თბილისში, ნაძალადევის რაიონში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ერთ-ერთ მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს ცეცხლის ლიკვიდაციის სამუშაოები. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ შესულა.
გია ჯაფარიძე – “ოცნება” ატყუებდა მომხრეებს, თითქოს ევროპარლამენტი იქნებოდა მათი პოლიტიკის მიმართ მიმღები, თუმცა პირიქით მოხდა – ჩვენი მოლოდინია, რომ რეზოლუცია იქნება ქართველი ხალხის მხარდამჭერი და “ქართული ოცნების” მიმართ კრიტიკული

“ქართული ოცნება” არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდასავლური ხელისუფლება, ევროკავშირი ცდილობს გადაარჩინოს საქართველოს ევროპული მომავალი, პატივი სცეს ქართველი ხალხის ნებას, – ამის შესახებ ,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გია ჯაფარიძემ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა. გია ჯაფარიძის შეფასებით, ეს არის პასუხი იმაზე, რასაც “ქართული ოცნება” ამ ხნის განმავლობაში აკეთებდა. ,,ქართული ოცნების” ყოველი დღე […]
ანტიკორუფციული ბიუროს ბიუჯეტი 3 მილიონი ლარით იზრდება

საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომავალ წელს ანტიკორუფციული ბიუროს ბიუჯეტი, 2024 წელთან შედარებით, 3 მილიონი ლარით გაიზრდება. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ანტიკორუფციული ბიუროს ბიუჯეტის ზრდა რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული – ბიუროში ამჟამად 86 ადამიანია დასაქმებული, მომავალი წლიდან კი დაგეგმილია 35 თანამშრომლის დამატება და შესაბამისად, შრომის ანაზღაურებისთვის ჯამში 900 ათასი ლარით მეტი გამოიყოფა. მომავალ წელს […]
რუსეთს მოლდოვაში ჩარევის გამო ევროპარლამენტი აკრიტიკებს

ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი აფრთხილებს რუსეთს, შეწყვიტოს მოლდოვაში „პროვოკაციები და დესტაბილიზაციის მცდელობები“, გადამწყვეტი საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის წინ. ის ასევე მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მიაწოდონ კიშინიოვს „ყველა ის საჭირო დახმარება“, რომელიც მოლდოვას მოსკოვის დეზინფორმაციასთან საბრძოლველად გამოადგება. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, დააწესოს დამატებითი სანქციები ფიზიკურ პირებსა და ერთეულებზე, რომლებიც მოლდოვის არჩევნებში ჩარევაზე არიან პასუხისმგებელნი, ან მხარს უჭერენ […]
მიხეილ სარჯველაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოზე – ჩვენ მივიღებთ თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იქნება ფლაგმანი არამხოლოდ საქართველოში არამედ მთლიანად რეგიონის მასშტაბით

ჩვენ მივიღებთ თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იქნება ფლაგმანი არა მხოლოდ საქართველოში არამედ მთლიანად რეგიონის მასშტაბით, – აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ კონცეფციას უახლოეს დღეებში პრემიერ-მინისტრი წარადგენს. „პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება ახსოვს საზოგადოებას და უშუალოდ მისი ჩართულობით გადაიჭრა ეს პრობლემა. პრაქტიკულად ყველაზე ოპტიმალური ვერსიაა შემუშავებული და შეთანხმებული იმ კოლექტივთან, რომელიც დღემდე აგრძელებს […]
გიგი წერეთელი – პრეზიდენტის სურვილია, მაქსიმალურად სტაბილურობა არსებობდეს, იმ პერიოდში, ვიდრე მთავრობა დაკომპლექტდება – არის გადამზღვევი მექანიზმის შექმნის სურვილი

ახლა ფოკუსირება არჩევნებზე უნდა მოხდეს – პრეზიდენტის სურვილია მაქსიმალურად სტაბილურობა არსებობდეს, იმ პერიოდში, ვიდრე მთავრობა დაკომპლექტდება , – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა, პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დღეს, მთავარი ამოცანა არჩევნებში გამარჯვებაა. “ძალიან მშვიდი და კონსტრუქციული საუბარი გვქონდა პრეზიდენტთან. ვიცით მისი მოსაზრებები, თუმცა მიგვაჩნია, რომ […]
მიხეილ სარჯველაძე – ჩვენ, პასუხისმგებელნი ვართ თითოეულ ჩვენს დაპირებაზე-პენსიონერს ფულად დახმარებასთან ერთად, სხვა ბენეფიტებიც ეძლევა

ჩვენ, პასუხისმგებელნი ვართ თითოეულ ჩვენს დაპირებაზე – პენსიონერს ფულად დახმარებასთან ერთად, სხვა ბენეფიტებიც ეძლევა, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრმა, საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასა და მიღწევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროგრამის შედეგად ადამიანების დანახარჯი მნიშვნელოვნად შემცირებულია. „მმართველ პარტიას არ გააჩნია ალტერნატივა, რათა ხელში აიღონ მმართველობა. ჩვენ, პასუხისმგებელნი ვართ თითოეულ ჩვენს დაპირებაზე და […]
მიხეილ სარჯველაძე – უახლოესი წლების განმავლობაში, ბინებს 6 000 დევნილი ოჯახი მიიღებს

არანორმალური ტემპი აქვს აღებული დევნილთა განსახლების პროცესს. 35 000-ს გასცდა დაკმაყოფილებული დევნილი ოჯახების რიცხვი. აღსანიშნავია მიმდინარე პროექტები – 6 000 ბინაზეა საუბარი, რაც მიმდინარე მშენებლობებს მოიცავს , – აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მშენებლობები საქართველოს 5 ქალაქში მიმდინარეობს. „თბილისში მიმდინარეობს მასშტაბური მშენებლობა, ქუთაისში […]
ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სავარაუდოდ, მოკლულია „ჰეზბოლას“ მეთაურიც, რომელსაც ჰასან ნასრალა უნდა ჩაენაცვლებინა

“ჰეზბოლას” ახალი მეთაური სავარაუდოდ, მოკლულია. შესაბამისი განცხადება ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა. გალანტის თქმით, ჰეზბოლას ახალი მეთაური, ჰაშემ საფიედდინი, რომელსაც ტერორისტული დაჯგუფების მოკლული ლიდერი ჰასან ნასრალა უნდა ჩაენაცვლებინა, სავარაუდოდ გასულ კვირას ავიადარტყმის შედეგად დაიღუპა. “”ჰეზბოლა” ლიდერის გარეშე ორგანიზაციაა, ნასრალა განადგურებულ იქნა, მისი ჩამნაცვლებელიც სავარაუდოდ, ასევე განადგურებულია. ამას დრამატული ეფექტი აქვს ყველაფერზე, რაც ხდება. არავინაა […]
საერთაშორისო გადარიცხვისას ბანკები დამატებით ინფორმაციას ითხოვენ, მიზეზი ამოქმედებული სანქციებია- მარინა გულედანი

კაპიტალის ბაზრის ექსპერტის განცხადებით, დასავლური ბანკები ითხოვენ იმაზე მეტ ინფორმაციას, ვიდრე აქამდე ითხოვენ, რადგან ქვეყანაში სანქციების პრეცედენტები უკვე ფიქსირდება. ამის შესახებ მარინა გულედანმა BMG-სთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ შსს-ს მაღალჩინოსნების მიმართ ამოქმედებულმა სანქციებს უკვე ჰქონდა გავლენა საერთაშორისო გადარიცხვებზე. გულედანის შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ უცხოური ბანკები საქართველოს აღარ აღიქვამენ სანდოდ, რის გამოც ხდება დამატებითი დეტალების დაზუსტება. […]