ბრაზილიის სამხრეთში ფრინველის გრიპმა თითქმის 1000 სელაპი და ზღვის ლომი იმსხვერპლა.

ბრაზილიის სამხრეთის შტატ რიო გრანდე დო სულში დადასტურდა 942 ზღვის ძუძუმწოვრის სიკვდილი, რომელიც უაღრესად პათოგენურ „ავიან ინფლუენზას“ (HPAI) ინფექციამ გამოიწვია. ეს პათოგენი სამხრეთ ამერიკის ამ ქვეყანაში პირველად წელს გამოჩნდა. ბრაზილიის ხელისუფლება ცდილობს მომაკვდინებელი ვირუსის მეფრინველეობის კომერციულ ფერმებში შეღწევა არ დაუშვას. დახოცილ ცხოველებს შეძლებისდაგვარად სწრაფად მარხავენ ან წვავენ, რათა ადამიანების ან სხვა ცხოველების დასნებოვნების რისკი შეამცირონ. […]
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი გახდა

პოლონეთის პარლამენტმა 11 დეკემბერს პრემიერ-მინისტრის პოსტზე მხარი დაუჭირა დონალდ ტუსკის კანდიდატურას. მანამდე ამ თანამდებობას მათეუშ მორავეცკი იკავებდა, რომლის პარტიამ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ვეღარ შეძლო უმრავლესობის დაკომპლექტება. ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო მედია ავრცელებს. ორშაბათს, ტუსკის კანდიდატურას პარლამენტში 248 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 201 კი წინააღმდეგი იყო. პოლონეთის სამოქალაქო პლატფორმის პარტიის ლიდერი დონალდ ტუსკი გამოდის სიტყვით მას შემდეგ […]
ვენეციას ტურისტებისთვის მომავალი წლის ზაფხულიდან QR კოდები შემოაქვს

ვენეციის ხელისუფლებამ ახალი წესები შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც ქალაქში ტურისტების შესვლა დარეგულირდება. ნებისმიერმა, ვინც ვენეციაში მიდის 1 დღიან ექსკურსიაზე, 5 ევრო უნდა გადაიხადოს. თუმცა, გადახდის რეჟიმი იმოქმედებს წელიწადში მხოლოდ 29 დღე – ზაფხულის სეზონზე ტურისტული პიკის დროს გარკვეულ თარიღებზე. მაგალითად, 25 აპრილიდან 5 მაისამდე და შაბათ-კვირას მაის-ივლისში. სტუმრები მიიღებენ ბილეთს QR კოდის სახით, რომელიც საშუალებას მისცემთ […]
ქუთაისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებასთან სასწრაფო დახმარების ხმარებიდან ამოღებული ავტომობილები დაიწვა

ქუთაისში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაუმართავ, ხმარებიდან ამოღებულ ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა. ავტომობილები ინტერვენციული საავადმყოფოს მიმდებარედ იყო განთავსებული. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, უცნობია. ადგილზე სამაშველო ჯგუფები იყო მობილიზებული. ამ დროისთვის, ხანძარი ლოკალიზებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
პოლონეთის პარლამენტმა დონალდ ტუსკი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე აირჩია

248 მომხრე, 201 წინააღმდეგი – პოლონეთის პარლამენტმა დონალდ ტუსკი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე აირჩია. ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, შესაძლოა, ტუსკი თანამდებობაზე ოფიციალურად ხვალვე დაინიშნოს, რაც საშუალებას მისცემს, ახალი სტატუსით გაემგზავროს ევროკავშირის ლიდერთა სამიტზე, რომელიც ხუთშაბათსა და პარასკევს იგეგმება. “ეს მშვენიერი დღეა არა ჩემთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც ამ წლების განმავლობაში ღრმად სჯეროდა, რომ ყველაფერი გაუმჯობესდება, რომ ჩვენ განვდევნით სიბნელესა […]
პოლონეთის სეიმმა პრემიერ-მინისტრად დონალდ ტუსკი აირჩია

პოლონეთის სეიმმა პრემიერ-მინისტრად დონალდ ტუსკი აირჩია, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური ტელეარხი TVN24 ავრცელებს. ტუსკის პრემიერობას მხარი სეიმის 248-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 201 დეპუტატი იყო. „მადლობა, პოლონეთო, ეს მართლაც შესანიშნავი დღეა, არა ჩემთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც სჯეროდა, რომ თქვენი წყალობით ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა“, – განაცხადა ტუსკმა კენჭისყრის შემდეგ. დონალდ ტუსკის მხარდაჭერამდე პოლონეთის სეიმმა მატეუშ […]
ქუთაისში, სასწრაფო დახმარების ძველ, გაუმართავ მანქანებს ცეცხლი გაუჩნდა

ქუთაისში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ძველ, გაუმართავ მანქანებს ცეცხლი გაუჩნდა. ავტომობილები ინტერვენციული საავადმყოფოს მიმდებარედ იყო განთავსებული. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო ჯგუფები, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროკომისიას წარმოდგენა არ აქვს, თუ რა გავლენას მოახდენს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება მთელ ასოციაციაზე

ევროკომისიას წარმოდგენა არ აქვს, თუ რა გავლენას მოახდენს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება მთელ ასოციაციაზე, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „გადაწყვეტილების შესახებ წინადადება მოუმზადებელია და ევროკომისიას თითქმის წარმოდგენა არ აქვს, თუ რა გავლენას მოახდენს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება მთელ ასოციაციაზე. სულ მცირე, შეიძლება გავიხსენოთ გადაუჭრელი პრობლემები, რომლებიც ევროკომისიის […]
მამუკა მდინარაძე NDI-ზე – იმდენად ალოგიკური რაღაცეები ხდება კვლევაში, შეუძლებელია სერიოზულად ილაპარაკო

იმდენად ალოგიკური რაღაცეები ხდება ამ კვლევაში, რომ შეუძლებელია სერიოზულად ილაპარაკო, იმის მიუხედავადაც კი, რომ პროპორცია გარკვეულწილად გარკვეულ რეალობას ემთხვევა. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს იმ საველე სამუშაოს მიმართ ნდობა, რომელსაც ატარებს ორგანიზაცია, რომელიც ათეულობით 20 და 30%-ით ცდება რეალურ მონაცემებს ყოველთვის და არჩევნები აჩვენებს ამ ყველაფერს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ NDI-ის კვლევებთან […]
“განვიხილეთ გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები” | ზელენსკი აშშ-ში ლოიდ ოსტინსა და ჩარლზ ბრაუნს შეხვდა

აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინსა და გენერალ ჩარლზ ბრაუნს შეხვდა. ამის შესახებ ის X-ზე წერს. “აშშ-ში ვიზიტი დავიწყე ლოიდ ოსტინთან და აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის შტაბის მეთაურთა გაერთიანების თავმჯდომარე გენერალ ჩარლზ ბრაუნთან შეხვედრით. განვიხილეთ გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები, წინა ხაზზე განვითარებული მოვლენები და აშშ-უკრაინის შემდგომი თავდაცვის თანამშრომლობა. აშშ-ის […]