ირაკლი ფავლენიშვილი – მიხეილ სააკაშვილი მთავარი პოლიტიკური პატიმარია არამხოლოდ საქართველოში, მთელს რეგიონში – ის დაუყოვნებლივ, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, ეს რეზოლუციაში იყო მოთხოვნილი

ბოლო წლების მანძილზე, არაერთხელ ვიხილეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის, პოლიტიკური აქტორის მიერ შეფასებულია, როგორც პოლიტიკური დევნა, შურისძიება. ევროპარლამენტის რეზოლუციაც ამის გამოხატულებაა,- ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის სანქცირება იმ პროცესების ბუნებრივი გაგრძელებაა, რომელიც საქართველოში ხდება. „მიხეილ სააკაშვილი მთავარი პოლიტიკური პატიმარია […]

უკრაინა-საქართველოს საფეხბურთო მატჩის დღეს, ქართველი გულშემატკივრებისთვის რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი დამონტაჟდება

ქართველი გულშემატკივრებისთვის 11 ოქტომბერს, რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მატჩის დასრულების შემდეგ, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით მოემსახურება. „თამაშის დაწყებამდე, გულშემატკივრობის მუხტს ჰიპ-ჰოპის შემსრულებლები გააძლიერებენ. გარდა ამისა, მატჩის დასრულების შემდეგ, რესპუბლიკის მოედანზე […]

პეტრე ცისკარიშვილი – ევროპარლამენტის გუშინდელი დებატებიც ადასტურებს, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია, დაპაუზებულია და ასე იქნება მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში იქნება

კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურის მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მოლოდინი ევროპარლამენტში პროკრემლისტური ძალების არჩევაზე ფუჭი და ცრუ აღმოჩნდა. მისივე თქმით, ევროპარლამენტის გუშინდელი დებატებიც ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია, დაპაუზებულია და ასე იქნება მანამ, სანამ „ქართულ ოცნება“ ხელისუფლებაში იქნება. „საქმე ის გახლავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ იმედი ჰქონდა, რომ როდესაც ევროპარლამენტის არჩევნები ივნისში ჩატარდა, იქ […]

ვოლოდიმირ ზელენსკი ხორვატიაში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი ხორვატიაში ჩავიდა. „ხორვატიაში პრემიერ-მინისტრ, ანდრეი პლენკოვიჩთან და რეგიონის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან შესახვედრად, ასევე, „უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის“ მესამე სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავედი“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ხორვატიის პრემიერთან შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის, ფრონტის ხაზზე დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების რეაბილიტაციისა და უკრაინის აღდგენის საკითხებს განიხილავს.

თამარ კორძაია – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გზას დაადგა – იმ 84 დეპუტატის ბედი გაიზიარეს, რომლებმაც მოღალატეობრივად, რუსეთის დავალებით „რუსული კანონი“ მიიღეს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დაადგა რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გზას. ვწუხვარ, რომ ამ ქვეყანაში არ აღმოჩნდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები სახელმწიფო ინტერესების სადარაჯოზე, თუმცა 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები დაიცავენ ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის დემოკრატიას და ევროპულ პერსპექტივას – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა. […]

წითლიძის თქმით, ზუგდიდში ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევენ

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძემ განაცხადა, რომ ზუგდიდში ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევენ. მან კონკრეტული პირები დაასახელა, რომლებიც ამ საქმეში ფიგურირებენ, მისივე თქმით მათ შორის არიან მერიის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში. “ქართულმა ოცნებამ, რომელმაც იცის, რომ ტოტალურად წაგებული აქვს არჩევნები ზუგდიდში, სამეგრელოსა და მთელს საქართველოში, როგორც მოსალოდნელი იყო და რა ინფორმაციაც ჩვენ […]

EU-ის სპიკერი: მოვუწოდებთ პოლიტიკურ ლიდერებს, მოერიდონ უხეშ რიტორიკას და დეზინფორმაციას

“ვიმეორებთ მოწოდებას პოლიტიკური ლიდერებისადმი, მოერიდონ უხეში რიტორიკის ნებისმიერ ფორმასა და დეზინფორმაციას”, – ასე უპასუხა ევროკავშირის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ ფორმულას კითხვას, შეეფასებინა კახა კალაძის განცხადება ევროკავშირის ელჩთან დაკავშირებით. 6 ოქტომბერს კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩი საარჩევნო კამპანიაში ჩარევაში დაადანაშაულა და თქვა, რომ “ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან”. კერძოდ, საუბარია ელჩის განცხადებაზე, რომელშიც მან […]

ბრაჭველი: საკონსტიტუციო სასამართლო რუსული კანონის მიღებაში 85 დეპუტატის თანამონაწილეა

იურისტი საბა ბრაჭველი რუსული კანონის მოქმედების არშეჩერებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს, რომ სასამართლო ამ კანონის მიღებაში 85 დეპუტატის თანამონაწილეა. იურისტი განმარტავს, რა თქვა საკონსტიტუციომ ამ გადაწყვეტილებით: “საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა რუსული კანონის შეჩერებაზე. სასამართლოს არგუმენტები ასეთია: 1. მოსარჩელეთა რეპუტაციულ ზიანზე – არსებითი განხილვების (თვეების, შეიძლება წლების) შემდეგ თუ აღმოვაჩინეთ, რომ ეს კანონი არაკონსტიტუციური […]

ნინო დოლიძე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე – ალბათ, ველოდით კიდეც ამას – აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

ალბათ, ველოდით კიდეც ამას. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ, – ასე ეხმაურება ISFED-ის ხელმძღვანელი, ნინო დოლიძე სოციალურ ქსელში იმ ფაქტს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა სარჩელები არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნო. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ სასამართლომ არ გამოიყენა შესაძლებლობა, თავისი გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა ქვეყნის დემოკრატიული […]

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 30 პირი დააკავა, მათ შორის, 25 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 30 პირი დააკავა, მათ შორის 25 ნარკორეალიზატორია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, შიდა ქართლის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 30 […]