ნეთანიაჰუმ და პუტინმა ისრაელ-ჰამასის ომზე ისაუბრეს

ისრალიეს პრემიერმინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ისრაელის ოფიციალური განცხადების მიხედვით, ნეთანიაჰუმ პუტინთან უკმაყოფილება გამოხატა რუსეთის “ანტიისრაელური პოზიციების” გამო. ისრაელის პრემიერმინისტრმა ასევე არ დამალა შეშფოთება რუსეთისა და ირანის თანამშრომლობის საკითხზე. მეორე მხრივ, პუტინმა დაგმო “ყველა ფორმის” ტერორიზმი და ამავდროულად, აღნიშნა, რომ ტერორიზმის შეკავების პოლიტიკას მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი მსხვერპლი არ […]
ევროკავშირის ლიდერები არ დაექვემდებარებიან იმ შანტაჟს, რომელიც არის უნგრეთის ხელმძღვანელის მიერ წამოყენებული – ხატია დეკანოიძე

ქართველ პოლიტიკოსებს ქვეყნის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინები აქვთ, თუმცა ოპოზიციის ნაწილი უნგრეთის პოზიციიდან გამომდინარე არსებულ გამოწვევებზე ამახვილებს ყურადღებას. პარტია “საქართველოსთვის” წევრის ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ორბანი არის ევროკავშირის პრობლემა, რომელსაც ის აუცილებლად მოაგვარებს. “ორბანის მიერ მოწყობილმა სიურპრიზმა გარკვეული პერიოდით შეიძლება გადაავადოს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესი. ამის მიუხედავად, ჩვენ მკაფიოდ, პოლიტიკურადაც და სამუშაო ფორმატებში, ნაბიჯები უნდა […]
1 000-მდე ადვოკატი EU-ის ელჩს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე მხარდაჭერას სთხოვს

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. დავით ასათიანმა ელჩს მიმართვა გადასცა, რომელიც კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერას უკავშირდება და რომელსაც 1 000-მდე ადვოკატი აწერს ხელს. “მქონდა პატივის, პირადად გადამეცა ევროკავშირის ელჩისთვის ქართველ ადვოკატთა მიმართვა საქართველოს ევროკავშირის ინტეგრაციის მხარდასაჭერად. ჩვენ, ქართველ ადვოკატებს, ზოგადად საქართველოს იურიდიულ პროფესიას ძალიან კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ევროკავშირის გზაზე ჩვენი […]
ბაჩო დოლიძემ ნაციონალური მოძრაობა დატოვა

ნიკა მელიას მიერ ახალი პარტიის დაფუძნების დაანონსების შემდეგ, ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ ნაციონალურ მოძრაობას ტოვებს. ის აღნიშნავს, რომ “არცერთ არსებულ პოლიტიკურ” პარტიასთან შერწყმას არ აპირებენ და საზოგადოებას “სრულიად ახალ პოლიტიკას” შესთავაზებენ. “ვტოვებ ნაციონალურ მოძრაობას, რადგან ახალი მოძრაობის დროა. წარსულის კარგად გააზრების შემდეგ, ახლებურად ჩამოყალიბებულ აზრს, ახალ სიტყვას და ამომრჩეველთან ახალ შეთავაზებას შეუძლია ამ ქვეყნის იმ […]
ევროპის მაუწყებელთა კავშირმა ევროვიზიიდან ისრაელის მოხსნაზე უარი თქვა

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) პროპალესტინელების მოთხოვნა არ გაითვალისწინა და ევროვიზიიდან ისრაელის მოხსნაზე უარი თქვა. აქტივისტებთან ერთად ევროვიზია 2024-ში ისრაელის მონაწილეობაზე კითხვები ჰქონდათ ნორვეგიის, შვედეთისა და ნიდერლანდების მაუწყებლებსაც, რომლებმაც ევროპის მაუწყებელთა კავშირს მიმართეს. EBU-მ განცხადებაში თქვა, რომ ისრაელი კონკურსიდან არ მოიხსნება. “ევროვიზიის სიმღერის კონკურსი არის კონკურსი საზოგადოებრივი მაუწყებლებისთვის მთელი ევროპისა და ახლო აღმოსავლეთიდან. ეს არის კონკურსი […]
2023 წელს გაუპატიურების შემთხვევები გაიზარდა – შსს-ს სტატისტიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის პირველ 9 თვეში გაუპატიურების უფრო მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე 2022-ში მთელი წლის განმავლობაში. უწყებამ გასულ წელს გაუპატიურების 137 შემთხვევა აღრიცხა, მაშინ, როცა მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში 154 შემთხვევა დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ გაუპატიურების შემთხვევების ზრდასთან ერთად გაზრდილია ამგვარი საქმეების გახსნის მაჩვენებელიც: გასულ წელს შსს-მ გაუპატიურების 66%-მდე შემთხვევა გახსნა, 2023 […]
პოლონეთის სეიმი დღეს ახალ პრემიერ-მინისტრს აირჩევს

პოლონეთის სეიმი დღეს ახალ პრემიერ-მინისტრს აირჩევს. როგორც პოლონური მედია წერს, დღეს, დილიდან კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოვა ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი, რომელსაც მთავრობის ფორმირების მანდატი პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ მიანიჭა. თუ დეპუტატების უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს პრემიერ-მინისტრად მორავიეცკის კანდიდატურას, მაშინ, კანონმდებლობის მიხედვით, სეიმის წევრები მთავრობის ახალი მეთაურის პოსტზე ოპოზიციის კანდიდატურას უყრიან კენჭს. ეს ქვეყნის ყოფილი […]
9 თვეში, სქესობრივი დანაშაულის 412 ფაქტი დაფიქსირდა, მათგან 272 გახსნილია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის 9 თვეში, საქართველოში სქესობრივი დანაშაულის 412 ფაქტი დაფიქსირდა, მათგან 272 გახსნილია. კერძოდ, უწყების ინფორმაციით, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, გაუპატიურების 154 შემთხვევა დარეგისტრირდა, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების – 54, პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების – 22, თექვსმეტი წლის ასაკს […]
დღეს დენი გაითიშება – გადაამოწმეთ მისამართები

კომპანია თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 11 დეკემბერს თბილისის ნაწილს დენი დროებით გაეთიშება. მათი ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება თბილისის შემდეგ ქუჩებს: ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩაქვის, მანჯგალაძის, ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ) და ფეიქრების ქუჩების მოსახლეობას. ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის […]
დარწმუნებული ვარ, ვიპოვით კარგ პასუხს საქართველოსთვის – ელინა ვალტონენის განცხადება

ელინა ვალტონენმა, ფინეტის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის გაფართოება არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. „ფინეთი ევროკავშირის გაფართოების მხარდამჭერია. ეს პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი დისკუსია საქართველოსთან და პოზიტიურად ვართ განწყობილი ბევრი რეფორმის გატარებაში პროგრესის ნიშნების მიმართ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვიპოვით კარგ პასუხს საქართველოსთვის“, – აღნიშნა მან.