3 დღე ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე – კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, საქართველოში დადებითი მოლოდინები აქვთ

3 დღე ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე. ქართველ პოლიტიკოსებს ქვეყნის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, დადებითი მოლოდინები აქვთ.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მიღებული დასკვნით უნდა გამოსწორდეს ის უსამართლობა, რომელიც ევროპულმა საბჭომ შარშან მიიღო.
ოპოზიციის ნაწილი უნგრეთის პოზიციიდან გამომდინარე არსებულ გამოწვევებზე ამახვილებს ყურადღებას, მეორე ნაწილი კი, აქცენტს ხელისუფლების მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად არსებულ სამუშაო ჯგუფებზე აკეთებს.
ევროკომისიამ, 8 ნოემბერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა. 15 დეკემბერს კი, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო გაფართოების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან