მადლიერი ვართ, რომ აზერბაიჯანმა გამოხატა თავისი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით უკვე დაიწყო. ვიზიტის მნიშვნელობისა და განსახილველი თემების შესახებ, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ბაქოში განაცხადა. როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში სტრატეგიულ პარტნიორთან მნიშვნელოვანი შეხვედრებია დაგეგმილი. “ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ამ ორი დღის განმავლობაში, როგორც პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარესთან და მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ასევე […]
თენგიზ ფხალაძე – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდგომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას სურს, რომ არჩევნები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჩატარდეს და რომ სახელმწიფოს მეთაური უკვე გაერთიანებულ აზერბაიჯანს წარმოადგენდეს

აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანის აღდგენის 6 თვის თავზე აზერბაიჯანში არსებულ ვითარებაზე, ქვეყნის მიღწევებსა და გამოწვევებზე, ასევე ქვეყნის საგარეო კურსსა და იმაზე, სავარაუდოდ, რატომ დაინიშნა აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, „ინტერპრესნიუსი“ ჯიპა-ს ასოცირებულ პროფესორს, ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროს მეცნიერ-თანამშრომელს, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა. – ბატონო თენგიზ, ვიცით, რომ გასული კვირა აზერბაიჯანში იყავით, სადაც აზერბაიჯანის ხელისუფლების ინიციატივით […]
კომფორტული ბუღალტრული მომსახურება თქვენი ბიზნესისთვის

მრავალი კომპანიის მფლობელსა და დირექტორს აქვს ბუღალტრებთან ურთიერთობის ნეგატიური გამოცდილება. ხშირად მათი ბუღალტერი არის უხეში, ხოლო კომპანიის ბუღალტერია არის მოუწესრიგებელი და ხანდახან მიიჩნევა, რომ ეს არის ნორმა. დღეს კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ სასიამოვნო, კომფორტული და მათზე მორგებული ბუღალტრული მომსახურება კომპანია „ენთები“-სგან, რომელმაც საბუღალტრო მომსახურების პროცესი დახვეწა და გადაიყვანა განზომილებაში, სადაც მომხმარებლის პოზიტიური გამოცდილება არის უმთავრესი […]
ხატია დეკანოიძე – მიუხედავად იმისა, რომ არ გავა თვე, საქართველოს მოქალაქე არ გაიტაცონ ან არ მოკლან, ხელისუფლებას არ გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი „ოთხოზორია – ტატუნაშვილის სიის“ აღსრულების მექანიზმის ჩამოყალიბებისთვის

მიუხედავად იმისა, რომ არ გავა თვე, საქართველოს მოქალაქე არ გაიტაცონ ან არ მოკლან, საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი „ოთხოზორია – ტატუნაშვილის სიის“ აღსრულების მექანიზმის ჩამოყალიბებისთვის,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებას ამ კუთხით არანაირი სტრატეგია არ გააჩნია. „საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობა საოკუპაციო რეჟიმის მიერ, […]
ბაჩო დოლიძე – ვტოვებ „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან ახალი მოძრაობის დროა

ბაჩო დოლიძემ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიქმნება ახალი პარტია, რომელიც „ბრძოლის ავანგარდში“ ჩაერთვება. „ვტოვებ „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან ახალი მოძრაობის დროა. წარსულის კარგად გააზრების შემდეგ, ახლებურად ჩამოყალიბებულ აზრს, ახალ სიტყვას და ამომრჩეველთან ახალ შეთავაზებას შეუძლია ამ ქვეყნის იმ კრიზისიდან გამოყვანა, რომელშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში […]
ისრაელის თავდაცვის ძალები – ღაზაში „ჰამასის“ ათობით მებრძოლია ლიკვიდირებული

ისრაელის საჰაერო ძალებმა, სახმელეთო ჯარების მითითებით, ბოლო დღის განმავლობაში ღაზის სექტორში „ჰამასის“ ათობით მებრძოლის ლიკვიდაცია განახორციელეს, – ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. მათივე ცნობით, ერთ-ერთი ოპერაციის დროს ღაზის სექტორის ქალაქ შეჯაიაში „ჰამასის“ შეიარაღებული წევრების იდენტიფიცირება და უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განხორციელდა. მეორე ოპერაციის დროს კი დარტყმა მიაყენეს ჯანდაცვის კლინიკიდან გამოსული შეიარაღებული პირების ჯგუფს. ამასთან, გასული […]
არჩილ თალაკვაძე – აზერბაიჯანში გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები, როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან

დაიწყო საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ბაქოში, აზერბაიჯანში, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ბაქოში განაცხადა. როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში სტრატეგიულ პარტნიორთან მნიშვნელოვანი შეხვედრებია დაგეგმილი. ,,ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ამ ორი დღის განმავლობაში, როგორც პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარესთან და მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტთან. ჩვენ […]
„ნაციონალური მოძრაობა“ ქუთაისში საკრებულოს დეპუტატების და რაიონული ორგანიზაციის ნაწილმა დატოვა

„ნაციონალურ მოძრაობას“ ქუთაისშიც ტოვებენ. პარტიის მანდატზე უარი საკრებულოს 12 დეპუტატიდან 7-მა დეპუტატმა განაცხადა. როგორც მათ დღევანდელ ბრიფინგზე განმარტეს, „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედმა თავმჯდომარემ პარტიაში არსებული კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა და მათ ასეთ პირობებში პარტიაში დარჩენა აღარ სურთ. ისინი, სავარაუდოდ, ბრძოლას „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარე, ნიკა მელიასთან ერთად გააგრძელებენ. ქუთაისში პარტია დატოვეს რაიონული ორგანიზაციის წევრებმაც. „ერთიანი ნაციონალური […]
შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს შეხვდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პარლამენტის ინფორმაციით, დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვასთან და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ – მინისტრთან, ალი ასადოვთან. საპარლამენტო დელეგაციას, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, […]
ზურაბ პატარაძე – პარლამენტის თავმჯდომარის აზერბაიჯანში ვიზიტი განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს ჩვენს ორმხრივ მეგობრულ, სტრატეგიულ ურთიერთობაში

დღეს იწყება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ბატონ ილჰამ ალიევთან, მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან ქალბატონ საჰიბა გაფაროვასთან და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ალი ასადოვთან, – ამის შესახებ აზერბაიჯანში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ განაცხადა. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, აზერბაიჯანში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი დამატებით იმპულსს შეიტანს ორი ქვეყნის ურთიერთობებში, […]