დღეს ნეკრესელი ეპისკოპოსის, წმიდა მღვდელმოწამე აბიბოს ხსენების დღეა

წმიდა აბიბოს ნეკრესელი, საქართველოში ჩამოვიდა VI საუკუნეში ცამეტ ასურელ მამასთან ერთად. ისინი უშუალოდ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა აკურთხა და გამოაგზავნა. მათ ცხოვრებაში სწერია, რომ ისინი იყვნენ „ღმრთისა სათნონი ნათელნი სოფლისანი, ჭურნი რჩეულნი სავსენი ნელსაცხებელითა, ზეცისა კაცნი და ქუეყანისა ანგელოზნი, განმანათლებელნი სოფლისანი, სახენი, წესნი და კანონნი უცთომელნი მონოზონებისანი“ და მათ შორის წმიდა აბიბოს ნეკრესელი, „მღვდელთმოძღუარი უბიწოჲ, ნაყოფი შუენიერი, […]
საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, ახალგაზრდა ლიდერების პირველი ფორუმი ჩატარდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, ახალგაზრდა ლიდერების პირველი ფორუმი ჩატარდა. ფორუმში, საქართველოს მასშტაბით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები მონაწილეობდნენ. მიზანი, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და შეფასება იყო.
უკრაინაში ომი გრძელდება – “შაჰედებით” უკრაინის რამდენიმე ოლქი დაიბომბა

უკრაინაში ომი გრძელდება. ხარკოვის ოლქში სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო, ღამით, საჰაერო განგაში გამოცხადდა. განგაში იყო ბელგოროდის ოლქშიც. საჰაერო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ოდესის ჩრდილო-დასავლეთიდან “შაჰედის” ტიპის დრონები გამოჩნდა. უპილოტო საფრენი აპარატები დაფიქსირდა ზატოკასა და კიროვო-გრადის მიმართულებითაც. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები. არტილერიითა და კამიკაძე დრონებით შეტევა განხორციელდა დნიპროპეტროვსკის ოლქში, ნიკოპოლის რეგიონზე. რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის […]
პარლამენტი “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს

პარლამენტი “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს. სიახლის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსური შემოწირულებების მიღებას ვეღარ შეძლებენ, იურიდიულ პირებს კი პარტიებისთვის თანხის გაცემა აეკრძალებათ. ცვლილებების წინააღმდეგია ოპოზიცია. მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ სიახლე დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე შემუშავდა.
გაერო-ს გენერალური ასამბლეა კენჭს უყრის რეზოლუციას, რომელიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს

გაერო-ს გენერალური ასამბლეა დღეს კენჭს უყრის იურიდიულად არასავალდებულო რეზოლუციას, რომელიც ღაზაში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს. „ფრანს-პრესის“ ინფორმაციით, აღნიშნული რეზოლუციის პროექტის ტექსტი მეტწილად ასახავს რეზოლუციის შინაარს, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა, გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრიდან ერთ-ერთმა, პარასკევს ვეტო დაადო. აშშ-ის ამ ნაბიჯის შემდეგ არაბულმა ქვეყნებმა გენერალური ასამბლეის სპეციალური სესიის ჩატარება მოითხოვეს. უშიშროების საბჭოს რეზოლუციებისგან […]
პაკისტანში შეიარაღებული დაჯგუფება პოლიციის განყოფილებას დაესხა თავს – დაიღუპა 4 და დაშავდა 28 ადამიანი

პაკისტანში შეიარაღებული დაჯგუფება პოლიციის განყოფილებას დაესხა თავს, დაიღუპა 4 და დაშავდა 28 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში, დერა ისმაილ ხანში განხორციელბულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანურმა თალიბანის დაჯგუფებამ აიღო. შეიარაღებულმა პირებმა პოლიციის განყოფილების შესასვლელთან ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული ავტომანქანა ააფეთქეს, შემდეგ კი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს. პაკისტანურმა თალიბანის დაჯგუფებამ განაცხადა, რომ […]
„ჯარის ქალაქში“ 39 კორპუსის მშენებლობაში 92.7 მლნ ლარი დაიხარჯა

„ჯარის ქალაქში“ 39 კორპუსის მშენებლობაში 92.7 მლნ ლარი დაიხარჯა. ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ, საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ხაჯიშვილის სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილ წერილში. „სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, ქ. თბილისში, მახათას მთაზე განხორციელდა პროექტი – „ჯარის ქალაქი – Army City“. პროექტის ფარგლებში […]
„საქართველო წელგამართულად იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს“ – გიორგი კვირიკაშვილი

საქართველო წელგამართულად იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს – ეს წარმატება დამსახურებულად ეკუთვნით საქართველოს ქუჩებში არაერთხელ გამოსულ მოქალაქეებს, რომლებსაც სჯერათ საქართველოს ევროპული მომავლის,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, ის უერთდება საქართველოს მოქალაქეთა სამართლიან მოთხოვნას, „მოუწოდოს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას, ხელიდან არ გაუშვან ევროპის ამ უაღრესად მნიშვნელოვანი გაერთიანების გაძლიერების უნიკალური […]
„ენგურჰესი იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ შეგვიძლია ძალიან მნიშვნელოვანი ჰიდროელექტროსადგურები ვაშენოთ და ვმართოთ“ – ლევან დავითაშვილი

„ენერგეტიკულის გარდა, ენგურჰესი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროექტიცაა, რადგან ის ერთ-ერთი იშვიათი ძაფია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩვენს თანამოქალაქეებთან თანამშრომლობისთვის, ვფიქრობ – წარმატებული თანამშრომლობის. ასევე ენგურჰესი არის იმედის მომცემი, რომ ჩვენ ერთ დროს შევძლებთ და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ხალხთა შორის კავშირებს აღვადგენთ”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ენგურჰესის 45-ე იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. […]
რუსეთის მიერ გაშვებული 15 “შაჰიდიდან” 9 ჩამოვაგდეთ | უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 15 “შაჰიდის” ტიპის დრონიდან 9 ჩამოაგდეს. უწყების თქმით, ოკუპანტებმა შეტევა დროებით ოკუპირებულ ყირიმში ბალაკლავას რეგიონიდან განახორციელეს. “სულ “შაჰიდის” ტიპის 15 უპილოტო საფრენი აპარატის გაშვება დაფიქსირდა, რომელთაგან 9 უკრაინის სხვადასხვა რეგიონში თავდაცვის ძალების მობილურმა სახანძრო ნაწილებმა გაანადგურეს,” – ნათქვამია განცხადებაში. ამას გარდა, უკრაინელები ამბობენ, რომ ზაპოროჟიესა და […]