უკრაინისა და პოლონეთის საზღვრის ერთ-ერთ გადასასვლელზე მოძრაობა აღდგა

ორშაბათს აღდგა პოლონეთისა და უკრაინის საზღვარზე მდებარე იაგოდინ-დოროგუსკის გამშვები პუნქტის გავლით სატვირთო მანქანების მოძრაობა, რაც თვეზე მეტხანს ბლოკირებული იყო. ამის შესახებ უკრაინის საზოგადოების განვითარების, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ოლექსანდრ კუბრაკოვმა განაცხადა. მინისტრის თქმით, ორშაბათს დღის მეორე ნახევარში იქ სტაბილურად აღდგა სატვირთო მანქანების მოძრაობა. კუბრაკოვის სიტყვებიდან გამომდინარე, საზღვრის გადასასვლელის გადაკვეთის განბლოკვა შესაძლებელი გახდა პოლონურ მხარესთან მოლაპარაკებების […]

მელია: ის რაც ახლა პოლიტიკურ სპექტრში ხდება, მხოლოდ ივანიშვილს აძლევს ხელს

ნიკა მელია აცხადებს, რომ ნაციონალურ მოძრაობაში დაწყებული შიდაპარტიული დაპირისპირება ოლიგარქ, ბიძინა ივანიშვილს აწყობს და მმართველი გუნდი ყოველთვის ცდილობდა ამ დაპირისპირების წამოწყებას. მელია მიიჩნევს, რომ შიდაპარტიულ დაპირისპირებას და ახლა არსებულ პროცესებს ხელი მოქმედმა მენეჯმენტმაც შეუწყო. “ის რაც ახლა ხდება პოლიტიკურ სპექტრში, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს აძლევს ხელს. მან მოახერხა და საკუთარი დაწესებული სტანდარტი თავს მოახვია არც თუ […]

ადვოკატების ცნობით, ნავალნის ციხეებში ვერ პოულობენ და მისი ადგილსამყოფელი უცნობია

ადვოკატების ინფორმაციით, რუსეთის ოპოზიციის ლიდერის. ალექსეი ნავალნის ადგილსამყოფელი უცნობია და ბოლო რამდენიმე დღეა, მათთან კავშირზე არ გასულა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. სპიკერმა კირა იარმიშმა X-ზე დაწერა, რომ ადვოკატებმა რამდენჯერმე სცადეს წვდომა ორ სასჯელაღსრულების კოლონიაში, სადაც ნავალნი ბოლო დროს იმყოფებოდა, თუმცა ის არც IK-6 და არც IK-7 დაწესებულებაში არ ყოფილა. მათი თქმით, ოპოზიციის ლიდერს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები […]

გიტანას ნაუსედა – უნგრეთი ერთიანობის პრინციპს ზიანს აყენებს – ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, რომ აზრი შევაცვლევინოთ

უნგრეთი ევროკავშირის ერთიანობის პრინციპს ზიანს აყენებს, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა. „უნგრეთი ერთიანობის პრინციპს ზიანს აყენებს, რადგან თუ ჩვენ არ მივიღებთ დადებით პასუხს, პოზიტიურ დასკვნას, მომავალში ერთიანობის პრინციპს უფრო მეტი დაემუქრება და უარყოფს“, – განაცხადა ნაუსედამ. ნაუსედამ აღნიშნა, რომ ევროკავშირთან უკრაინის დაახლოება უნგრეთისთვის სასარგებლოა. „ჩვენ ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, რომ უნგრეთს აზრი შევაცვლევინოთ“, […]

ვახტანგ ძაბირაძე – ხელისუფლება, რასაც აკეთებს, აკეთებს, არც მეტის შესაძლებლობა აქვს და არც სურვილი, ხოლო ოპოზიცია საერთოდ რადარებიდან არის გამქრალი – თუ ოპოზიცია ასეთ ვითარებაში დარჩება, „ქართული ოცნება“ უმრავლესობას აიღებს

მოსახლეობას, არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია არაფერს სთავაზობს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევაზე საუბრისას განაცხადა. ამასთან, ძაბირაძის შეფასებით, ხელისუფლებას, ძირითადად, მცირე დასახლებულ პუნქტებში აქვს მაღალი რეიტინგი. „მოსახლეობას, არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია არაფერს სთავაზობს. ოპოზიცია მუდმივად ლაპარაკობს, რომ „ქართული ოცნება“ პრორუსულია. ხელისუფლება, რასაც აკეთებს, აკეთებს, მეტის შესაძლებლობა […]

რაჟდენ კუპრაშვილი ატლანტაში გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში რეგიონალური გუნდის ხელმძღვანელს კრის ფრესონკეს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი, ქალაქ ატლანტაში, გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში რეგიონალური გუნდის ხელმძღვანელს კრის ფრესონკეს შეხვდა. ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს. შეხვედრაზე მხარეებმა ანტიკორუფციული ბიუროს ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით არსებულ გამოწვევებზე. როგორც ბიუროს უფროსმა აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება ანტიკორუფციული პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში მნიშვნელოვან […]

ქილიკის საგანია, რომ “ნაცმოძრაობა” იშლება, მაგრამ, რეალურად, ეს ხალხი არსად მიდის და გარედან დაკვეთას ელოდება – მიხეილ ყაველაშვილი

“სალომე ზურაბიშვილის მიმართ პირველი პროტესტი გამოვხატეთ მაშინ, როცა დავინახეთ, რომ მან “ნაცმოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთ სიბრტყეზე დააყენა,” – ამის შესახებ მედიასთან “ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. “სალომე ზურაბიშვილმა თავისი არაადეკვატური ქცევით დაგვანახა, რომ ის „ნაცმოძრაობამ“ გადაიბირა. შემდეგ ნიკა გვარამია შეიწყალა, ახლა კი უკვე მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასაც მოითხოვენ მისგან. ამიტომ, საზოგადოებას მუდმივად […]

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2024-2027 წლებისათვის“ დოკუმენტის საბოლოო ვარიანტები თანდართულ მასალებთან ერთად. საკითხი კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. „გადამუშავებული ვარიანტი უკვე განიხილა პლენარულმა სხდომამ, ახლა კი წარმოდგენილია საბოლოო ვარიანტი. წარმოგიდგენთ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს – რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5.2%-ის ოდენობით […]

თეგეტა X ბაბალე – საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის შედეგად „გიგოს ფონდისთვის“ 20 ათას ლარზე მეტი შეგროვდა

10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, „თეგეტა ჰოლდინგმა“ და მისმა სატვირთო ავტომობილებისა და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებამ, სოციალურ საწარმო „ბაბალესთან“ ერთად, „გიგოს ფონდის“ საქველმოქმედო ღონისძიებას უმასპინძლეს. საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის მიზანი იყო დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების, მოზარდებისა და მათი მშობლების მხარდაჭერა ფონდისთვის, ფინანსური რესურსების მობილიზებით. ამის შესახებ ინფორმაციას „თეგეტა ჰოლდინგი“ ავრცელებს. საქველმოქმედო ღონისძიება ოფიციალურად „თეგეტასა“ და […]

მაია ბითაძე წიაღის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე წიაღის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრის ფორმატში იმსჯელეს ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიის მიღებასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებზე და სამართლებრივი დახვეწის გზები განიხილეს. როგორც აღინიშნა, საკითხთან დაკავშირებით, კომიტეტში სამუშაო ფორმატში შეხვედრებს დარგის სპეციალისტებთან და სფეროს წარმომადგენლებთან გააგრძელებს.