გიორგი ვაშაძე – გვინდა, ყველა გავერთიანდეთ იმისთვის, რომ საქართველო წავიდეს ევროკავშირისკენ – დავასრულოთ ეს უბედურება, რაც ივანიშვილმა ქვეყანაში მოიტანა

დავასრულოთ ეს უბედურება, რაც ივანიშვილმა ქვეყანაში მოიტანა, დავიწყოთ დიდი აღმშენებლობა და მოვიტანოთ 14 მლრდ ევრო ევროკავშირისგან, შევქმნათ სამუშაო ადგილები, განვავითაროთ სოფლის მეურნეობა,- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ლაგოდეხში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. ვაშაძის თქმით, წყალი, გზა და სწრაფი ინტერნეტი ყველა სოფლამდე უნდა იყოს გაყვანილი. „ძალიან კარგი შეხვედრაა ლაგოდეხში. ყველა ერთიანები ვართ, ყველა ერთად […]
2022-2023 წლებში სკოლებში სწავლა 15 000-მდე მოსწავლემ შეწყვიტა

2022-2023 წლებში საქართველოს სკოლებში 14 911-მა მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა. მათგან 8502 ბიჭია და 6409 გოგო. ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. „საქსტატის“ ცნობით, როგორც გოგონებში, ისე ბიჭებში, ყველაზე მეტმა მოსწავლემ სკოლა მეათე კლასში დატოვა. 2022-2023 წლების ეს მონაცემი მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლების მონაცემებს, რომელიც 2013 წლიდან აღირიცხება. ყველაზე მცირე რაოდენობის, 7050 მოსწავლეს სკოლა დატოვებული […]
“თუ გვინდა რომ ეს შეჩერდეს, უნდა გავიფიცოთ” – ლაპორტი გადატვირთულ კალენდარზე

“ალ ნასრის” მცველმა აიმერიკ ლაპორტმა Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში გადატვირთული კალენდარის შესახებ ისაუბრა. მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ფეხბურთელები ამის შესახებ უფრო და უფრო ბევრს საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ეს მათ ფიზიკურ კონდინციებზე უარყოფითად აისახება. ლაპორტის თქმით, თუ მდგომარეობა არ შეიცვლება, მოთამაშეებმა გაფიცვის გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. “თუ გვინდა რომ ეს ყველაფერი შევაჩეროთ, გაფიცვა ერთადერთი გამოსავალია. წლიდან […]
შალვა პაპუაშვილი რასა იუკნევიჩიენეზე – პარადოქსია, რომ კრემლთან კავშირის დაბრალებას იმ ხალხისგან ვისმენთ, რომელიც რუსული აქცენტით საუბრობს და რომელთაც პოლიტიკაში ფეხი გორბაჩოვის „პერესტროიკის“ დროს აიდგეს

პარადოქსი და ირონიაა, რომ ქართველი ხალხი კრემლთან კავშირის თაობაზე დაბრალებას იმ ხალხისგან ისმენს, რომელიც რუსული აქცენტით საუბრობს და რომელთაც პოლიტიკაში ფეხი გორბაჩოვის „პერესტროიკის“ დროს აიდგეს, – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე გამართული განხილვის შეფასებისას გააკეთა. პაპუაშვილმა აქვე აღნიშნა, “როგორ უნდა მოისმინო კარგი ხალხისგან, ვინც მიხეილ სააკაშვილის მეგობარია?!“ “ხალხი რუსული აქცენტით, პოლიტიკაში […]
ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს

არჩევნებამდე 17 დღე რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად სრული დატვირთვით მუშაობს. არჩევნებისათვის ქვეყნის მასშტაბით შექმნილია 3031 საარჩევნო უბანი, მათ შორის 2263 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 768 საარჩევნო უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. ამ არჩევნების ადმინისტრირებას ქვეყნის მასშტაბით საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების 52 000-ზე მეტი წევრი […]
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 30 პირი დააკავა, მათ შორის 25 ნარკორეალიზატორია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, შიდა ქართლის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 30 პირი დააკავეს, მათ შორის 25 ნარკორეალიზატორია – ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. „დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით […]
ლუკაშენკო: ძალიან კარგი იქნებოდა, რომ დსთ-ს ოჯახს დაბრუნებოდა საქართველო

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მოსკოვში გამართულ სამიტზე განაცხადა, რომ მისი სურვილია “დსთ-ს ოჯახის” აღდგენა და ამ კონტექსტში მან საქართველოსთან დაკავშირებით ისაუბრა. “ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ჩვენს ოჯახს დაბრუნებოდა საქართველო, აღედგინა სრულფორმატიანი მონაწილეობა მოლდოვას, უკრაინის ხელისუფლება გონზე მოსულიყო, რომლის ნორმალური ცხოვრების აღდგენაშიც ჩვენ მოგვიწევს მონაწილეობა. მე, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება, უბრალოდ დროის საკითხია”, – […]
,, ექვსი წელი ვიტანდი მასწავლებლის ფიზიკურ თავდასხმებს” – რას იხსენებს ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია: ,,ჩემი მუსიკის მასწავლებელი ისე მირტყამდა ხოლმე თავში და ხელებზე და ისე მწიწიკნიდა კანს, ახლა რომ ვფიქრობ , უეჭველი დასაჭერი იყო. ხანდახან პიანინოს თავსახურს დამახეთქებდა ხოლმე თითებზე , როცა მეშლებოდა, შუა დაკვრაში. ექვსი წელი ვიტანდი მასწავლებლის ფიზიკურ თავდასხმებს,ვიდრე მეშვიდე კლასში არ გადავედი . ბოლო წელს, ხელოვნების სკოლას რომ ვამთავრებდი, ძალა ვიპოვე ჩემს თავში […]
ევა გოცირიძე ეწინააღმდეგება „აგენტების კანონის“ კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით განხილვას

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმში მოსამართლე ევა გოცირიძე ერთადერთი მოსამართლეა, რომელსაც მიაჩნია, რომ „აგენტების კანონი“ კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით არ უნდა განიხილებოდეს. მისი განსხვავებული აზრი სასამართლოს ვებსაიტზე მოგვიანებით გამოქვეყნდება. ევა გოცირიძის შესახებ ევა გოცირიძე 10 წლის ვადით პარლამენტმა, რომლის უმრავლესობაშიც „ქართული ოცნებაა“, 2017 წელს აირჩია. არჩევამდე მას სამოსამართლეო გამოცდილება არ ჰქონდა, თუმცა ორი ვადით 2007 წელსა და […]
უკრაინის გენშტაბი ადასტურებს ბრიანსკის რეგიონში რუსეთის არსენალზე დრონებით თავდასხმას

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 9 ოქტომბერს გაავრცელა ცნობა ბრიანსკის რეგიონში მდებარე რუსეთის სამხედრო არსენალზე თავდასხმაზე, რომელსაც ძლიერი ხანძარი და აფეთქებები მოჰყვა. “დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალებმა, თავდაცვის ძალების სხვა დანაყოფებთან თანამშრომლობით დაბომბეს ბრიანსკის რეგიონში მდებარე რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო და საარტილერიო დირექტორატის 67-ე არსენალი. არსებული ინფორმაციით, საწყობში ინახებოდა სარაკეტო და […]