ქობულეთში სანადირო იარაღით კაცი მოკლეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 60 წელს გადაცილებული მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებას მოჰყვა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული. ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი – საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ევროკავშირისკენ გზისთვის გადამწყვეტია – ბოლო თვეებში მმართველი ოფიციალური პირები გამოვიდნენ კანონების წინადადებებით, რომელთაც ქვეყანა ამ მიზანს დააშორეს

იმედი გვქონდა, რომ კანდიდატის სტატუსი ძლიერი სტიმული გახდებოდა საქართველოს მთავრობისთვის, მაგრამ ბოლო თვეებში საქართველოს ოფიციალური პირები გამოვიდნენ კანონების წინადადებებით, რომელთაც ქვეყანა ამ მიზანს დააშორეს. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ევროკავშირისკენ გზისთვის გადამწყვეტია. “26 ოქტომბერს 3 მილიონზე მეტი ქართველი ახალი […]
ქართველი მცველი “კარლსრუეში” სინჯებზე იმყოფება

საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ცენტრალურმა მცველმა ალექსანდრე ნარიმანიძემ (სიმაღლე 192 სმ) შეიძლება კარიერა გერმანიაში გააგრძელოს. bnn-ის ცნობით, ნარიმანიძე “კარლსრუეში” სინჯებზე იმყოფება, რომლის ღირსებასაც ბუდუ ზივზივაძე იცავს. ნარიმანიძე “იბერია 1999”-ის აღზრდილია, მიმდინარე სეზონში კი ეროვნული ლიგის 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 2023 წელს ალექსანდრე 19-წლამდელებს შორის საქართველოში საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. გახდება თუ არა ის “კარლსრუეს” ფეხბურთელი, უახლოეს მომავალში […]
ნაძალადევის რაიონში, 16 სართულიან კორპუსში ხანძარია

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ხუდადოვის ქუჩაზე ერთ-ერთ 16 სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები
ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში 25 ტონა მანდარინია ექსპორტირებული

ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთის ფედერაციაში, ამ დროისთვის, 25 ტონა მანდარინია ექსპორტირებული. ინფორმაციას კრასნოდარის საბაჟო ავრცელებს. რუსული უწყების ინფორმაციით, გარდა ციტრუსისა, რუსეთში 3 ტონაზე მეტი ფეიხოა არის გაყიდული. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, წელს 37 ათასი ტონა მანდარინის მოსავალია მოსალოდნელი. აფხაზური მედიის ინფორმაციით, 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის მარტამდე აფხაზეთიდან რუსეთში 25 ათასი ტონა მანდარინი […]
იენს სტოლტენბერგი 2025 წლის თებერვლიდან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე გახდება

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 2025 წლის თებერვლიდან გახდება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე, როგორც ეს მის გადადგომამდე იყო პროგნოზირებული. როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ იუწყება, ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პრესსამსახურმა განაცხადა. სტოლტენბერგი, რომელმაც NATO-ს გენერალური მდივნის პოსტი ნიდერლანდების ყოფილ პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს 1 ოქტომბერს გადასცა, 2025 წლის თებერვლიდან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე გახდება და გერმანელ […]
ხატია დეკანოიძე – ქუთაისის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა, რომ ჩამოართვეს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი – აქ ჩვენ გავიმარჯვეთ 2021 წლის არჩევნებში და კიდევ უფრო დამაჯერებლად გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს

ქუთაისის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა, რომ ქალაქს ჩამოართვეს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი, ეს ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, რადგან ქუთაისი დასაჯა, ჩვენ გავიმარჯვეთ აქ 2021 წლის არჩევნებში და კიდევ უფრო დამაჯერებლად გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს, – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ხატია დეკანოიძემ პარტიის ერთ-ერთ ლიდერ გია ჯაფარიძესთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ქუთაისში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, 26 […]
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა აფხაზეთის სპორტულ საზოგადოებასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ ვ. არქანიას არტგალერეაში აფხაზეთის სპორტული ფედერაციების, აფხაზეთის სპორტული აკადემიების, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ხელმძღვანელებთან, აფხაზეთის დამსახურებულ სპორტსმენებთან და მწვრთნელებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს. შეხვედრაზე ფედერაციების და კლუბების წარმომადგენლებმა საკუთარ საქმიანობასა და სპორტულ მიღწევებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა სპორტული […]
თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე კორპუსში ხანძარია

განახლება: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. უწყების ცნობითვე, ხანძარი ლიკვიდირებულია. თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო სამსახურის ბრიგადა და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები. უწყებაში ამბობენ, […]
თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება ელექტრომომარაგება 9 ოქტომბერს?

თელასის ცნობით, ქსელში გადართვების გამო 9 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება საბურთალოს რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის IV კვარტლის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ლეო და ნოდარ გაბუნიების, ავთო ვარაზის, მელიტონ ქანთარიას, შალვა ნუცუბიძის, ამბერკი ტაბიძის, ფერმწერთა, ალექსანდრე ბანძელაძის, პაატა დათუაშვილის და კონსტანტინე კაპანელის ქუჩების […]