ლევან დავითაშვილი – საკმაოდ დიდი გეგმები გვაქვს იმისთვის, რომ ენგურჰესი წარმატებულად ფუნქციონირებდეს და ამასთან, ჩვენს ენერგოპოტენციალს სხვა პროექტების განხორციელების კუთხით ვავითარებდეთ

ენერგეტიკულის გარდა, ენგურჰესი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროექტიცაა, რადგან ის ერთ-ერთი იშვიათი ძაფია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩვენს თანამოქალაქეებთან თანამშრომლობისთვის, ვფიქრობ – წარმატებული თანამშრომლობისთვის, ასევე ენგურჰესი იმედისმომცემია, რომ ჩვენ ერთ დროს შევძლებთ და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ხალხთა შორის კავშირებს აღვადგენთ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ენგურჰესის 45-ე იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. […]

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფოტოგამოფენა – „იაპონიის ატომური დაბომბვა“, გაიხსნება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის ფოიეში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ატომური დაბომბვის მსხვერპლთა ნაგასაკის მშვიდობის ეროვნული მემორიალური დარბაზის ორგანიზებით, 16 დეკემბერს, ფოტოგამოფენა „იაპონიის ატომური დაბომბვა“ გაიხსნება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობითვე, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 1945 წლის 6 აგვისტოს ჰიროშიმისა და 1945 წლის 9 აგვისტოს ნაგასაკის დაბომბვის შედეგის ამსახველი ფოტონამუშევრები, გადარჩენილ ადამიანთა […]

ზელენსკი: თუ ვინმეს კონგრესში გადაუჭრელი საკითხები შთააგონებს, ეს პუტინია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში გამოსვლის დროს თქვა, რომ კონგრესში გადაუწყვეტელი საკითხები მხოლოდ რუსეთის პრეზიდენ პუტინს შთააგონებს. ცნობისთვის, კონგრესი ვერ ახერხებს უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის დამტკიცებას რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო. “თუ ვინმეს შეუძლია შთააგონოს კაპიტოლიუმის ბორცვზე გადაუჭრელმა საკითხებმა, ეს მხოლოდ პუტინი და მისი ავადმყოფი გარემოცვაა. ისინი ხედავენ, რომ ოცნებები რეალობად […]

რეანიმაციაშია, ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია | ქაშიბაძე პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებულ ბავშვზე

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე ამბობს, რომ ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში, პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ექიმმა “საზოგადოებრივ მაუწყებელს” განუცხადა, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია. ბავშვს დაზიანებული აქვს სხეულის 10%, ასევე სასუნთქი გზები. “ბავშვმა ეგრეთ წოდებული პიროტექნიკა ჩააგდო საწვავით სავსე ჭურჭელში, რასაც მოჰყვა აფეთქება და აალება. პაციენტი ამჟამად მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში. დაზიანებული […]

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

კომპანია ქოხი.ჯი ინდუსტრიულ მშენებლობაშიც შედის და ბიზნესისთვის ხის შენობა-ნაგებობების მშენებლობას იწყებს

ქოხი.ჯის სახლებზე მოთხოვნა ყოველწლიურად მზარდია, როგორც ინდივიდუალური, ასევე ტურისტული დანიშნულების მიმართულებითაც – ამის შესახებ „კომერსანტს“ ხის სახლების მწარმოებელი კომპანიის ქოხი.ჯი-ს დირექტორმა, მალხაზ უგრეხელიძემ უთხრა. მან ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს, ქოხი.ჯიმ მუშაობა ინდუსტრიული მიმართულებითაც დაიწყო და ბიზნესისთვის სამუშაო სივრცესაც აშენებს. უგრეხელიძე ასევე აღნიშნავს, რომ როგორც ინდივიდუალური მომხმარებლის, ასევე ბიზნესისგან ქოხი.ჯის მიმართ ნდობა საკმაოდ მაღალია. „მიმდინარე […]

ბჟანია: დასავლეთს უნდა, რომ ჩვენი დედაქალაქი იყოს არა სოხუმში, არამედ თბილისში

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია აღიარებს, რომ „სტრატეგიულ მოკავშირე“ რუსეთთან ერთად აფხაზური არმიის აღჭურვა და გაწვრთნა ვერ შეძლეს და ყოველთვის რუსეთის დახმარების იმედად ვერ იქნებიან. ბჟანიამ, როგორც მისი პრესსამსახური იუწყება, „აფხაზეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალური საკითხები“ 11 დეკემბერს განიხილა დე ფაქტო პარლამენტის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე. ასლან ბჟანიას თანახმად, ბოლო წლებში აფხაზეთის […]

,,განადგურებული ღაზა შეიძლება პროპორციულად უარესი იყოს, ვიდრე გერმანია მეორე მსოფლიო ომის დროს”- ჯოზეფ ბორელი

განადგურებული ღაზა შეიძლება პროპორციულად კიდევ უფრო უარესი იყოს, ვიდრე გერმანია მეორე მსოფლიო ომის დროს, – ამის შესახებ განცხადება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა გააკეთა. როგორც ბორელი აღნიშნავს, სიტუაცია ღაზაში არის კატასტროფული და აპოკალიფსური. „„ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმაზე ისრაელის სამხედრო პასუხს მოჰყვა წარმოუდგენელი რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი“, – აცხადებს ბორელი. როგორც […]

„ეფეს საქართველომ“ წელს ბაზრის მოცულობის კუთხით, ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია და დაახლოებით 135 მილიონი ლიტრი შეადგინა“ – ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი

წელს „ეფეს საქართველოს“ („ნატახტარი“) ზრდა წელს დაახლოებით 3%-ია. როგორც კომპანია „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა „კომერსანტთან“ განაცხადა, ექსპორტზე ძირითადად არაალკოჰოლური გამაგრილებელი სასმელები გადის, ლუდი კი უფრო ადგილობრივი რეალიზაციისთვისაა განკუთვნილი. „ეფეს საქართველომ“ წელს ბაზრის მოცულობის კუთხით, ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია და 2023 წელს მთლიან ბაზარზე კომპანიის წილმა დაახლოებით 135 მილიონი ლიტრი შეადგინა. გასულ წელთან […]

“უძრავი ქონებაში ინვესტირება მაქსიმუმზეა ასული” – “აპექს დეველოპმენტი”

მიმდინარე კვირაში საქართველოში მშენებლობასთან დაკავშირებით მორიგი სტატისტიკური მაჩვენებლები გამოქვეყნდა, საიდანაც ვიგებთ, რომ 2023 წლის ოქტომბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.2%-ით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 4.5%-იანი შემცირებით, რამაც ჯამური ინდექსის ცვლილებაში -1.17 პროცენტული პუნქტი შეიტანა, ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 12.4%-ით […]