ბენიამინ ნეთანიაჰუ – პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას ჩვენი განადგურება ეტაპობრივად სურს

პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას ჩვენი განადგურება ეტაპობრივად სურს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. „განსხვავება „ჰამასსა“ და პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის მხოლოდ ის არის, რომ „ჰამასს“ ჩვენი განადგურება ახლა სურს, ხოლო პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას ამის გაკეთება ეტაპობრივად სურს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ. ცნობისთვის, ნეთანიაჰუმ არაერთხელ აღნიშნა, რომ ომის შემდეგ ღაზას მმართველად პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას არ […]

რომ შეგვეძლოს, ოკუპირებულ ტერიტორიებს, ალბათ, ძალით დავიბრუნებდით – დავითულიანი

ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. მილიციის მიერ ცემით მოკლული საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად თქვა, რომ ოკუპაცია სამწუხარო რეალობაა და დღეს საქართველოს არ აქვს ძალისმიერი მეთოდებით ტერიტორიების დაბრუნების ძალა. “ძალიან სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, რომ ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული, ჩვენი ქვეყნის ძირძველი ტერიტორიები. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ არ გვაქვს იმისი ძალა, […]

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

საახალწლო განათებების მონტაჟის გამო რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ მონაკვეთში 12 და 13 დეკემბერს, 00:00-იდან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ამავე ცნობით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით. მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება […]

NATO-ს გენმდივნის მოადგილე დარწმუნებულია, რომ უახლოეს წლებში უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები გახდებიან ევროპული ოჯახის ნაწილი და, საბოლოოდ, შესაძლოა – ევროატლანტიკური ალიანსის წევრებიც – რუმინული მედია

NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე იმედოვნებს, რომ ალიანსი უახლოეს წლებში გაფართოვდება და მისი საზღვარი აღმოსავლეთისკენ გადაიწევს. შესაბამისი განცხადება მირჩა ჯოანამ საკუთარი წიგნის პრეზენტაციაზე გააკეთა. “NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე დარწმუნებულია, რომ უახლოეს წლებში უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები გახდებიან ევროპული ოჯახის ნაწილი და, საბოლოოდ, შესაძლოა – ევროატლანტიკური ალიანსის წევრებიც”, – წერს რუმინული Ziua de Vest-ი. […]

პოლონეთის სეიმმა უარი თქვა დროებითი მთავრობის მუშაობის გაგრძელებაზე

პოლონეთის სეიმმა ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე უარი უთხრა მატეუშ მორავიეცკის დროებით მთავრობას მუშაობის გაგრძელებაზე. ამგვარად პოლონეთის მთავრობა დაიშლება, ხოლო ახალი მინისტრები დეპუტატების მიერ დაინიშნებიან. ეს გასული წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გახდა შესაძლებელი, რომელშიც მმართველი „კანონისა და სამართლის“ პარტია დამარცხდა. მორავიეცკის კონსერვატიულმა პარტიამ, „კანონმა და სამართალმა“, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე უფრო მეტი ხმა (35.38%) მიიღო, მაგრამ […]

მიმდინარე ორი ომის ფონზე, გაერო ადამიანის უფლებათა დეკლარაციის 75 წლისთავს აღნიშნავს

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა დეკალარაციის 75 წლისთავს აღნიშნავს. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის უფროსმა, ორშაბათს მოუწოდა ქვეყნებს, ერთად იმუშაონ, რათა შეამცირონ ისეთი საფრთხეები, როგორიცაა ომი და გარემოს დაბინძურება. განცხადება ვოლკერ თურქმა დეკლარაციის 75 წლისთავის აღსანიშნ ღონისძიებაზე გააკეთა. ღონისძიება ღაზის სექტორში და უკრაინაში მიმდინარე ომების ფონზე იმართება. გაერო მუდმივად ავრცელებს ინფორმაციას, რომ ღაზაში ჰუმანიტარული სიტუაცია უკიდურესად […]

ღაზაში შიმშილის და ეგვიპტეში მასობრივი გადინების რისკი იზრდება

ისრაელსა და “ჰამასს” შორის შეტაკებები ორშაბათს კიდევ უფრო გაძლიერდა. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებულ შეშფოთებას გაამოთქვამდა სექტორში არსებული ვითარებისა და ღაზელების ეგვიპტეში მასობრივი გადინების თაობაზე. ისრაელზე თავდასხმისა და ისრაელის მიერ “ჰამასისთვის” ომის გამოცხადების შემდეგ, ღაზა აქტიური სამხედრო მოქმედებების ადგილია – ჯერ საჰაერო, შემდეგ კი საჰაერო და სახმელეთო იერიშების სამიზნე. ტერიტორია სრულ ალყაშია და […]

დავითულიანი: სამწუხაროდ, არ გვაქვს ძალა, ოკუპირებული ტერიტორიები ძალის გამოყენებით დავიბრუნოთ

ძალიან სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, რომ ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული, ჩვენი ქვეყნის ძირძველი ტერიტორიები. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ არ გვაქვს იმისი ძალა, რომ ეს ტერიტორიები დღეს, აი ეხლა, დაუყოვნებლივ დავიბრუნოთ ძალისმიერი მეთოდებით. რომ გვქონდეს, აუცილებლად ესე მოვიქცეოდით, ალბათ. თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. მილიციის მიერ ცემით მოკლული საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას შესახებ დასმულ […]

აზერბაიჯანი გეგმავს გააფართოოს ევროპული ქვეყნების სია, რომელთაც გაზს მიაწვდის

აზერბაიჯანი გეგმავს გაზარდოს ევროპული ქვეყნების რაოდენობა, რომლებსაც ის გაზს მიაწვდის. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სერბეთის ქალაქ ნისში სერბეთ-ბულგარეთის გაზის ინტერკონექტორის გაშვების ცერემონიაზე განაცხადა. „ჩვენი სამომავლო გეგმები დაკავშირებულია გაზის ექსპორტის გეოგრაფიის გაფართოებასთან ახალი ევროპული ქვეყნების ბაზრებზე ახალი ინტერკონექტორების მეშვეობით“, – აღნიშნა ალიევმა. ამასთან, მისი თქმით, აზერბაიჯანის ძირითადი მიზნები განახლებადი ენერგიის წყაროებს (RES) უკავშირდება. „აზერბაიჯანმა […]

გაუტკბა პრეზიდენტობა – ჩეფერინმა პუტინის გზა აირჩია

უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიბაძვას და ორგანიზაციის წესდებაში ცვლილების შეტანას აპირებს, რომლის მიხედვით მეოთხედ ექნება პოსტზე კენჭისყრის შესაძლებლობა, – იტყობინება “დეილი მეილი”. ჩეფერინი უეფას პრეზიდენტი პირველად 2016 წელს მიშელ პლატინის გადაყენების შემდეგ გახდა, მერე კიდევ ორჯერ აირჩიეს, პოსტი 2027 წლამდე გარანტირებული აქვს, მაგრამ თადარიგს აქედანვე იჭერს და თუ პარიზში ჩასატარებელ კონგრესზე […]