე მოსალაპარაკებლად უმასპინძლებს ბაიდენს, მაკრონსა და სტარმერს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შაბათს ბერლინში უმასპინძლებს აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს, ჯო ბაიდენს, ემანუელ მაკრონსა და კირ სტარმერს. შეხვედრა გაიმართება „რამშტაინის“ ავიაბაზაზე უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის წინ, იტყობინება Bloomberg-ი გერმანიის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენელზე დაყრდნობით. სააგენტოს თანახმად, სამი ქვეყნის ლიდერები კიევს დაუდასტურებენ, რომ უკრაინის სამხედრო და ფინანსური დახმარება გაგრძელდება, ასევე განიხილავენ უკრაინაში „სამართლიანი […]

სტენდაფერი ონისე ოქრიაშვილი ამბობს, რომ დეპუტატმა დავით კაჭარავამ ტელეფონი წაართვა

თბილისში, ჭოველიძის ქუჩაზე, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისის წინ, ინციდენტი მოხდა. როგორც სტენდაფერი ონისე ოქრიაშვილი ამბობს, დეპუტატმა დავით კაჭარავამ მას ტელეფონი წაართვა. ინციდენტის ამსახველი კადრები ოქრიაშვილმა თავის ფეისბუკგვერდზე გაავრცელა. ვიდეო სულ 18-წამიანია. მასში ჩანს, როგორ უახლოვდება სტენდაფერი დეპუტატს და ეუბნება: „ბატონო დავით, თქვენთან იმის თქმა მინდა, რომ…“ დეპუტატი მას არ ამთავრებინებს წინადადებას და ეკითხება, „რისი თქმა […]

გორა ბასარა ტაბაკინი ევროპის ვიცეჩემპიონია

რამდენიმე დღის წინ სლოვენიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ალექსანდრე კაჭარავამ და ლიკა კვეკვესკირმა 2 კავკასიური ნაგაზი წარადგინეს – ლამაზი ამბავი კავკასიონი და გორა ბასარა ტაბაკინი. ლამაზოს ტიტულებია · მსოფლიო ჩემპიონი იუნიორთა შორის · შვეიცარიის ჩემპიონი იუნიორთა შორის · ჟენევის გრან-პრის გამარჯვებული იუნიორთა შორის · თურქეთის ჩემპიონი იუნიორთა შორის · მაკედონიის ჩემპიონი · მონტენეგროს ჩემპიონი · ბალკანეთის […]

პარლამენტის თავმჯდომარე ესტონეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ესტონეთის ახლად დანიშნულ ელჩს მარგე მარდისალუ-კაჰარს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ ესტონეთის ელჩს ახალი პოზიცია მიულოცა და ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოხატა. „მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებული პარტნიორობა. ასევე, განიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა. საუბარი აგრეთვე შეეხო საქართველოსა და რეგიონში […]

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ქართველი ნახევარმცველი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა, რომელიც 1997 წლიდან თამაშდება. კიტეიშვილის “შტურმი” გასულ წელს ავსტრიის ჩემპიონი გახდა. ქართველმა 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე 9 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

Berkshire Hathaway-მა Bank of America-ში თავისი წილი 10,1%-მდე შეამცირა

მილიარდერ უორენ ბაფეტის საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway-მა განაგრძო Bank of America Corp.-ში წილების შემცირება, იუწყება MarketWatch. 3, 4 და 7 ოქტომბერს, Berkshire-მა გაყიდა ბანკის 9,6 მილიონი აქცია, საერთო ჯამში, დაახლოებით 383 მილიონ დოლარად, ნათქვამია დოკუმენტებში, რომელიც კომპანიამ გაუგზავნა აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას (SEC). საინვესტიციო ფონდი ახლა ფლობს დაახლოებით 784.5 მილიონ Bank of America–ს […]

მიხეილ სარჯველაძე – არის შემთხვევები, როდესაც მედიკამენტებთან მიმართებაში, კარტელური შეთანხმებები დასტურდება, სახელმწიფოს აქვს ზემოქმედების შესაძლებლობა, მექანიზმები და ბუნებრივია, ამას იყენებს

ჩვენ გვაქვს ზუსტი ხედვა, როგორ უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი სხვადასხვა სამედიცინო სერვისი,თუ – მედიკამენტი. ჯანდაცვის სექტორის განვითარების დინამიკა მუდმივად აღმავალია – ვითარდება თანამედროვე ტექნოლოგიები, ჩნდება ახალი მედიკამენტები , – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მიხეილ სარჯველაძემ მედიკამენტების ფასებსა და ამ მიმართულებით, სამინისტროს ხედვაზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, დაუშვებელია, დეფიციტური პროდუქტები, თუ მათი […]