ლონდონში 13 და 14 წლის გოგოებმა ებრაელ ქალს გონების დაკარგვამდე სცემეს და გაქურდეს

ლონდონში 13 და 14 წლის გოგოებმა 20 წლის ორთოდოქსი ებრაელი ქალი გონების დაკარგვამდე ცემეს და გაქურდეს. ლონდონის პოლიციამ სკოლის მოსწავლეების ვინაობა ქუჩის კამერებით ამოიცნო და ისინი უკვე დაკავებულები არიან. პოლიციის თქმით, შესაძლოა გამოძიება სიძულვილის დანაშაულის მიმართულებითაც გაფართოვდეს, თუმცა ისინი ჯერჯერობით იკვლევენ დანაშაულის მთავარ მოტივს. ადგილობრივი სამეზობლოს ქუჩის კამერების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ თინეიჯერ გოგოებს […]
საერთაშორისო საზოგადოების უმოქმედობის შემთხვევაში ისრაელი ჰუსიტების წინააღმდეგ იმოქმედებს

იმ შემთხვევაში, თუკი საერთაშორისო საზოგადოება ვერ მოახერხებს იემენელი ჰუსიტების მიერ წითელ ზღვაში სავაჭრო გზების დაზიანებისკენ მიმართული ქმედებები აღკვეთოს, ისრაელი მზად არის ჰუსიტებზე პასუხის გაცემის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს. აღნიშნულის შესახებ ისრაელის ეროვნული ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარემ ცახი ჰანეგბიმ ისაუბრა. “ისრაელი მსოფლიოს გარკვეულ დროს აძლევს, რათა ეს აღკვეთოს, მაგრამ თუკი ეს საერთაშორისოდ ვერ მოგვარდება, ვინაიდან ეს […]
დეკანოიძე კარბაიას მკვლელობაზე: ხელისუფლებისგან უფრო მძიმე ნაბიჯებს მოვითხოვთ

არ გავა თვე, რომ საქართველოს მოქალაქე არ გაიტაცონ ან ჩვენი მოქალაქე არ მოკლან, რისი ძალიან მძიმე მაგალითებიც ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვაქვს. მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლებას პრაქტიკულად არ გადაუდგამს არცერთი ისეთი ნაბიჯი, რომელიც იქნებოდა რეალურად ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის აღსრულების რაიმე მექანიზმი […] ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, მივიღოთ კიდევ ერთი რეზოლუცია და მოვთხოვოთ საქართველოს […]
წყალი მთელი დღით შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

12 დეკემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის მეორე ეტაპის ფარგლებში წყალმომარაგების ახალ მაგისტრალურ ქსელზე მასშტაბურ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს. რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე სრულად იცვლება 4.5 კმ წყალსადენისა და 2 კმ სიგრძის წყალარინების ქსელები. „მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში წერეთლის გამზირზე ახლად მოწყობილი მაგისტრალური ქსელის, 2 კილომეტრამდე სიგრძის მონაკვეთის […]
ფონიჭალიდან გატაცებულ 16 წლის გოგონას სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ

ფონიჭალაში გატაცებულ 16 წლის გოგონას სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ. არასრულწლოვანი ცოლად შერთვის მიზნით, ორი დღის წინ 6-მა ადამიანმა საკუთარი სახლიდან ძალის გამოყენებით წაიყვანა. “კურიერის” ინფორმაციით, არსებობს გატაცების ამსახველი ვიდეო-კადრები და მათ პოლიცია სწავლობს. გატაცებულის მშობლები ამბობენ, რომ მათი ქალიშვილი რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ მამაკაცზე დაინიშნა, თუმცა, მოგვიანებით, ქორწინებაზე უარი თქვა. გამოძიება ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების […]
“მეტი აქტიურობა გვჭირდება რომ ნინი გახდეს ფინალისტი!” – ნახევარფინალი დღეს გაიმართება

