რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში პოლიცია მივიდა გეი-კლუბში, სადაც საღამოს შეხვედრა იმართებოდა

რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგის პოლიცია სპეცდანმიშნულების რაზმის და კინოლოგების თანხლებით მივიდა ქალაქის გეი-კლუბში, სახელწოდებით Fame-ი, სადაც საღამოს შეხვედრა იმართებოდა. ამის შესახებ იტყობინება რადიო თავისუფლების რუსულენრვანი პროექტი „ნასტოიაშჩეე ვრემია“ Ura.ru.-ზე დაყრდნობით. პოლიციის ცნობით, მათ ასამდე პირი შეამოწმეს, კონფისკაცია გაუკეთეს ცხრა ლიტრ უაქსიზო ალკოჰოლიან სასმელს, რომელიც ექსპერტიზაზე გაიგზავნა. რეიდში მონაწილეობდა მოძრაობა „სახალხო კონტროლის“ კოორდინატორი, დმიტრი ჩუკრეევი, რომელმაც ანგარიშში […]

ზელენსკისა და ორბანს შორის მოკლე საუბარი შედგა არგენტინაში

არგენტინის ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოკლე საუბარი ჰქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანთან. კადრები არგენტისნი სტელევიზიით გავრცელდა. უნგრეთის პრემიერისა და უკრაინის პრეზიდენტის ოფისს განცხადება არ გაუკეთებიათ. ცნობილია, რომ არგენტინიდან ვოლოდიმერ ზელენსკის სატელეფონო საუბარი ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, რომელმაც ორბანს პარიზში უმასპინძლა. ემანუელ მაკრონი, ისევე როგორც მანამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი […]

ჰამასი: თუკი ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებთ, ღაზიდან მძევლები ცოცხლები ვერ გამოვლენ

ჰამასის ტერორისტული ორგანიზაცია იმუქრება, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მძევლები ღაზის სექტორიდან ცოცხლები ვერ გამოვლენ. მუქარა ჰამასის სამხედრო ფრთის ალ-კასამის ბრიგადების სპიკერმა აბუ ობეიდამ ტელევიციით გაავრცელა. ჰამასის ტყვეობაში ამ დრომდე 137 მძევალი რჩება. 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ჰამასის ტერორისტებმა 240 მძევალი აიყვანეს. მათი ნაწილი ჰამასმა ისრაელის მხრიდან დროებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სანაცვლოდ გამოუშვა. დარჩენილი მძევლებიდან […]

ილონ მასკმა შეთქმულების თეორიების გამავრცელებელ ალექს ჯოუნსს X-ის ანგარიში აღუდგინა

ილონ მასკმა 9 დეკემბერს X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) კითხვარი გამოაქვეყნა, რომელშიც მან მომხმარებლებს ჰკითხა, აღადგინოს თუ არა შეთქმულების თეორიების გამავრცელებელი ალექს ჯოუნსის ანგარიში, რითაც მას პლატფორმაზე დაბრუნების საშუალება მიეცემოდა. Reinstate Alex Jones on this platform? Vox Populi, Vox Dei.— Elon Musk (@elonmusk) December 9, 2023 გამოკითხვაში მონაწილეთა 70%-მა მხარი დაუჭირა ჯოუნსისთვის ანგარიშის აღდგენას, რის შემდეგაც ილონმა […]

ბოკერია ერთობაზე: მთავარია, იმ ხალხის რიცხვი გაიზარდოს, ვისაც ამ მთავრობის შეცვლა უნდა

შეცდომად მიმაჩნია ბოლო თვეების განმავლობაში ძირითადად იმაზე ფოკუსირება, ვინ ვისთან გაერთიანდება და როგორი კოალიციები იქნება. ბარიერიდან გამომდინარე, შეიძლება, ცალკეული პარტიებისთვის ან ჯგუფებისთვის ეს მნიშვნელოვანი საკითხი გახდეს – შესაძლოა, ამის მომენტი არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დადგეს, ტაქტიკურად ვინ როგორ ჩათვლის საჭიროდ საკუთარი ხმების გადაჯგუფებას. ოღონდ, ამაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, მთავარი და ერთადერთი საკითხია, რომ ჯამი, რის […]

