ქუთაისის საკრებულოში ენმ-ის შვიდმა დეპუტატმა პარტია დატოვა

ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, დღეს, 11 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პარტია დატოვეს. კერძოდ, პარტია დატოვა საკრებულოში ენმ-ის თოთხმეტიდან შვიდმა დეპუტატმა. „მოვიდა მენეჯმენტი, რომელმაც ჩამოაცილა გამოცდილი და ერთგული კადრები პარტიას, მოახდინა მათი სრული იგნორირება. ენმ შეგნებულად დააყენეს კონფორმისტულ, სისტემურ, ფსევდოპოზიციურ წარმონაქმნად ქცევის გზაზე. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, დღეიდან ოფიციალურად ვტოვებთ პარტიის რიგებს. ბრძოლა კვლავაც გაგრძელდება, ოღონდ […]

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – პოზიტიურად ვართ განწყობილი საქართველოს მიერ ბევრი რეფორმის კუთხით მიღწეული პროგრესის ნიშნების მიმართ

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის განცხადებით, ფინეთი ევროკავშირის გაფართოების პროცესის მიმართ ერთგულია და რომ პოზიტიურად არის განწყობილი საქართველოს მიერ ბევრი რეფორმის კუთხით მიღწეული პროგრესის მიმართ. კითხვაზე, დაუჭერს თუ არა ფინეთი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ელინა ვალტონენმა უპასუხა: „მქონდა კარგი განხილვა ქართულ მხარესთან და პოზიტიურად ვართ განწყობილი ბევრი რეფორმის კუთხით მიღწეული პროგრესის ნიშნების […]

ბექა დავითულიანი – როცა საქმე იყო გასაკეთებელი, პროცესს აზიანებდნენ, როცა რეალური გახდა სტატუსის მიღება, მიდის შედეგის მიწერისთვის პარაზიტირება, თუმცა არაა პრობლემა, მთავარია ფეხის წამოდებებს არ ვიყოთ

როცა საქმე იყო გასაკეთებელი, პროცესს აზიანებდნენ, ახლა მიდის შედეგის მიწერისთვის პარაზიტირება, თუმცა არაა პრობლემა, მთავარია ფეხის წამოდებებს არ ვიყოთ, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი ჟურნალისტებთან „ჩვენი ხმა ევროპას” ფარგლებში ხელმოწერების შეგროვებას, რომელსაც 13 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილის დიპლომატიურ კორპუსს გადასცემს. დავითულიანი აცხადებს, რომ ახლა სტატუსის მიღება რეალურია და კამპანიური ხასიათის მოქმედებები რიგი პოლიტიკური […]

ირაკლი ლექვინაძემ საფრანგეთში OECD-ის კონკურენციის 22-ე გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიწვევით, საფრანგეთში, პარიზში, კონკურენციის შესახებ გამართულ რიგით 22-ე გლობალურ ფორუმზე მოხსენებით წარსდგა. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ირაკლი ლექვინაძემ, პანელურ სესიაზე, საქართველოში კონცენტრაციების კონტროლის, მისი აღსრულების მექანიზმებისა და კარტელებში ეკონომიკური ანალიზის გამოყენების მნიშვნელობაზე დეტალურად ისაუბრა. „კონკურენციის გლობალურ ფორუმს ხელმძღვანელობდნენ: OECD-ის გენერალური მდივანი, […]

IDF-ის ცნობით, სახმელეთო ოპერაციების დაწყების შემდეგ 100-ზე მეტი ისრაელის სამხედრო დაიღუპა

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციების დაწყების შემდეგ 100-ზე მეტი მათი სამხედრო დაიღუპა, მათ შორის ამ დილით იყო 4. IDF-ის ცობით, დღეს დაღუპული ოთხი სამხედროდან 3 სამხრეთ ღაზაში მოკლეს, ხოლო მეოთხე სამხედრო ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. ისრაელი აცხადებს, რომ ჰამასის ტერორისტებმა 7 ოქტომბრის შემდეგ, ჯამში, 430 მათი სამხედრო მოკლეს, მათგან 101 თავდაცვის ძალების […]

უკრაინის ფრონტზე ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად ავდეევკა რჩება

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის გასულ 24 საათში 98 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ამის შესახებ დღეს დილით იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი. მისი ინფორმაციით, უკრაინელმა მეომრებმა ყველაზე მეტი, 49 შეტევა მოიგერიეს დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის მიმართულებით. უკრაინის გენშტაბის თანახმად, მოწინააღმდეგე ისევ ცდილობს ავდეევკის ალყაში მოქცევას, თუმცა, თავდაცვის ძალები განაგრძობენ მის შეკავებას და […]

კრიშტიანო რონალდოსა და მესის გარეშე – ბენზემამ თავისი “ოცნების გუნდი” დაასახელა

“ალ იტიჰადის” თავდამსხმელამ კარიმ ბენზემამ კლუბის ოფიციალურ გვერდთან საუბრისას თავისი “ოცნების გუნდი” დაასახელა და მისი აზრით, საუკეთესო თერთმეტეული შეადგინა. საინტერესოა, რომ ფრანგის სიაში მისი ყოფილი თანაგუნდელი კრიშტიანო რონალდო და ასევე ლიონელ მესი ვერ მოხვდნენ. ბენზემას სია ასე გამოიყურება: მეკარე: მანუელ ნოიერი მცველები: დანი ალვეში, კეპლერ პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო ნახევარმცველები: კლოდ მაკელელე, პოლ პოგბა, ზინედინ […]

კვარაცხელიამ შესაძლოა, “ნაპოლისთვის” უმნიშვნელოვანესი მატჩი გამოტოვოს

Corriere dello Sport-ის დღევანდელი გამოცემა წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ 13 დეკემბერს გასამართი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, სადაც “ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში “ბრაგას” უმასპინძლებს, შესაძლოა, გამოტოვოს. მოგეხსენებათ, ქართველმა გუშინ გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშა, რადგან მას მსუბუქი გრიპი აქვს. ჯერჯერობით ეს ამბავი მხოლოდ ვარაუდის დონეზეა, მაგრამ ჩვენს იტალიელ კოლეგებს თუ დავუჯერებთ, არსებობს რისკი, რომ ჩვენებურმა “პარტენოპეის” […]

ზურაბიშვილი 13 დეკემბერს მოქმედ და ყოფილ პრემიერებს და საგარეო მინისტრებს შეხვედრაზე იწვევს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის თქმით, 13 დეკემბერს ათონელის რეზიდენციაში შეხვედრას გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. როგორც ზურაბიშვილი ამბობს, შეხვედრაზე ელჩებს მის მიერ შეგროვილ ხელმოწერებს გადასცემს. ღონისძიებაზე მიწვეული არიან საქართველოს ამჟამინდელი და ყოფილი პრემიერები და საგარეო საქმეთა მინისტრები – ამის შესახებ მან ევროპული კამპანიის ფარგლებში – ,,ჩვენი ხმა ევროპას“, ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან […]

დუმაში ირწმუნებიან, რომ NATO საქართველოში რუსეთის არჩევნებისთვის პროვოკატორებს ამზადებს

რუსეთის სახელმწიფო დუმის უსაფრთხოებისა და კორუფციის საწინააღმდეგო კომიტეტის მეთაური და და უცხო ქვეყნების ჩარევის ფაქტების გამოძიების კომისიის თავმჯდომარე, ვასილი პისკარიოვი ირწმუნება, რომ NATO-ს სპეცსამსახურები საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქყვეყნებში რუსეთის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პროვოკატორებს ამზადებენ. “კომისიამ დააფიქსირა NATO-ს ქვეყნების სპეცსამსახურები საქმიანობის, მათ მიერ კონტროლირებადი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და “გავლენის აგენტების” გააქტიურება რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დაწყებასთან […]