Airbnb-ზე ფინეთში სანტა-კლაუსის სახლი ქირავდება

Airbnb-ზე გამოქვეყნდა განცხადება სანტა-კლაუსის ქოხის უფასო გაქირავებაზე, რომელიც ფინურ ლაპლანდიაში მდებარეობს.
განცხადება სანტას მთავარი ელფის სახელით არის დაწერილი, რომელიც სტუმრებს სთავაზობს დაეხმარონ მას სანტას წერილებს დახარისხებაში. სტუმრები სანტა-კლაუსის მთავარი საფოსტო განყოფილების გვერდით იცხოვრებენ.
„ეს წელიწადის ყველაზე ჯადოსნური დროა და დასასვენებლად სანტა-კლაუსის საფოსტო განყოფილებაზე უკეთეს ადგილს ვერ იპოვით. ყოველწლიურად 30 ათასზე მეტ წერილს ვიღებთ ბავშვებისგან და სრულწლოვნებისგან. ჩვენთვის, ელფებისთვის, ეს ყველაზე დატვირთული დროა, ამიტომ გეპატიჟებით – სახელოები აიწიეთ და დაგვეხმარეთ ამ წერილების წაკითხვაში“, – წერს ელფი.
სტუმრებს ასევე სთავაზობენ ექსკურსიას, თოვლმავლებით გასეირნებას, ჩრდილოეთის ციალის ნახვას და ფინური სამზარეულოს კერძების დაგემოვნებას.
სანტას ქოხი 2 ბავშვსა და 2 ზრდასრულზეა გათვლილი. მისი დაქირავება კი მხოლოდ 18-21 დეკემბერს შეიძლება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ციხე არსებობს კრიმინალისთვის. ვინც ჩაიდენს კრიმინალს, ეს იქნება უფლებადამცველი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ყველას ადგილი უნდა იყოს იქ, რისთვისაც არის ციხე შექმნილი. ეს არის პრევენციაც… (ვიდეო)

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან