შსს-მ 2023 წლის 9 თვეში სქესობრივი დანაშაულის 412 ფაქტი აღრიცხა, წინა წელთან მატება 4.04%-ია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის პირველ 9 თვეში საქართველოში სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის 412 ფაქტი აღრიცხეს, რაც წინა წელთან შედარებით 4.04%-იანი ზრდაა. აქედან 272 ფაქტი გახსნეს. უფრო კონკრეტულად, გაუპატიურების 154 შემთხვევა მოხდა (წინა წელთან შედარებით 12.41%-იანი მატება), გარყვნილი ქმედების 96 ფაქტი (3.23%-იანი ზრდა), თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური […]

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

11 დეკემბერს ქუთაისში +18 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13. ბათუმშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთში დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +20 გრადუსს […]

Airbnb-ზე ფინეთში სანტა-კლაუსის სახლი ქირავდება

Airbnb-ზე გამოქვეყნდა განცხადება სანტა-კლაუსის ქოხის უფასო გაქირავებაზე, რომელიც ფინურ ლაპლანდიაში მდებარეობს. განცხადება სანტას მთავარი ელფის სახელით არის დაწერილი, რომელიც სტუმრებს სთავაზობს დაეხმარონ მას სანტას წერილებს დახარისხებაში. სტუმრები სანტა-კლაუსის მთავარი საფოსტო განყოფილების გვერდით იცხოვრებენ. „ეს წელიწადის ყველაზე ჯადოსნური დროა და დასასვენებლად სანტა-კლაუსის საფოსტო განყოფილებაზე უკეთეს ადგილს ვერ იპოვით. ყოველწლიურად 30 ათასზე მეტ წერილს ვიღებთ ბავშვებისგან და […]

ხვალ ჯო ბაიდენი თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხვალ, 12 დეკემბერს, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში უმასპინძლებს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს იქნება უკრაინის პრეზიდენტის მეორე ვიზიტი ვაშინგტონში. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ზელენსკი შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით დღეს გაემგზავრება. „ვაშინგტონში მოლაპარაკებების მთავარ თემებს შორის იქნება უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვითი თანამშრომლობის გაგრძელება. კერძოდ, ერთობლივი პროექტები იარაღისა […]

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, პარლამენტის თავმჯდომარეს საჰიბა გაფაროვას და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დღეს შალვა პაპუაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვასთან და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრთან ალი ასადოვთან. საპარლამენტო დელეგაციას, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, პარლამენტის ვიცი-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია “ქართული ოცნები”“ თავმჯდომარის […]

“ნაციონალურ მოძრაობას” ქუთაისშიც ტოვებენ – პარტიის მანდატზე უარს საკრებულოს 7 დეპუტატი და პარტიის ასეულობით წევრი ამბობს

“ნაციონალურ მოძრაობას” ქუთაისშიც ტოვებენ. პარტიის მანდატზე უარს საკრებულოს 7 დეპუტატი და პარტიის ასეულობით წევრი ამბობს. მიზეზი, ამჯერადაც პარტიის ახალი მენეჯმენტი და მიმდინარე პროცესებია. მათი თქმით, მოქმედმა თავმჯდომარემ პარტიაში არსებული კრიზისი უფრო გაამწვავა, მოახდინა პარტიის წევრების იგნორი, ამიტომ პარტიაში დარჩენის მიზეზები არ აქვთ. მათი თქმით, ბრძოლას ნიკა მელიასთან ერთად გააგრძელებენ. დეპუტატები პარტიიდან მიდიან, თუმცა საკრებულოს მანდატს […]

“ზუსტად ვიცი, ერთ დღესაც მთელი მსოფლიო გაიგებს და შეიყვარებს მის განსაკუთრებულ ხმას!” – ნინი შერმადინი 36 წლის გახდა: მომღერლის ამერიკული ცხოვრება და გზა წარმატებისკენ – Marao

“ზუსტად ვიცი, ერთ დღესაც მთელი მსოფლიო გაიგებს და შეიყვარებს მის განსაკუთრებულ ხმას!” – ნინი შერმადინი 36 წლის გახდა: მომღერლის ამერიკული ცხოვრება და გზა წარმატებისკენ – Marao ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერალი, ნინი შერმადინი იუბილარია. ნინი 36 წლის გახდა და მეგობრებისა და გულშემატკივრებისგან უამრავი ილოცვა მიიღო: “ჩემი გულიანი, ცოტა გულუბრყვილო, ალალი და კეთილი გოგო, ნინი შერმადინი დაიბადა […]

პარტია იშლება, მაგრამ არ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ სხვა ხასიათის რაიმე პოლიტიკური ჯგუფი იქმნება – გია ვოლსკი ენმ-ში არსებულ დაპირისპირებასა და მელიას დაანონსებულ ახალ პარტიაზე

მმართველი გუნდის წევრი, გია ვოლსკი, “ნაციონალურ მოძრაობაში” არსებულ დაპირისპირების და ნიკა მელიას მიერ დაანონსებულ პარტიის შექმნასთან აფასებს. ვოლსკის განცხადებით, ამ ორ პარტიას შორის შინაარსობრივი განსხვავება არ არსებობს. “პარტია იშლება, მაგრამ არ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ სხვა ხასიათის რაიმე პოლიტიკური ჯგუფი იქმნება. ხასიათი იგივეა, არცერთს სინანულის ელემენტიც კი არ გააჩნია იმ ჩადენილი დანაშაულებისათვის, რამაც უამრავ ქართულ ოჯახს […]

იტალიაში მატარებლების შეჯახების შედეგად 17 ადამიანი დაშავდა

იტალიაში მატარებლების შეჯახების შედეგად 17 ადამიანი დაშავდა. ინციდენტი ქალაქ ფაენცასა და ფორლის შორის სარკინიგზო ხაზზე მოხდა, მაშინ, როდესაც ორივე შემადგენლობა დაბალი სიჩქარით გადაადგილდებოდა. ადგილობრივი მაშველების ინფორმაციით, მომხდარის გამო სარკინიგზო მოძრაობა დროებით შეჩერებული იყო. ავარიის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ირლანდიაში უამინდობის გამო ქვეყნის დიდ ნაწილში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული

ირლანდიაში ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა, შენობებს სახურავები ახადა, გადაბრუნდა ნავები. განსაკუთრებით დაზარალდა ერთ-ერთ სოფელი. უამინდობის გამო ქვეყნის დიდ ნაწილში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული – ქარიშხალი “ფერგუსის” გამო ჩაკეტილია გზები.