უკრაინა: რუსების გაშვებული 15 დრონიდან 9 გავანადგურეთ

12 დეკემბრის ღამეს რუსებმა უკრაინას Shahed-ის ტიპის 15 დრონით შეუტიეს, მათგან კი უკრაინელებმა 9-ის განადგურება შეძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. “სულ გაუშვეს Shahed-136/131-ის ტიპის 15 უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთაგან 9 გაანადგურეს უკრაინის სხვადასხვა რეგიონში თავდაცვის ძალების მობილური სახანძრო ჯგუფების ნაწილებმა”. – აღნიშნულია უკრაინული უწყების განცხადებაში. ამავე ინფორმაციით, რუსებმა უკრაინაზე იერიში დროებით ოკუპირებული […]

დიდუბის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება 29 საათით შეუწყდა – GWP

დღეს, 12 დეკემბერს, დილის 10:00 საათზე, დიდუბის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება 29 საათით შეუწყდა. GWP-ის ცნობით, წყლის მიწოდება მოსახლეობას 13 დეკემბერის დღის 15:00 საათზე აღუდგება. შეზღუდვის მიზეზად GWP “წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის მეორე ეტაპის ფარგლებში, წყალმომარაგების ახალ მაგისტრალურ ქსელზე მასშტაბურ გადაერთებით სამუშაოებს” ასახელებს. წყალმომარაგება შეეზღუდა: წერეთლის, აღმაშენებლისა და თამარ მეფის გამზირების ნაწილს, გაფრინდაშვილის, წყალტუბოს, მირცხულავას, სამტრედიის, […]

გლდანის გამგეობის წლიური ანგარიში – წელი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა შეაჯამა

გლდანის გამგეობის წლიური ანგარიში – ინფრასტრუქტურული პროექტები, ახალი გზები, სანიაღვრე ქსელები, მრავალფუნქციური სკვერები და განახლებული ლიფტები, ეს ის სამუშაოებია, რომელიც 2023 წლის განმავლობაში რაიონში გამგეობის ორგანიზებით ჩატარდა. წელი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა შეაჯამა. პრეზენტაციას დედაქალაქის საკრებულოს წევრები, თბილისის მთავრობის წარმომადგენლები, გლდანის რაიონის გამგეობის სამოქალაქო საბჭოს წევრები და სხვა მოწვეული სტუმრებიც დაესწრნენ. ღონისძიების ბოლოს, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა […]

რა გეგმები აქვს წინასაარჩევნოდ დაშლილ “ნაციონალურ მოძრაობას” – მელიას ფრთა ახალი პლატფორმის შექმნას გეგმავს

რა გეგმები აქვს წინასაარჩევნოდ დაშლილ “ნაციონალურ მოძრაობას” – მმართველი გუნდის განცხადებით, პარტიამ სცენარი დაგეგმა, რომლის მიხედვითაც შეიქმნება ახალი პლატფორმა, სადაც შესაძლოა, ძველ პოლიტიკურ სახეებთან ერთად, სალომე ზურაბიშვილიც ვიხილოთ. ბაჩო დოლიძის განცხადებით, ისინი ახალი პლატფორმიდან გააგრძელებენ ბრძოლას, ვინაიდან ის, რაც ლევან ხაბეიშვილის ხელმძღვანელობის პერიოდში ხდებოდა, მიუღებელი და მათ იდეოლოგიას აცდენილი იყო. ხაბეიშვილის ფრთის წარმომადგენლების განცხადებით კი, […]

ვიმედოვნებ, ხელიდან არ იქნება გაშვებული შესაძლებლობა, მიიწვიონ უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, ხოლო საქართველო – კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად – გიტანას ნაუსედასი

ვიმედოვნებ, ხელიდან არ იქნება გაშვებული შესაძლებლობა, მიიწვიონ უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, ხოლო საქართველო – კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა განაცხადა. გიტანას ნაუსედას განცხადებით, უნგრეთი ზიანს აყენებს ევროკავშირის ერთიანობის პრინციპს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირთან დაახლოება უნგრეთისთვის სასარგებლოა. “ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საშუალებას, რომ უნგრეთი გადავარწმუნოთ”, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

რატომ არღვევს ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭო საჩივრის განხილვის ვადებს?

გასულ წელს შემოსავლების სამსახურს ბიზნესი ₾1 მლრდ-მდე გადასახადზე ედავებოდა – დავების საბჭომ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დავების განმხილველმა საბჭომ გასულ წელს სულ 72 სხდომა ჩაატარა, რომლებზეც გადაწყვეტილება მიღებულია 2 613 საქმეზე. საგადასახადო დავების სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე არაერთი წელია საუბრობენ როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი ექსპერტები. ერთ-ერთი ბოლო შეფასებით, გამოიკვეთა, რომ დავების საბჭოს გააჩნია მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები საგადასახადო […]

გეოგრაფიული აღნიშვნა „ახოები“ „საქპატენტში“ არის რეგისტრირებული

გეოგრაფიული აღნიშვნა „ახოები“ „საქპატენტში“ 2020 წლის 29 მაისს არის რეგისტრირებული. „საქპატენტმა“ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო. ინფორმაციას „ახოების“ წარმომავლობის შესახებ „საქპატენტი“ ავრცელებს. საქართველოს მეღვინეობის ისტორიას რომ გადავხედოთ, სხვადასხვა კუთხის ტრადიციები ერთმანეთს შევადაროთ, მრავალფეროვნებას და უნიკალურ თვისებებს დავუკვირდეთ და წარმოშობის ისტორიებიც ერთმანეთთან დავაკავშიროთ, ღვინის სფეროში კახეთი პირველ რიგში იმით აღმოჩნდება გამორჩეული, […]

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი მიიღო, რომელიც რუსული ურანის იმპორტს კრძალავს

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი მიიღო, რომელიც რუსული ურანის იმპორტს კრძალავს, – ამის შესახებ ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს. „ამჟამად, აშშ-ის უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას რუსეთის მიერ მოწოდებულ ბირთვულ საწვავზე ჩვენი სახიფათო დამოკიდებულება წარმოადგენს“, – განაცხადა კონგრესმენმა ქეითი როჯერსმა. ენერგეტიკული საინფორმაციო ადმინისტრაციის ცნობით, ურანის უმეტესი ნაწილი, რომელიც აშშ-ის ატომურ ელექტროსადგურებს კვებავს, იმპორტირებულია და დაახლოებით […]

ოთარ შამუგიამ გერმანელ კოლეგასთან დუბაიში გამართულ შეხვედრაზე, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია დუბაიში, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP 28) ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გარემოს, ბუნების დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და მომხმარებელთა დაცვის მინისტრს შტეფი ლემკეს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ოთარ შამუგიამ გარემოს დაცვის კუთხით საქართველოში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე დეტალურად ისაუბრა […]

იემენიდან ჰუსიტებმა ნორვეგიულ ტანკერს რაკეტა ესროლეს

ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი იემენიდან გასროლილი ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა ნორვეგიულ ტანკერ Strinda-ს მოხვდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ გემი დაზიანდა და მასზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაზიანებული ტანკერის დასახმარებლად ადგილზე ამერიკული გამანადგურებელი USS Mason მივიდა. ინციდენტი ბაბ ელ-მანდების სრუტის ჩრდილოეთით დაახლოებით 111 კმ-ის დაშორებით მოხდა, რომელიც […]