აფეთქება ქობულეთში | არასრულწლოვანს პიროტექნიკა საწვავში ჩაუვარდა

ქობულეთში ბავშვს პიროტექნიკა ბენზინში ჩაუვარდა და აფეთქდა, – ინფორმაციას რეგიონული გამოცემა “აჭარა თაიმსი” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ მუხაესტატეში მოხდა. 12 წლამდე ბავშვს სხეულზე დაზიანებები აქვს და ის რეანომობილით თბილისში გადმოჰყავთ.
საგამოძიებომ ბაბი კირკიტაძეზე ვიდეოს გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბაბი კირკიტაძეზე ვიდეოს გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. “სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 11 დეკემბერს, ბაბი კირკიტაძესთან დაკავშირებული, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ვიდეოჩანაწერის უკანონოდ დამზადებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157¹-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო”. – ნათქვამია განცხადებაში. 11 დეკემბერს ბაბი კირკიტაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამომძიებლების შეკითხვებს პასუხობდა. მისი […]
ზელენსკი: შეგიძლიათ გქონდეთ უკრაინის იმედი და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენც შეგვეძლება თქვენი იმედი გვქონდეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ის შეხვედრებს გამართავს ამერიკელ კანონმდებლებთან და ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან. ასევე, მოსალოდნელია თეთრ სახლში ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრა. ზელენსკიმ ვიზიტი ამერიკის თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლით დაიწყო. მან განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გამოყენებას ცდილობს დასავლეთში უკრაინის წინააღმდეგ საკუთარი მიზნების მისაღწევად. დღეს […]
“არის საჩივრები, რომლის მოსმენა 1 წელი არ ჩანიშნულა”- რამდენად ეფექტიანად მუშაობას ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭო?

ფინანსთა სამინისტროს დავების განმხილველმა საბჭომ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასული წლის განმავლობაში დაკისრებული გადასახადების შესახებ 2,796 საჩივარი შევიდა. ეს 2021 წელთან შედარებით 300 დავით ნაკლები იყო. ამ დავების საგანს ₾948 მილიონის საგადასახადო დავალიანება წარმოადგენდა, ეს 2021 წელთან შედარებით 900 მილიონი ლარით ნაკლები იყო. დავების საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებით იურისტები პროგრესს ხედავენ, მაგრამ ამბობენ, რომ […]
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ლოიდ ოსტინს შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა და აშშ-ის თავდაცვის მდივან, ლოიდ ოსტინს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა და თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტს აშშ-ის თავდაცვის მდივან, ლოიდ ოსტინთან ერთად ეწვია. თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტში ლოიდ ოსტინის შემდეგ, სიტყვით ზელენსკი გამოვიდა. მან აშშ-ის თავდაცვის მდივანს მხარდაჭერისთვის და ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა. „უკრაინა […]
დონალდ ტუსკი პოლონეთის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს

პოლონეთის სეიმმა ორშაბათს გამართულ სხდომაზე ახალ პრემიერ-მინისტრად, პროევროპული „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერი დონალდ ტუსკი აირჩია. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა პარტიათა კოალიციამ, რომელსაც პარლამენტის ქვედა პალატაში ხმათა უმრავლესობა აქვს. იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ბორის ბუდკამ, რომელიც კოალიცია “სამოქალაქო პლატფორმას” ხელმძღვანელობს, ორშაბათს პარლამენტში დებატების დროს განაცხადა, რომ ტუსკის არჩევა ეს არის “11 მილიონი პოლონელი მამაკაცისა და ქალის მოთხოვნის შესრულება, […]
„ენერგეტიკის სფერო საქართველოში დაბალმარჟიანია და მოარული იგავებია, თითქოს ამით ძალიან ბევრი ფული შეიძლება იშოვო“ – გიორგი აბრამიშვილი

„ინვესტორებისთვის ძალიან მომხიბვლელია ჩვენი ქვეყანა, რადგან განახლებადი ენერგიის სამივე რესურსის შეთავაზება შეგვიძლია. განსაკუთრებით ჰიდროენერგეტიკაში. ჰიდროენერგეტიკაში ჩვენი რესურსი დაახლოებით 10-ჯერ უფრო დიდია, ვიდრე მზეში და ქარში ერთად აღებული. ამავდროულად, მზე და ქარი ითვლება ცვალებად ენერგიად და ჰიდროენერგეტიკაში ჩვენ მეტი გამოცდილება გვაქვს“, – ამის შესახებ საქართველოს განახლებადი ენერგიის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი აბრამიშვილმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში […]
ილია დარჩიაშვილმა ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები განიხილა

ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ოლივერ ვარჰეისთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და გატარებული რეფორმები, როგორ საკანონმდებლო ისე ინსტიტუციურ დონეზე. აღინიშნა ქართული მხარის მიერ გაწეული ძალისხმევა და მიღწეული შედეგები. საუბარი შეეხო ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს და რეკომენდაციებს, რომელიც […]
EU-ს გზაზე უკრაინის დაბლოკვამ, შესაძლოა საქართველოს წინსვლაც შეაფერხოს-იოზვიაკი

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირი უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს არ დაიწყებს, მაშინ სიტუაცია დანარჩენი ქვეყნებისთვისაც გართულდება, რომლებიც გაფართოების პაკეტში არიან. 14-15 დეკემბერს ევროპული საბჭოს სამიტზე ევროკავშირის ლიდერები გაფართოების პოლიტიკას განიხილავენ. 27 ქვეყნის ლიდერმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, ასევე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. გარდა […]
“უკრაინისა და პოლონეთის მომავალი ერთიანობაშია” | ზელენსკის მილოცვა ტუსკს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტუსკს პოლონეთის პრემიერმინისტრობა მიულოცა. ამის შესახებ მან X-ზე დაწერა. ზელენსკის თქმით, უკრაინისა და პოლონეთის მომავალი საერთო მტრის წინააღმდეგ ერთიანობაში, ურთიერთდახმარებასა და სტრატეგიულ პარტნიორობაშია. “ვულოცავ დონალდ ტუსკს სეიმის მიერ პოლონეთის პრემიერმინისტრად არჩევას. უკრაინისა და პოლონეთის მომავალი ერთიანობაში, ურთიერთდახმარებასა და სტრატეგიულ პარტნიორობაშია, რათა დავამარცხოთ ჩვენი საერთო მტერი. როდესაც ჩვენ ერთად ვდგავართ, ჩვენი […]