ერთი მეტრი გმირობიდან ანტიგმირობამადე, ანუ რატომ სძულს ზოგიერთს კვარაცხელია

თვით უცხოური გამოცემები აღნიშნავენ, რომ გასულ სეზონში „ნაპოლის“ მიერ სკუდეტოს მოგება დიდწილად ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურება გახლდათ, იგივეს მოლოდინი იყო ამ სეზონშიც, მაგრამ ჯერჯერობით იმედები არ მართლდება, რასაც თავისი როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზები აქვს. და ყველაფერი უცბად კვარაცხელიას დაბრალდა, ნეაპოლური გამოცემების კრიტიკის მთავარი ობიექტი გახდა და არც თანამემამულეებმა დაინდეს, თუმცა ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ. ახალ გუნდში […]

ბერბოკი არაბულ ქვეყნებს მიმართავს, მოუწოდონ „ჰამასს,“ დაყაროს იარაღი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა არაბულ ქვეყნებს მოსთხოვა, ღაზაში ომის დასრულებისთვის მეტი გააკეთონ. თავის ყოველკვირეულ ინტერვიუში, რომელიც ბერბოკმა მისცა გერმანიის რადიოს, Deutschlandfunk-ს, მინისტრმა გადაჭრით მოუწოდა პროგრესულ არაბულ ქვეყნებს, „ზეგავლენა“ იქონიონ „ჰამასზე“ – აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში ტერორისტულად შერაცხილ დაჯგუფებაზე, რათა დაყაროს იარაღი. არ შეიძლება პასუხისმგებლობის თავიდან აცილება, ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა და ამასთან ფიქრი, რომ […]

“უკეთესი “გრეჩიხა” – “ამ პოზიციით მას შუაში უბრალოდ არავინ მიუშვებს” – გიორგი თარგამაძე

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, გიორგი თარგამაძე, გიორგი გახარიაზე და ნიკა მელიაზე საუბრისას, ამბობს: რაც შეეხება ნიკა მელიას, ამ შემთხვევაში საქმე გაცილებით რთულადაა, რადგან მისი რესურსი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის გარკვეულ ნაწილს, ან თუნდაც ბოლოდროინდელი არეულობის გამო გაურკვევლობაში მყოფ სააკაშვილის ტრადიციულ მხარდამჭერებს თავი”უკეთეს ნაცმოძრაობად” წარუდგინოს, ბევრად შეზღუდულია. უკეთესი ნაცმოძრაობის შექმნის მცდელობა უკვე იყო 2016 წელს. როგორ დასრულდა ეს პროექტი […]

გრანადასა და ბილბაოს ატლეტიკს შორის თამაში გულშემატკივრის გარდაცვალების გამო გაუქმდა

დღეს, 10 დეკემბერს, ესპანეთის ლა ლიგის თამაში მას შემდეგ გადაიდო, რაც გულშემატკივარი გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა. თამაშის მე-15 წუთზე ატლეტიკის მეკარემ უნაი სიმონმა მსაჯს აცნობა, რომ ერთ-ერთ გულშემატკივარს სასწრაფო დახმარება სჭირდებოდა. მე-17 წუთზე კი თამაში შეჩერდა, როდესაც ექიმებმა გულშემატკივრის გონზე მოყვანის მცდელობა დაიწყეს. მომხდარიდან მალევე ორივე გუნდმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრეს. ლა ლიგის […]

„მოსკოვში, თეირანსა და პეკინში სხედან ადამიანები, რომლებიც ბედნიერები იქნებიან იმით, თუ კონგრესი უკრაინის დახმარებას არ დაამტკიცებს“ – ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ უკრაინის დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მისივე თქმით ადამიანები, რომლებიც ბედნიერი იქნებიან, იმით თუ ამ დამატებით საბიუჯეტო მოთხოვნას არ დაამტკიცებს კონგრესი, მოსკოვში, თეირანსა და პეკინში სხედან. „უკრაინისთვის ეს აბსოლუტურად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მათ მიაღწიეს საოცარ პროგრესს გასული წლის განმავლობაში რუსული აგრესიის მოგერიებაში, […]