“ახლა ორმაგი და სამმაგი აქტიურობა გვჭირდება რომ ნინი გახდეს ფინალისტი! ” – ამის შესახებ, ნინი ბრეგვაძის მხარდამჭერი, საბა ვაჩიბერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს: “ მეგობრებო ორშაბათს ძალიან მნიშვნელოვანი ნახევარფინალია ! წინ საოცარი შოუ გელოდებათ ! ახლა ორმაგი და სამმაგი აქტიურობა გვჭირდება რომ ნინი გახდეს ფინალისტი! წესები იგივეა ! ორშაბათს, 11 დეკემბერს ღამის 9:55 […]
დღეიდან სლოვაკეთი უკრაინის საზღვართან სატვირთო მანქანების გადაადგილებას ისევ დაბლოკავს

სლოვაკეთი დღეიდან უკრაინის საზღვართან სატვირთო მანქანების გადაადგილებას ისევ დაბლოკავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. სლოვაკეთის საგზაო ტრანსპორტის გაერთიანება UNAS-ი უკრაინის საზღვართან ბლოკირებას ადგილობრივი დროით 15:00 საათიდან განაახლებს. როგორც მედია წერს, სლოვაკეთის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაადგილება არ შეიზღუდება. მედიის ცნობით, სლოვაკეთის საგზაო ტრანსპორტის გაერთიანების მთავარი მოთხოვნა უკრაინელი გადამზიდავებისთვის სალიცენზიო ნებართვის აღდგენაა. შეგახსენებთ, 6 ნოემბრიდან უკრაინის საზღვართან […]
„ენერგო პრო ჯორჯიას“ მოგება ₾228 მილიონამდე გაიზარდა – რამდენი ელექტროენერგია გაანაწილა გასულ წელს კომპანიამ

საქართველოს უმსხვილესმა ელექტროგამანაწილებელმა კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიამ“ 2022 წლის განმავლობაში მთლიანი შემოსავალი 14%-ით, 497 მილიონ ლარამდე გაიზარდა. წმინდა მოგებამ კი 12%-ით მოიმატა და 228 მილიონ ლარს მიაღწია. მთლიანად 2022 წლის განმავლობაში კომპანიამ 5,130 გგვტ/სთ ელექტროენერგია გაანაწილა. ამასთან, უშუალოდ განაწილებიდან მიღებული შემოსავალი 451 მილიონ ლარს, ხოლო ქსელთან მიერთების მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი 45.8 მილიონ ლარს შეადგენდა. „ენერგო […]
ირანელი აქტივისტი ქალი ნარგეს მოჰამადი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მფლობელი გახდა

ირანელი აქტივისტი ნარგეს მოჰამადი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მფლობელი გახდა. ოსლოში, ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიას 51 წლის ნარგეს მოჰამადი არ ესწრებოდა, რადგან ის თეირანის საპატიმროში იმყოფება. ნობელის კომიტეტმა მას პრემია ირანში ქალების ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის გადასცა. მისი განცხადება პრემიის გადაცემის ცერემონიაზე საჯაროდ წაიკითხეს, ჯილდო კი მის შვილებს გადაეცათ. პრიზი ასევე მოიცავს […]
გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში აშენდა ათეულობით სკოლა და ბაღი, მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და სპორტული ობიექტები

საქართველოს მთავრობა გურიის რეგიონში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ვიდეორგოლს ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, აშენდა 22 საბავშვო ბაღი, განხორციელდა ბაღების რეაბილიტაციის 11 პროექტი, იგეგმება 18 ბაღის მშენებლობა, 6 ბაღის რეაბილიტაცია; აშენდა 14 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, განხორციელდა სკოლების რეაბილიტაციის 14 პროექტი, იგეგმება 6 სკოლის მშენებლობა, 12 სკოლის რეაბილიტაცია. ამასთან, განხორციელდა საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია (767 კმ), მიმდინარეობს – […]