განათლების მინისტრის განცხადებით, სამთავრობო და საპარლამენტო პროცედურების შემდეგ დამტკიცდება ახალი, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, რომელიც 20 წელია არ განახლებულა

განათლების მინისტრის განცხადებით, სამთავრობო და საპარლამენტო პროცედურების შემდეგ დამტკიცდება ახალი, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, რომელიც 20 წელია არ განახლებულა. როგორც რეფორმის პრეზენტაციაზე გიორგი ამილახვარმა განმარტა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ცალკე იყოს სახელფასო პოლიტიკა. მისი თქმით, 2024 წლის განათლების ბიუჯეტი განისაზღვრა 2 მილიარდ 508 მილიონი ლარით. აქედან 160 მილიონი მოხმარდება სახელფასო პირობების გაუმჯობესებას. ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის […]
ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თქვენ ამას ნამდვილად იმსახურებთ – ხორვატიის სახელმწიფო მდივანი ევროპის საკითხებში

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, ევროპელი დიპლმატების მხრიდან კი, მაღალი დონის შეხვედრებზე მკაფიო მხარდამჭერი განცხადებები კეთდება. ევროპის საკითხებში ხორვატიის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ხორვატია მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ანდრეა მეტელკოზგომბიჩი ქართველ ხალხს მიმართავს და ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსს საქართველო ნამდვილად იმსახურებს: “ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ჩვენ ნამდვილად მოვიწვევთ ქართველებს, გააგრძელონ […]
ლაზარეს დაკავება იყო სტიგმის გასაღრმავებლად განხორციელებული – ხატია დეკანოიძე

ლაზარე გრიგორიადისის ინტერვიუს შემდეგ საქმე კიდევ ერთხელ შეაფასეს პოლიტიკოსებმა. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროოპტიმისტები” წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ლაზარეს დაკავება სტიგმის გასაღრმავებლად განხორციელდა. “მე არა ერთხელ მითქვამს, რომ ლაზარეს დაკავება, კონკრეტულად მოხდა იმ სტიგმების გასაღრმავებლად, რომელიც ხელისუფლებამ გააღრმავა. ლაზარეს დაკავება იყო სტიგმის გასაღრმავებლად განხორციელებული. მე, ჯერჯერობით, კონკრეტული სამხილები არ მინახავს. რაც შეეხება, იყო თუ არა […]
დარწმუნებული ვარ გავა წლები და ეს ადამიანი მიხვდება, რომ ასეთი ცინიზმი ქართველი პოლიციელის მიმართ არის წარმოუდგენელი და უპატიებელი – მამუკა მდინარაძე ლაზარე გრიგორიადისზე

აღიარება და ცინიზმი – ასე აფასებს ლაზარე გრიგორიადისის განცხადებას “მოლოტოვის კოქტეილის” სროლასთან დაკავშირებით პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე. მისი თქმით, ლაზარე გრიგორიადისი ცინიკურად უყურებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. “ეს არის აღიარებასთან ერთად უკიდურესი ცინიზმი. ზოგადად, ბრალის შემამსუბუქებელი გარემოებაა გულწრფელი აღიარება და მონანიება. მაგრამ, როდესაც ცინიკურად უყურებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს და ესე ცინიკური […]
რუმინეთი ემხრობა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ეს იქნება ისტორიული პასუხი – დანიელა გიტმანი

რუმინეთის ევროპულ საკითხთა სახელმწიფო მდივანი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ემხრობა. “რუმინეთი ძლიერ ემხრობა მოლდოვასა და უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ეს არის ჩვენი მიზანი. ეს იქნება ისტორიული პასუხი, არა მხოლოდ პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებისადმი, არამედ ასევე ჩვენი მოქალაქეებისადმიც, რადგან მათი მხარდაჭერა არის რუმინელი ხალხის ლეგიტიმური მოთხოვნა,” – აღნიშნავს რუმინეთის ევროპულ საკითხთა სახელმწიფო მდივანი […]
არსებულ პირობებში, ავსტრია, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას არ დათანხმდება – ავსტრიის კანცლერი

არსებულ პირობებში ავსტრია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას არ დათანხმდება – ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა განაცხადა. კარლ ნეჰამერის განმარტებით, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან შედარებით უკრაინის მიმართ ფავორიტიზმი არ უნდა არსებობდეს. “არსებულ პირობებში, ავსტრია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას არ დათანხმდება. უკრაინას ბოსნია და ჰერცეგოვინასთან შედარებით უპირატესობა არ უნდა ჰქონდეს, რომელიც, ასევე, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს […]
დანილოვი: კონტრშეტევის იმედები არ გამართლდა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ვერ გავიმარჯვებთ

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, კონტრშეტევის იმედები არ გამართლდა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ გამარჯვება უკრაინას არ დარჩება. ამის შესახებ დანილოვმა BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა. “ჩვენი კონტრშეტევის იმედები არ გამართლდა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ გამარჯვება ჩვენ მხარეს არ დარჩება. […] მაისში ჩვენს ქვეყანაში ყველა მოქალაქეს ომის სწრაფად დასრულება სურდა. იმედები […]
რუსეთი და ირანი მსხვილ სახელმწიფოთაშორის შეთანხმებაზე მუშობენ

რუსეთი და ირანი მსხვილ სახელმწიფოთაშორის შეთანხმებაზე მუშობენ. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის ზუსტად რას შეეხება შეთანხმება, თუმცა, ერთი თვის წინ კრემლმა გააკეთა განცხადება, რომ რუსეთი და ირანი ურთიერთობის გაღრმავებაზე მუშაობდნენ, მათ შორის, სამხედრო სფეროშიც. რუსეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრები სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ თითქმის უკვე დასრულებულ შეთანხმებაზე მუშაობა […]
,, განსაკუთრებული ზიზღი მაქვს სალომე ზურაბიშვილზე და გიორგი გახარიაზე. “ნაცების” სხვა შმაკაწიავკები მკიდია” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს: ,,ოჯახში, საახლობლოში ვბრაზდებით ჩვენს მოღალატე ყოფილ წევრებზე. ამიტომაც განსაკუთრებული ზიზღი მაქვს სალომე ზურაბიშვილზე და გიორგი გახარიაზე. “ნაცების” სხვა შმაკაწიავკები მკიდია. ირაკლი კობახიძე ხისტად და პირდაპირ ამბობს სათქმელს. თქვენ წარმოიდგინეთ და პირადად არ ვიცნობ. თოქ-შიუში (“ფეისბურგი”) მყავდა სტუმრად, რამდენჯერმე გადავიკვეთეთ საჯარო სივრცეში და that’s it! მამამისთან, ბატონ გიასთან 90-იანი წლებიდან […]
ჩვენი მიზანია, ქვეყნისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ტურისტული ინფრასტრუქტურა შევქმნათ – ბაიდარაშვილი VR Shekvetili-ის პროექტზე

VR Holding-სა და “საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. საუბარია VR Shekvetili Forest Beach by Paragraph-ის პროექტის განვითარებაზე, რომელიც შავი ზღვის ზოლზე, შეკვეთილში, სასტუმრო Paragraph-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენდება. “ტურიზმის განვითარების ფონდის” დირექტორის, გიორგი ბაიდარაშვილის შეფასებით, მსგავსი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე გაცილებით მიმზიდველს ხდის. “პროექტი საინვესტიციო მოცულობითაა საინტერესო, რომელიც $0.5 მლრდ-ს აღემატება. […]