კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა

უკრაინის დედაქალაქ კიევში დღეს დილით აფეთქებების ხმების ისმოდა, რის შემდეგაც დედაქალაქსა და კიევის ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა, – ინფორაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციასა და უკრაინის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საჰაერო ძალებმა მოსახლეობა სარაკეტო თავდასხმის საფრთხის შესახებ გააფრთხილა.

ვოლოდიმირ ზელენსკი არგენტინაში ვიქტორ ორბანს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან არგენტინაში მცირეხნიანი დიალოგი გამართა, – ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. მათი ინფორმაციით, ვიდეოტრანსლაციის დროს კადრებში ჩანდა, რომ ზელენსკი და ორბანი აქტიურად განიხილავდნენ რაღაცას, მაგრამ მათი საუბრის ხმა არ ისმოდა და შესაბამისად, შინაარსიც უცნობია. ორი ლიდერის შეხვედრასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არც უნგრულ და არც უკრაინულ მხარეს არ გაუკეთებია. […]

ენტონი ბლინკენი – ისრაელმა მეტი უნდა გააკეთოს მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელს მოუწოდებს, „ჰამასთან“ ომის დროს პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად მეტი გააკეთოს. ბლინკენის თქმით, ისრაელმა დიდი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას და უზრუნველყოს, რომ ჰუმანიტარული დახმარება მიიღონ მათ, ვისაც სჭირდებათ. „კრიტიკულად მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ სამხედრო ოპერაციები შექმნილია სამოქალაქო დაცვის ირგვლივ. ვფიქრობ, განზრახვა არსებობს. მაგრამ შედეგები ყოველთვის არ ვლინდება“, – […]

ერთი მეტრი გმირობიდან ანტიგმირობამადე, ანუ რატომ სძულს ზოგიერთს კვარაცხელია

თვით უცხოური გამოცემები აღნიშნავენ, რომ გასულ სეზონში „ნაპოლის“ მიერ სკუდეტოს მოგება დიდწილად ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურება გახლდათ, იგივეს მოლოდინი იყო ამ სეზონშიც, მაგრამ ჯერჯერობით იმედები არ მართლდება, რასაც თავისი როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზები აქვს. და ყველაფერი უცბად კვარაცხელიას დაბრალდა, ნეაპოლური გამოცემების კრიტიკის მთავარი ობიექტი გახდა და არც თანამემამულეებმა დაინდეს, თუმცა ამაზე ქვევით მოგახსენებთ. ახალ გუნდში […]

„ჰამასი“ იმუქრება, რომ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე არცერთ მძევალს არ გაათავისუფლებს

დაჯგუფება “ჰამასი“ ისრაელს აფრთხილებს, რომ არცერთი ცოცხალი მძევალი არ დატოვებს ღაზის სექტორს, თუ პატიმრების გათავისუფლების შესახებ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. „ჰამასის“ პრესსპიკერმა სატელევიზიო განცხადებაში აღნიშნა, რომ ისრაელი ვერ მიიღებს თავის ტყვეებს ცოცხალს მოლაპარაკების და წინააღმდეგობის მოძრაობის მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე. შეგახსენებთ, ჰამასის მაღალჩინოსანმა ბასემ ნეიმმა ნოემბრის ბოლოს განაცხადა, რომ მოძრაობა მზად არის გაათავისუფლოს ისრაელის ყველა ჯარისკაცი […]

ჯო ბაიდენი თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სამშაბათს თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლებს. თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის განცხადებით, შეხვედრის მიზანია, ხაზი გაესვას შეერთებული შტატების ურყევ ერთგულებას უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, როდესაც ისინი თავს იცავენ რუსეთის სასტიკი შეჭრისგან. „იმ ფონზე, როცა რუსეთი აძლიერებს უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო და დრონების გამოყენებით დარტყმებს, ლიდერები განიხილავენ უკრაინის გადაუდებელ საჭიროებებსა და ამ […]

ნეთანიაჰუ პუტინს ტელეფონით ესაუბრა და უკმაყოფილება გამოთქვა გაეროში რუსეთის პოზიციის გამო

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან 10 დეკემბერს და უკმაყოფილება გამოთქვა „გაეროში რუსეთის წარმომადგენლების „ანტიისრაელური პოზიციების“ გამო – ნათქვამია ისრაელის განცხადებაში. რუსეთმა გაეროს რეზოლუციას, ღაზის სექტორში ომის შეწყვეტის შესახებ, მხარი დაუჭირა. ამ რეზოლუციას ვეტო დაადო აშშ-მა, ხოლო ბრიტანეთმა თავი შეიკავა. დანარჩენი 13 წევრი რეზოლუციას მიემხრო. Reuters-ი იმოწმებს ისრაელის განცხადებას, სადაც […]

“ჟირონამ” “ბარსელონას” მოუგო და ლიდერობა დაიბრუნა

ლა ლიგის მე-16 ტურში „ჟირონამ“ „ბარსელონა“ 4:2 დაამარცხა – ისტორიაში პირველად. „ჟირონა“ 41 ქულით გალიდერდა, უახლოესი მდევარი „რეალი“ 2 ქულით ჩამოიტოვა და 19 დეკემბერს „ალავესს“ უმასპინძლებს, ხოლო „ბარსელონა“ 34 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 14 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგაზე ბელგიაში „ანტვერპენთან“ ჩაატარებს. ბარსელონა – ჟირონა 2:4 გოლები: 0:1 დოვბიკი (12), 1:1 ლევანდოვსკი (19), 1:2 გუტიერესი […]

უკრაინის პრეზიდენტი არგენტინაში პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო და გზას აშშ-ისკენ გააგრძელებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამხრეთ ამერიკაში თავის პირველი ვიზიტის ჩარჩოებში არგენტინაში ჩავიდა და დაესწრო ამ ქვეყნის ახალი პრეზიდენტის, ხავიერ მილეის ინაუგურაციას. ზელენსკიმ საუბარი გამართა მილეისთან, რომელიც თავს ანარქო-კაპიტალისტს და ლიბერტარიანელს უწოდებს, და რომელმაც ახლახან გამართულ არჩევნებში გაიმარჯვა. მან არაერთხელ გამოთქვა რუსეთთან ომში უკრაინის მხარდაჭერა. არგენტინისკენ გზად მიმავალმა ზელენსკიმ მოინახულა კაბო ვერდე და მის პრემიერს შეხვდა. […]

ლავროვი: უკრაინის ომით რუსეთი უფრო გაძლიერდა – დასავლეთის 500-წლიანი ბატონობა სრულდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა Al Jazeera-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ წარსულში ჰიტლერისა და ნაპოლეონის დამარცხების შემდგომი პერიოდის მსგავსად, რუსეთი უკრაინაშიც კონფლიქტის გამო უფრო გაძლიერდა. ლავროვის თქმით, დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, რომელიც ე. წ. “გაუქმების კულტურაზეა” (Cancel Culture) დაფუძნებული. მისი აზრით, “მსოფლიოზე დასავლეთის 500-წლიანი ბატონობა სრულდება”. შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით […]