ანა წითლიძემ პოლიციელები და სამეგრელოს დელეგატობის კანდიდატის ოჯახი „ქართული ოცნებისთვის“ „საეჭვო არჩევანის მქონე მოქალაქეებისთვის“ პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში დაადანაშაულა

“ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ანა წითლიძემ, საზოგადეობას იმ პირთა სია წარუდგინა, რომელმაც მისივე ინფორმაციით, ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევის პროცესი დაიწყო. როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები „სანთლით არიან საძებარი“ ზუგდიდსა და მთელ საქართველოში. ამასთან, როგორც ანა წითლიძემ განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ ტოტალურად აქვს წაგებული არჩევნები ზუგდიდში, სამეგრელოში და მთელ საქართველოში. „გუშინ […]
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული გ.ფ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის რვა ოქტომბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში, ყოფით თემაზე არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობელი – 1960 […]
საფრანგეთში თანხებს აგროვებენ ემიგრანტების საარჩევნო უბნამდე ტრანსპორტირებისთვის

საფრანგეთში მცხოვრები ემიგრანტების ტრანსპორტირებისთვის, რომლებიც პარიზში გახსნილი საარჩევნო უბნიდან შორს ცხოვრობენ, მოქალაქეები თანხას აგროვებენ. ინიციატივა თავისუფალ მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს „ერთი მოქალაქე – ერთი არჩევანი“ – ეკუთვნის. მათი მიზანია საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობის მაქსიმალური გაზრდა 26 ოქტომბრის არჩევნებში. როგორც საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი, თამარა დემურია ნეტგაზეთთან ამბობს, ინიციატივა მას შემდეგ გაჩნდა, რაც საფრანგეთის სხვადასხვა დიდ ქალაქში საარჩევნო უბნები […]
2025 წლიდან მიკროავტობუსებით ქალაქებს შორის მგზავრთა გადაყვანა იკრძალება – რომელ ქალაქებს ეხებათ ცვლილება?

მომავალი წლიდან საქალაქთაშორისო რეგულარული მგზავრთგადაყვანა M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით (ავტობუსი) განხორციელდება. ახალი რეგულაციის მიხედვით, რომელიც 2025 წლის 1-ლი ივნისიდან შევა ძალაში, მიკროავტობუსებით მგზავრების გადაყვანა იკრძალება თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, ზუგდიდსა და თელავს შორის გადაყვანებს. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ქალაქების მიმართულებით მიკროავტობუსებით მგზავრების გადაყვანა ვეღარ მოხდება. ამასთან, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, […]
თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონალი დანერგა

თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი იმ ვალუტაში, რომელშიც იყო გამოგზავნილი, მხოლოდ ამის შემდეგ მოახდენდი თანხის კონვერტაციას, ამჯერად გზავნილების განაღდების პროცესი შეიცვალა. განახლებულ პროცესში თანხის კონვერტაცია ავტომატურად მოხდება და მომხმარებელი სასურველ ვალუტაში შეძლებს თანხის განაღდებას. ასევე აღსანიშნავია, რომ გზავნილის კონვერტაციის […]
,,იძახდა ყველა უნდა მოვკლაო, ჯერ თავში ესროლა, მერე გულშიც ესროლა” – ინტერვიუ ქობულეთში მოკლული მეზღვაურის ოჯახთან

მკვლელობა განსაკუთრებული სისატიკით – ქობულეთში 64 წლის მეზღვაური მოკლეს. ირკვევა, რომ თამაზ ქოქოლაძეს სასიკვდილო ჭრილობა სანადირო თოფით 33 წლის მეზობელმა მიაყენა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა, სავარაუდო დამნაშავე კი მკვლელობის ადგილიდან გაიქცა და პოლიციამ რამდენიმე საათიანი სამძებრო ოპერაციის შემდეგ დააკავა. მოკლულის ოჯახი ამტკიცებს, რომ დანაშაული წინასწარ დაგეგმილი იყო, დავის საგანი კი მეზობლებს შორის მიწის ნაკვეთის გამო დაწყებული […]
“შესანიშნავი მწვრთნელია” – რუნიმ ტენ ჰაგი დაიცვა

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი შესაძლოა მალე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლონ, The Telegraph-ის ცნობით, “მანკუნიანელები” მის შემცვლელად თომას ტუხელს განიხილავენ. “წითელი ეშმაკების” ლეგენდები ტენ ჰაგს ხშირად აკრიტიკებენ, უეინ რუნიმ კი ნიდერლანდელი სპეციალისტი დაიცვა. “ტენ ჰაგი შესანიშნავი მწვრთნელია, ტიტულებს ყველგან იგებდა, მათ შორის ეს “იუნაიტედშიც” მოახერხა. არ ვფიქრობ, რომ მისი გათავისუფლება სწორი იქნება, რადგან ახალი […]
სამომავლო ოცნებები, რჩევა შვილს და რონალდოს წინააღმდეგ თამაშის ემოციები…” – ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ FIFA-ს ოფიციალურ გვერდთან

“ნაპოლის” გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ “ფიფას” ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში მამობაზე, ევრო 2024-ზე მონაწილეობასა და სხვა თემებზე ისაუბრა. – ხვიჩა, თქვენ ახლახანს მამა გახდით, პირველი შვილი შეგეძინათ, როგორი ემოციაა? – “ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. უცბად დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა დამეუფლა. იცით, ახლა ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ, ყოველი დღე უფრო ბედნიერია. იმედი მაქვს, ამ გრძნობის განცდის საშუალება საკუთარ ცხოვრებაში ყველა […]
უკრაინის რადამ მობილიზაციისგან გაათავისუფლა 25 წლამდე ასაკის მოქალაქეები

უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცა ზოგადი კანონი, რომელიც 25 წლამდე ასაკის უკრაინელების მობილიზაციისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. ამის შესახებ შეხვედრის სხდომათა დარბაზიდან განაცხადეს დეპუტატებმა ალექსეი ჰონჩარენკომ (ფრაქცია „ევროპული სოლიდარობა“) და იაროსლავ ჟელეზნიაკმა (ფრაქცია „ჰოლოსი“). მაგრამ ვერხოვნა რადის მიერ მიღებული კანონი (ნომერი 11379-d) არ ითვალისწინებს იმ მოქალაქეების დემობილიზაციას, რომლებიც უკვე მობილიზებულნი არიან შეიარაღებულ ძალებში წინა საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე. “ჩვენ […]
ბათუმში, მოსწავლეზე ძალადობაში ბრალდებულ ცეკვის მასწავლებელს აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

მოსწავლეზე ძალადობაში ბრალდებულ ცეკვის მასწავლებელს აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმის სასამართლომ რამდენიმე დღის წინ მიიღო. თუ რა პოზიცია აქვს ბრალდებულს მომხდართან დაკავშირებით, მისი უფლებადამცველი კომენტარს არ აკეთებს. ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვიდეოკადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ სცემს ცეკვის მასწავლებელი მოსწავლეს. ბრალდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც […]